ივანე კაჭარავა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
იარლიყი: გაუქმებულია
ხაზი 4:
 
== ბიოგრაფია ==
1914 წელს დაამთავრა ფოთის გიმნაზია. [[1914]]-[[1917]] წლებში სწავლობდა [[კიევის უნივერსიტეტი]]ს ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე საბუნებისმეტყველო განხრით, მაგრამ მძიმე სოციალურ-პოლიტიკური პირობებისა და მატერიალური ხელმოკლეობის გამო აქ მხოლოდ სამ წელიწადს დაჰყო, შემდგომი სამი წლის მანძილზე [[აბაშის გიმნაზიაში]] [[მათემატიკა]]ს ასწავლიდა. 1921 წელს გააგრძელა შეწყვეტილი სწავლა [[თსუ|თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში]] ისევ საბუნებისმეტყველო განხრით. პარალელურად კი საქართველოს მუზეუმში პრეპარატორად მუშაობდა.
 
1924 წელს დაამთავრა [[თსუ|თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის]] საბუნებისმეტყველო ფაკულტეტი. [[ალექსანდრე ჯანელიძე|ალექსანდრე ჯანელიძის]] რეკომენდაციით უნივერსიტეტში დატოვეს ახლად ორგანიზებულ გეოლოგიისა და პალეონტოლოგიის კათედრაზე [[პროფესორი|პროფესორობისათვის]] მოსამზადებლად. [[1925]] წლიდან მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტში. [[1969]] წლიდან ხელმძღვანელობდა ამავე ინსტიტუტის პალეოგენური ნალექების პალეონტოლოგიისა და სტრატიგრაფიის განყოფილებას.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ივანე_კაჭარავა“-დან