იობი (აქიაშვილი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 1:
{{ინფოდაფა იერარქი
|მიმართვა = მაღალყოვლადუსამღვდელოესობა, [[წმინდა სინოდი|მიტროპოლიტი]]
|სახელი = იობი (აქიაშვილი)
|ორიგინალი სახელი =
|დაბადების სახელი = ელგუჯა ზურაბის ძე აქიაშვილი
|ორიგინალი დაბადების სახელი =
|სურათი = [[ფაილი:Mitropoliti iobi.jpg|270პქ]]
|სურათი ვერტიკალურად =
|სურათის აღწერა =
|ტიტული = [[ურბნისისა და რუისის ეპარქია|ურბნისისა და რუისის ეპარქიის]] [[მიტროპოლიტი]]
|რიგითობა =
|რიგითობა0 =
|რიგითობაX =
|დროშა = Flag_of_Georgian_Orthodox_Church.svg
|ეკლესია = [[საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია]][[ფაილი:Coat of Arms of Georgian Orthodox Church.svg|25პქ]]
|საზოგადოება =
|არჩევა =
|ინტრონიზაცია =
|პერიოდის დასაწყისი =
|პერიოდის დასასრული =
|მმართველობის პერიოდი =
|წინამორბედი =
|მემკვიდრე =
|გადადგომა =
|კომენტარი =
|დაბადების თარიღი = {{დაბადების თარიღი და ასაკი|1960|29|5}}
|დაბადების ადგილი = [[სნო]]
|გარდაცვალების თარიღი =
|გარდაცვალების ადგილი =
|დაკრძალულია =
|დინასტია =
|მამა =
|დედა =
|განათლება = [[საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი]], [[მცხეთის სასულიერო სემინარია]]
|სამეცნიერო ხარისხი =
|ბერად აღკვეცა = [[1988]] წლის [[3 იანვარი]]
|დიაკვნობა = [[1988]] წლის [[19 იანვარი]]
|მღვდლობა = [[1988]] წლის [[28 მარტი]]
|ეპისკოპოსობა = [[1992]] წლის [[17 მაისი]]
|მთავარეპისკოპოსობა = [[1996]] წლის [[25 დეკემბერი]]
|მიტროპოლიტობა = [[2000]] წლის [[28 ნოემბერი]]
|კარდინალი =
|მეუღლე =
|შვილები =
|ხელმოწერა =
|ხელმოწერის სიგანე = 100პქ
|მონოგრამა =
|გერბი =
|გერბის სიგანე =
|ჯილდოები =
|ვიკისაწყობი =
}}
'''მიტროპოლიტი იობი''' (ერისკაცობაში — '''ელგუჯა ზურაბის ძე აქიაშვილი'''; დ. [[29 მაისი]], [[1960]], [[სტეფანწმინდა]], [[სნო]]) — [[ურბნისისა და რუისის ეპარქია|ურბნისისა და რუისის ეპარქიის]] [[მიტროპოლიტი]]. [[საქართველოს საპატრიარქო]]ს საღმრთისმსახურო წიგნების შესწავლისა და რედაქტირების კომისიის თავმჯდომარე.
 
==ბიოგრაფია==
ელგუჯა აქიაშვილი დაიბადა [[1960]] წლის 29 მაისს [[ყაზბეგის მუნიციპალიტეტი]]ს სოფელ [[სნო]]ში. [[1977]] წელს დაამთავრა სნოს საშუალო სკოლა. [[1978]] წელს ჩააბარა გამოცდები [[საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი]]ს ეკონომიურ ფაკულტეტზე. სტუდენტობის წლებში [[სიონისიონის (ტაძარი)|სიონის საკათედრო ტაძარში]] დაიწყო ეკლესიური ცხოვრება. მონაწილეობას იღებდა საკვირაო წირვა-ლოცვაში, იყო სტიქაროსანი. [[1982]] წელს ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ უწმინდესისა და უნეტარესის [[ილია II]]-ის ლოცვა-კურთხევით [[საქართველოს საპატრიარქო]]ში მუშაობა დაიწყო ეკონომისტად, ხოლო ერთი წლის შემდეგ დაინიშნა საქართველოს საპატრიარქოს საფინანსო-სამეურნეო განყოფილების უფროსის მოადგილედ. [[1985]] წელს ჩაირიცხა [[მცხეთის სასულიერო სემინარია]]ში. [[მცხეთა]]ში სწავლის პერიოდში სურვილი გაუჩნდა მონასტრული ცხოვრებისა. არდადეგების დროს მორჩილებას გადიოდა ბეთანიის მამათა მონასტერში და მარტყოფის საპატრიარქო რეზიდენციაში. [[1988]] წლის 3 იანვარს [[სამთავრო]]ში ეპისკოპოსმა ზოსიმემ (შიოშვილი) შეასრულა მისი ბერად კურთხევის წესი, სახელდებით იობი. იმავე წლის 19 იანვარს [[ნათლისღება]]ს, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ აკურთხა დიაკვნად, ხოლო ამავე წლის 28 მარტს მღვდლად. 1988 წლის 22 ივნისს დაინიშნა [[მარტყოფი]]ს ღვთაების მონასტრის წინამძღვრად. 1989 წლის ზაფხულში მონაწილეობა მიიღო მისიონერულ მოგზაურობაში, რომელიც მოეწყო [[აჭარა]]ში. [[1989]] წლის 3 სექტემბერს აყვანილ იქნა [[იღუმენი]]ს ხარისხში, ამავე წლის ოქტომბერში უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით გადაყვანილი იქნა აჭარაში, [[სხალთა|სხალთის]] ახალ-გახსნილ მამათა მონასტერში, სადაც ერთი წელი დაჰყო. 1990 წლის 28 აგვისტოს [[ვარძია]]ში უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის მიერ აყვანილ იქნა [[არქიმანდრიტი]]ს ხარისხში. [[1990]] წლის სექტემბერში გადაიყვანეს აფხაზეთში კომანის მონასტერში. იმავე წლის ზაფხულში დაინიშნა საპატრიარქოს ახლადჩამოყალიბებული სოფლის-მეურნეობის განყოფილების თავმჯდომარედ, იმავდროულად მარტყოფის ღვთაების მონასტერში — წინამძღვრად. [[1992]] წელს წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით გამორჩეულ იქნა მანგლელ ეპისკოპოსად. 17 მაისს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის ილია II-ის და წმინდა სინოდის წევრთა ხელდასხმით მოხდა ეპისკოპოსად კურთხევა, ხოლო სექტემბრის თვეში დაინიშნა თბილისის სემინარიისა და აკადემიის პრორექტორად სტუდენტთა აღმზრდელობით დარგში. [[1992]] წლის 28 დეკემბერს წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით გადაიყვანეს ბათუმ-შემოქმედის ეპარქიაში მმართველად და პატრიარქის ბრძანებით დაინიშნა [[ხულო]]ს სასულიერო სასწავლებლის რექტორად. [[1995]] წლის გაზაფხულზე ბათუმ-შემოქმედის ეპარქიის გაყოფის შემდეგ დაინიშნა ბათუმისა და სხალთის ეპარქიის მმართველად. 1996 წლის 21 ოქტომბრიდან დაინიშნა [[ურბნისისა და რუისის ეპარქია|ურბნისისა და რუისის ეპარქიის]] მმართველად, იმავდროულად ინიშნება კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსად. [[1996]] წლის 25 დეკემბერს აყვანილ იქნა [[მთავარეპისკოპოსი]]ს ხარისხში, ხოლო [[2000]] წლის 28 ნოემბერს — [[მიტროპოლიტი]]ს ხარისხში. კათედრა [[ურბნისის სიონი|ურბნისში]], [[რუისი (ქარელის მუნიციპალიტეტი)|რუისსა]] და [[ხაშური|ხაშურში]], რეზიდენცია ხაშურში.
 
== იხილეთ აგრეთვე ==
ხაზი 67:
{{საქართველოს ეკლესიის მღვდელმთავრები}}
{{საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებები}}
 
[[კატეგორია:ქართველი საეკლესიო მოღვაწეები]]
[[კატეგორია:დაბადებული 1960]]