დირბის ციხე-დარბაზი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
'''დირბის ციხე-დარბაზი''' — [[არქიტექტურა|არქიტექტურული]] ძეგლი [[ქარელის მუნიციპალიტეტი|ქარელის მუნიციპალიტეტის]] სოფელ [[დირბი|დირბის]] განაპირას, [[ჩრდილოეთი|ჩრდილო]]-[[აღმოსავლეთი|აღმოსავლეთით]], მთაზე. თარიღდება [[XVII საუკუნე|XVII საუკუნის]] მიწურულითა და [[XVIII საუკუნე|XVIII საუკუნით]]. ნაგებია [[რიყის ქვა|რიყის ქვით]]. ციხე-დარბაზის წაგრძელებული ფორმის ტერიტორია (29,7X9,6 მ) ინტენსიურადაა განაშენიანებული. მის ვიწრო ბოლოებში თითო [[კოშკი]] დგას, შუა ნაწილში სამსართულიანი ნაგებობის (სახლი) ბანი ეზოდ იყო გამოყენებული. ერთადერთი შესასვლელი ეზოს აღმოსავლეთიდან ჰქონდა.
 
სამსართულიანი ნაგებობის პირველი სართულის კედლებში მხოლოდ სარკმლებია, ხოლო ზედა ორი სართულის კედლებში - სარკმლები, სათოფურები და [[ბუხარი|ბუხრები]]. ამგვარად, შენობა ერთდროულად საცხოვრებელიც ყოფილა და თავდასაცავიც. კედლების სისქე 1 მ-ია. [[აღმოსავლეთი|აღმოსავლეთის]] კედელი გარედან გამაგრებულია სამი კონტრფორსით.
 
[[ჩრდილოეთი|ჩრდილოეთის]] ოთხკუთხა კოშკი ხუთსართულია ნიახუთსართულიანია. იგი უკეთ არის შემონახული. პირველი სართული ყრუკედლებიანი დამხმარე სათავსია. ამ სართულის ნახევარი პირველ სამშენ ფენას მიეკუთვნება, დანარჩენი შემდეგაა დაშენებული. კოშკის პირველ, მეორე და მესამე სართულებს შესასვლელი ცალ-ცალკე აქვს ეზოდან. ეს სართულები აღჭურვილია საყოფაცხოვრებო ელემენტებით, აქვს სათოფურებიც. მეხუთე სართული საბრძოლო ბანია. მას მაღალქონგურებიანი კედლები აქვს.
 
მცირე კოშკი (4X5 მ) ნახევრად მრგვალია; ძლიერ დაზიანებულია, ნაწილობრივ შემორჩენილია სამი სართული. ყველა სართულზე სარკმლები და სათოფურებია, მეორე სართულზე ბუხარიცაა.