ვახანის ციხე: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: ვახანი მდებარეობს მესხეთის ქედის ჩრდილოეთ განშტოების საბუ...
(განსხვავება არ არის)

14:32, 22 თებერვალი 2008-ის ვერსია

ვახანი

მდებარეობს მესხეთის ქედის ჩრდილოეთ განშტოების საბუღრაოს ქედის ჩრდ-დასავლეთ კალთაზე, მდინარე ვახანისწყლის მარჯვენა მხარეს ზ.დ. 620 მ. ხარაგაულიდან 18 კმ.


სოფელში არის ცნობილი "ვახანის ციხის" ნანგრევები. ისტორიული წყარეობის მიხედვით იგი X-XI სს. ძეგლია. ამ ციხეში რამე გაუთენებია საქართველოს დიდებულ მეფეს დავით აღმნაშენებელს. ვახანის ციხე XVI-XVIII სს. წარმოადგენდა ქართლისა და იმერეთის სამეფოების შორის ერთ-ერთ ძირითად სასაზღვრო-სახმელეთო სტრატეგიულ პუნქტს. ვახანიდან ერთი გზა მიდიოდა ლიხზე გავლით ქართლისკენ, მეორე კი მესხეთისკენ რკინისჯვრის გავლით.

XVIII ს-ში ვახანის ციხე ლეკ-ოსმალთა გაუთავებელ თავდასხმებს განიცდიდა. 1785 წლის შემოდგომაზე ციხის მიდამოებში საშინელი ტრაგედია დატრიალებულა, 20 000 -იანი ლაშქრით შემოსულ ომარ-ხანს დიდი სისხლისღვრის შემდეგ ციხე აუღია.

1804 წლის 25 აპრილს ვახანის ციხის მიდამოებში "ელაზნაურში", მოხდა შეხვედრა კავკასიის მთავარწმუბნებულ პავლე ციციანოვსა და იმერეთის უკანასკნელი მეფეს სოლომონ II შორის იმერეთის სამეფოს რუსეთის მფარველობაში შესვლის თაობაზე. მათ ხელი მოაწერე ტრაქტატს, რომელიც "ელაზნაურის ტრაქტატის" სახელწოდებით არის ცნობილი.