არმაზციხე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
-თარგი, +სურ.
სურათი, რესურსები
ხაზი 5:
 
გათხრები წარმოებს 1943 წლიდან (ხელმძღვანელი: [[აფაქიძე, ანდრია|ა. აფაქიძე]]). აღმოჩნდა სამი მკაფიოდ განსხვავებული კულტურის ფენა: ქვედა (არმაზციხე I) უძველესი ქალაქისა და განეკუთვნება ძვ. წ. IV-III საუკუნეებს: შუა (არმაზციხე II) - ძვ. წ. III-I სს.; ზედა (არმაზციხე III) - I და მომდევნო საუკუნეებს (მცხეთის დედაქალაქობის ხანის დასასრულამდე). გამოვლინდა მშენებლობის ორი ძირითადი საფეხური. პირველი: უმთავრესი სამშენებლო მასალ ქვათლილი და ალიზაგურია; ალიზ-აგურის კედლები ქვათლილთა საძირკვლებზეა ამოყვანილი; თვით ქვათლილები ჩასმულია კლდეში ამოკვეთილ ბუდეებში და ერთიმეორესთან ე. წ. უწყვეტითაა გადაბმული; წყობა უდუღაბოა (ძვ. ე. IV - III სს.); მეორე: მშენებლობაში გამოყენებულია დუღაბი (ძვ. წ. III საუკუნიდან).
[[სურათი:Armazi tadzari.jpg|thumb|150px|ექვს–აფსიდიანი წარმართული ტაძრის ნაშთი, არმაზციხე]]
 
 
არმაზციხეში აღმოჩენილია გალავნის ნანგრევები, კოშკები, ბურჯები, სამეფო რეზიდენციის ნაგებობანი (სვეტებიანი დარბაზი, აბანო, ღია და დახურული წყალსადენი), სამეფო აკლდამის, მავზოლეუმის ნანგრევები, დიდი რაოდენობით ოქრო-ვერცხლის ნივთები მეფის ასულის სამარხ-სარკოფაგში (ახ. წ. II ს.). მნიშვნელოვანი საქალაქო და სამეფო ნაგებობანი გადახურული ყოფილა მცხეთური ბრტყელი გვერდებაკეცილი და ღარისებრი კრამიტით.
ხაზი 11:
არმაზციხის, როგორც პოლიტიკური და სტრატეგიული ცენტრის, მნიშვნელობა დაეცა თბილისის დედაქალაქად გახდომის შემდეგ, [[სტეფანოზ I]] (მთავრის) დროიდან "მცხეთას მოაკლდებოდა და თბილისი განძლიერდებოდა, არმაზი აღოჴრდებოდა და კალა აშენდებოდა" ([[ჯუანშერი]], ცხოვრება ვახტანგ გორგასლისა, წგნ.,: ქართლის ცხოვრება, ტ., I, 1955, გვ. 223). 736-738 წლებში არმაზციხე მოაოხრეს არაბებმა.
 
== რესურსები ინტერნეტში ==
[[კატეგორია:მცხეთის რაიონი]]
*საქართველოს ისტორიულ ძეგლთა ბიბლიოგრაფიული ლექსიკონი [http://www.nplg.gov.ge/publishers/monument/index.php?do=view&id=145];
*მცხეთა - მთიანეთის მხარე, ღირშესანიშნაობები – [http://diaspora.ge/ge/tansaq/mtianeti.php ქართული დიასპორა];
*''ეს უნდა ნახოთ/ მცხეთის რაიონი'' – მცხეთა - მთიანეთის მხარის სამთავრობო ვებგვერდი[http://www.mtskheta-mtianeti.gov.ge/?m=5&sm=1];
 
[[კატეგორია:საქართველოს ციხესიმაგრეები]]
[[კატეგორია:საქართველოს არქეოლოგიური ძეგლები]]
[[კატეგორია:იბერია]]
[[კატეგორია:მცხეთის რაიონი]]
 
[[en:Armazi]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/არმაზციხე“-დან