მემარჯვენეობა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 1:
'''მემარჯვენეობა''' — ტერმინი თანამედროვე [[პოლიტიკური მეცნიერება|პოლიტიკურ მეცნიერებასა]] და ცხოვრებაში,დისკურსში. რომელიციგი აერთიანებს [[პოლიტიკური იდეოლოგია|პოლიტიკურ იდეოლოგიებსა]] და მიმართულებებს, რომლებიც მხარს უჭერენ სოციალურ იერარქიასაიერარქიას და უთანასწორობას.
 
მემარჯვენეობა, როგორც პოლიტიკური პლატფორმის აღმნიშვნელი ტერმინი, წარმოიშვა [[საფრანგეთის რევოლუცია|საფრანგეთის რევოლუციის]] დროს. [[საფრანგეთის დამფუძნებელი კრება|დამფუძნებელი კრების]] პირველ ყრილობაზე (1789 წ.) დეპუტატებმა ადგილები გადაინაწილეს თავიანთი პოლიტიკური შეხედულებების შესაბამისად. [[საფრანგეთის მეფე|მეფისგან]] მარცხნივ ადგილები დაიკავეს [[იაკობინელები|იაკობინელებმა]], რომლებიც ყველაზე რევოლუციურად განწყობილი პარტიული დაჯგუფების წევრები იყვნენ. ისინი მხარს უჭერდნენ რადიკალურ გარდაქმნებს და [[რესპუბლიკა|რესპუბლიკის]] ჩამოყალიბებას. ცენტრალური ადგილები დაიკავეს [[ჟირონდისტები|ჟირონდისტებმა]], რესპუბლიკის ზომიერმა მომხრეებმა. მეფისგან მარჯვნივ განლაგდნენ [[ფეიანები]], რომლებიც არსებული წყობის ([[მონარქია|მონარქიის]]) შენარჩუნების მომხრეები იყვნენ. ადგილთა ასეთი განლაგება შენარჩუნდა მომდევნო თავყრილობებზეც.<ref name=EPL >{{cite web|url=http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=6&t=5121|title=მემარჯვენეობა – საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა}}</ref>
 
ტერმინმა „მემარჯვენემ“ მალევე დაიმკვიდრა რეაქციულის ან კონსერვატიულის გაგება, ხოლო „მემარცხენემ“ — რევოლუციის ან რადიკალური გარდაქმნების მომხრე მიმართულების მნიშვნელობა. თუმცა, თანამედროვე პოლიტიკურ ცხოვრებაში მემარცხენედ და მემარჯვენედ დაყოფა სულ უფრო რთული ხდება და აღარ გამოხატავს უბრალო არჩევანს რევოლუციასა და რეაქციას შორის. ბევრი პოლიტიკური მეცნიერის აზრით, ასეთი დაყოფა სირთულეებს წარმოშობს, რადგან პოლიტიკური იდეების უაღრესად კომპლექსური სისტემების გამარტივებისა და განზოგადებისკენაა მიმართული.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მემარჯვენეობა“-დან