სამურზაყანო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 26:
===რუსეთის იმპერიის ნაწილი===
[[სურათი:Abkhazia_1843.jpg |thumb|250px|[[აფხაზეთი]]ს რუკა (1843 წელი). ნაჩვენებია მხოლოდ ის ადგილები, სადაც [[რუსეთის იმპერია|რუსული]] სამხედრო ძალების შტაბები უნდა განთავსებულიყო]]
XIX საუკუნის დასაწყისში რთული ვითარება იყო სამურზაყანოში. მურზაყან შერვაშიძის შვილიშვილი, რომელიც 1813 წელს გარდაიცვალა, დატოვა მცირეწლოვანი მემკვიდრე, რომელსაც ზრდიდა და რეგიონს მართავდა მისი მკვიდრი ბიძა. ბიძის გარდაცვალებისთანავე, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც სამურზაყანო და სამეგრელო არაოფიციალურად წამოადგენდნენ რუსეთის იმპერიის ვასალებს, დაიწყო ბრძოლა სამეგრელოსა და აფხაზეთის მთავრებს შორის სამურზაყანოსათვის. აღნიშნული დაძაბულობის თავიდან ასაცილებლად გოლოვინის მიერ 1840 წელს მიღებული იქნა ზომები, რათა აღნიშნულ რეგიონში ჩამოეყალიბებინა სამხედრო წესრიგი. რეგიონი რუსეთის იმპერიის ხელში გადავიდა სამეგრელოს საგვარეულოს დადიანების ძალისხმევით. გოლოვინის განკარგულებით რეგიონს დაენიშნა პრისტავი — შტაბს-კაპიტან კირილოვი. კირილოვმა აღადგინა მხარისთვის აპრობირებული მართვის ძველი მოდელი, დაქვემდებარებული რუსულ იმპერიას. მალევე კირილოვის მოწოდებით 700 სამურზაყანოელისაგან შეკრიბა სამხედრო შენაერთი, რომლითაც ის რეგიონში კონტროლს ამყარებდა. კირილოვის დროს აღსდგა მდივან-ბეგობის ინსტიტუტი, რომელიც სასამართლოს ფუნქციებს ითავსებდა. 1840 წლის ნოემბერში სამურზაყანოელი თავადენისთავადების მიერ შეიქმნა ე. წ. „სიტყვიერი სასამართლო“ ({{lang-ru|словестный суд}}), შემდგარი 4 მდივან-ბეგისაგან. მდივან-ბეგები ცხოვრობდნენ პრისტავის შტაბ-ბინაში, ოკუმახში. იმჟამინდელ სამურზაყანოს სასამართლოში ყველაფერი წყდებოდა სიტყვიერად, ხოლო საბოლოო სასამართლო განჩინება იწერებოდა სპეციალურ წიგნში.
 
1844 წელს, როდესაც შავი ზღვის სანაპირო ზოლის ხელმძღვანელმა გენერალმა ბუდბერგმა რევიზიით მოარამოიარა სამურზაყანო, მიმართა ნეიდგარტს, რათა სამურზაყანოს სასამართლო სისტემაში დაემატებინათ ახალი კადრი — სასამართლოწარმოების აღმწერის, ხოლო მდივან-ბეგებისათვის დაენიშნათ ჯამაგირი. აღნიშნული მოთხოვნა დაკმაყოფილებულ იქნა 1846 წლის 23 დეკემბერს.
 
1847 წელს ვორონცოვის ინიციატივით სამურზაყანო შეუერთდა ქუთაისის გუბერნიას. შესაბამისად სამურზაყანოს ახალი ხელმძღვანელი გახდა ქუთაისის სამხედრო გუბერნატორი ბელიავსკი. მალევე სამურზაყანოს სასამართლო სისტემის ნაკლებეფექტურობის გამო ბელიავსკიმ მიმართა ვორონცოვს რეგიონში ჩამოყალიბებულიყო გუბერნიაში არსებული მართვის იდენტური სისტემა. რეგიონში მოუმწიფებელი ვიტარებისვითარების გამო აღნიშნული პროექტი ძალში ვერ შევიდა. შესაბამისად სამურზაყანოში ჩამოყალიბებული სამხედრო-სახალხო მმართველობამ იარსება მრავალი წელი. სამურზაყანოში რუსეთის იმპერიის მმართველობის სრულფასოვან განხორციელებას აფერხებდა, მის მეზობლად არსებული მხარის — აფხაზეთში [[1864]] წლამდე შერვაშიძეების დინასტიის მართვა-გამგეობა, რომელიც ასევე წარმოადგენდა რუსეთის იმპერიის ვასალს.
 
ვითარება კარდინალურად შეიცვალა 1855 წელს, როდესაც აფხაზეთის მთავარმა მიხეილ შერვაშიძემ მიიმხრო სამურზაყანოელები და მოაწყო ამბოხება რუსეთის იმპერიის წინაააღმდეგ. რეგიონში წესრიგის დამყარების შემდეგ სამურზაყანო დაიყო 4 უბნად, ხოლო თითოეულს თავისი მდივან-ბეგი დაენიშნა სასამართლო-საპოლიციო უფლებებით. ამის გარდა დაინიშნა მეხუთე მდივან-ბეგი, რომელიც უშუალოდ ასრულებდა „სიტყვიერი სასამართლოს“ ფუნქციებს.
 
1857 წელს, როდესაც სამეგრელო რუსეთის იმპერიის ხელში გადავიდა, სამურზაყანოს პრისტავი, მაზრის ხელმძღვანელის უფლებებით, გადავიდა სამეგრელოს მმართველის დაქვემდებარებაში. 1859 წელს მ. პ. კოლიუბაკინის მოთხოვნით შეიქმნა რეგიონის მართვის ახალი სისტემა, შექმნილი ბარიათინსკისბარიატინსკის მიერ. ცვლილებები შეეხო მხოლოდ სასამართლო და საპოიციოსაპოლიციო უფლებების გამიჯვნას<ref>[http://dlib.rsl.ru/viewer/01004413931#?page=426&view=list Утверждение русского владычества на Кавказе, ტ. 12, გვ. 417-429]</ref>.
 
==იხილეთ აგრეთვე==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სამურზაყანო“-დან