ზეიანის გორასამარხები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''ზეიანის გორასამარხები''' — არქეოლოგიური ძეგლი საგარეჯოს მ...
 
No edit summary
 
ხაზი 1:
'''ზეიანის გორასამარხები''' — არქეოლოგიური ძეგლი [[საგარეჯოს მუნიციპალიტეტი|საგარეჯოს მუნიციპალიტეტის]] სოფელ [[მანავი|მანავში]], სოფლის სამხრეთით 5 კილომეტრზე, ზვიანადზეიანად წოდებულ ადგილში. [[1982]] წელს კახეთის არქეოლოიურმა ექსპედიცამექსპედიციამ [[სამაროვანი|სამაროვანზე]] გათხარა სამი გორასამარხი. ერთ-ერთი [[ძვ. წ. III ათასწლეული|ძვ. წ. III ათასწლეულის]] შუა ხანებს განეკუთვნება, მეორე [[IV ათასწლეული|IV ათასწლეულის]] II ნახევარს ხოლო მესამე [[I ათასწლეული|I ათასწლეულის]] I ნახევარს.
 
ზეიანში სარწყავი სისიტემის მშენებლობის დროს გორასამარხები დაზიანდა. ყველაზე დიდი მიწაყრილის მქონე ერთ-ერთ სამარხს [[რიყის ქვა|რიყის ქვის]] ზვინული ჰქონდა. სამარხი ადრევე გაუძარცვავთ, რასაც მოწმობს ქვაყრილის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში ძველი [[ჰუმუსი|ჰუმუსის]] დონეზე არსებული ღიობი და მის გასწვრივ სამარხი ორმოს ჩანგრეული კედელი. დასაკრძალავი ორმოს ყველა კედელთან, ძველი ჰუმუსის დონეზე აღმოჩნდა ნახანძრალი ბუდეები, რაც იმას მიანიშნებს, რომ დასაკრძალავი ორმოს გაწმენდის მიზნით, მის ყველა კედელთან კოცონი დაუნთიათ.დასაკრძალავი დარბაზის სამხრეთ კუთხესთან, გვერდზე მწოლიარე, ორი [[ჩონჩხი]] აღმოჩნდა, ძლიერ მოხრილი კიდურებით. ერთი მარჯვენა გვერდზე ესვენა მეორე მარცხენა. მათი ხელის მტევნები ერთმანეთს ეხებოდა. სამარხში აღმოჩნდა სილანარევი და ქვიშანარევი [[თიხა|თიხის]] ჭურჭელი. ასევე სამარხში აღმოჩნდა ბრინჯაოს ბიკონუსური ფორმის ორი მძივი და პირამიდულთა ვიანი ისრისპირი აგრეთვე ნიჟარის ფუძის ბრტყელი საკიდი. სამარხი [[ძვ. წ. III ათასწლეული|ძვ. წ. III ათასწლეულის]] შუახანებით არის დათარიღებული.
 
მეორე გორასამარხი მიწაყრილიანია, რომლის ცენტრშიც რიყის ქვის ზვინულია. კამარის სამხრეთ ნაწილში შემაღლებულ ადგილზე, პირდაპირ ქვიან გრუნტზე დასვენებული ექვსი ადამიანის დამწვარი ძვლები აღმოჩნდა. კამარის სამხრეთით ორი კიდურმოხრილი მიცვალებული ესვენა ერთი მარცხენა გვერდზე მეორე მარჯვენაზე. მიცვალებულებს ზემოდანაც ჭილოფი და ტყავი ეფარათ. მონაპოვარი თიხის ჭურჭლის მიხედვით, სამარხი [[მტკვარ-არაქსის კულტურა|მტკვარ-არაქსის კულტურის]] ძეგლია.
 
მესამე ქვამიწაყრილიანი გორასამარხი გაძარცვული აღმოჩნდა. დასაკრძალავი დარბაზის კედელი რკინის სალტეებით და ლურსმნებით გადაბმული, ხისფიცრებით იყო მოპირკეთებული. კამერის ფსკერზე დასავლეთ კედელთან, მამაკაცის ქვის ქანდაკება იდგა.