სუბკულტურა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
იარლიყები: რედაქტირება მობილურით საიტის რედაქტირება მობილურით
No edit summary
ხაზი 2:
'''სუბკულტურა''' — კულტურული ქვეჯგუფი, რომელიც გამოირჩევა თავისი სტატუსით, ეთნიკური ერთობით, განსახლების არეალით, [[რელიგია|რელიგიითა]] თუ რწმენა-წარმოდგენებით ან სხვა ფაქტორით, რაც მათ კრავს ერთ კოლექტიურ ჯგუფად. სხვაგვარი განმარტებით, სუბკულტურა — ესაა გარკვეული სოციოკულტურული ჯგუფისათვის (ახალგაზრდობა, დამნაშავეთა სამყარო, ამა თუ იმ ქვეყანაში მცხოვრები სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფი, რელიგიური უმცირესობანი და სხვ.) დამახასიათებელი თვისებების მყარი ''მთლიანობა''. გამოყოფენ, მაგალითად, ახალგაზრდულ, კრიმინალურ, ეთნიკურ, რელიგიურ, პროფესიულ, სოციალურ და სხვა სუბკულტურებს.
 
მაგალითად, [[საქართველო]]სთან მიმართებაში შეიძლება იყოს საუბარი ეთნიკური ([[ქურთები]]ს, [[იეზიდები]]ს, [[ბერძნები]]ს და ჩვენში მცხოვრები სხვა ეთნოსების), რელიგიური ([[პროტესტანტიზმი|პროტესტანტული]], [[კათოლიციზმი|კათოლიკური]], სექტანტური და სხვ.), კრიმინალური („საძმოები“, „[[კანონიერი ქურდი|კანონიერი ქურდები]]“ და სხვ.) და ა.შ. სუბკულტურების არსებობაზე.
 
სუბკულტურას გაბატონებული კულტურისაგან განსხვავებული ფასეულობები და ნორმები აქვს, მაგრამ იგი არ უარყოფს, არ უპირისპირდება გაბატონებულ კულტურას, არ გამოდის მის წინააღმდეგ, არამედ არსებობს მის პარალელურად. სუბკულტურის წარმომადგენლები არ იბრძვიან იმისათვის, რომ საკუთარი ფასეულობანი, იდეები თუ შეხედულებები საყოველთაოდ აქციონ. პირიქით, ისინი დაინტერესებული არიან საკუთარი განსხვავებულობის შენარჩუნებით.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სუბკულტურა“-დან