ოპიუმი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
'''ოპიუმი ''' — "ყაყაჩოს„ყაყაჩოს წვენი"წვენი“, [[ხაშხაში]]ს მოუმწიფებელი [[ნაყოფი (მცენარე)|ნაყოფი]]ს რძიანი წვნისაგან მოპოვებული ძლიერი ნარკოტიკული ნივთიერება; შეიცავს სხვადასხვა [[ალკალოიდები|ალკალოიდებს]] (მორფინს და სხვ.). [[მედიცინა]]ში იყენებენ ტკივილის გამაყუჩებელ საშუალებად. [[აზია|აზიის]] მთელ რიგ ქვეყნებში გავრცელებულია მისი წევა და ღეჭვა.
 
==ისტორია==
არქეოლოგიური გათხრების დროს ქვის ხანის საცხოვრისებში საკვების ნარჩენებს შორის აღმოაჩინეს [[ყაყაჩო]]ს [[თესლი (მცენარე)|თესლი]]ც, რომლისგანაც მოგვიანებით ოპიუმის დამზადება დაიწყეს. ოპიუმის წევა საკმაოდ იყო გავცელებული [[ჩინეთი|ჩინეთში]]. მან ისეთი დამღუპველი ხასიათი მიიღო, რომ გენერალმა ცზენ ტანმა ნარკომანებისთვის ტუჩების მოკვეთა ბრძანა, მაგრამ ამან შედეგი არ გამოიღო. როდესაც დაინახეს, რომ აკრძალვა უშედეგო იყო, ხელისუფლებმა გადაწყვიტეს, ეს მავნე ჩვევა ეკონომიკური სარგებლისთვის გამოეყენებინათ — უცხოეთშიც გაეყიდათ. ამ მიზნით, ჩინეთის იმპერატორმა ქალმა [[ცი სი|ცი სინმა]] გლეხებს ნება დართო, [[სიჩუანი]]სა და [[იუნანი]]ს მთიან პროვინციებში ძილის მომგვრელი ყაყაჩო გაეშენებინათ. [[ჩინეთი]]ს მოსახლეობის თითქმის მესამედმა ამ საქმეს მიჰყო ხელი და მე-20 საუკუნის დასაწყისში 22 ათასი ტონა ოპიუმი მიიღეს, თუმცა მოგების ნაცვლად სახელმწიფო უდიდესი საფრთხის წინაშე აღმოჩნდა, რადგან ნედლეულის ყველაზე აქტიურ მომხმარებლებად თავად [[ჩინელები]] იქცნენ. ჩინეთიდან ოპიუმმა [[ევროპა]]სა და ჩრდილოეთ [[ამერიკა]]ში შეაღწია. ოპიატების სწრაფ გავრცელებას იმანაც შეუწყო ხელი, რომ მე-19 საუკუნის დასაწყისში მეცნიერმა ფრიდრიხ ვილჰელმ სერტიურნერმა ოპიუმისგან კრისტალური სახით გამოყო თეთრი ნივთიერება [[მორფიუმი]] – სწორედ ის განაპირობებდა ოპიუმისთვის დამახასიათებელ საძილე და ტკივილგამაყუჩებელ ეფექტს. მორფიუმმა უამრავი ხალხი იხსნა [[სიკვდილი]]სა და მტანჯველი ტკივილისგან, თუმცა მილიონობითვე ადამიანი [[მორფინიზმი]]თ – [[ნარკომანია|ნარკომანიის]] ერთ-ერთი მძიმე ფორმით – დააავადა.
 
==რესურსები ინტერნეტში==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ოპიუმი“-დან