ზაქარიების ეკლესია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''ზაქარიების ეკლესია''' — არქიტექტურული ძეგლი თიანეთის მუნი...
 
No edit summary
ხაზი 1:
'''ზაქარიების ეკლესია''' — არქიტექტურული ძეგლი [[თიანეთის მუნიციპალიტეტი|თიანეთის მუნიციპალიტეტის]] სოფელისოფელ [[ორხევი (თიანეთის მუნიციპალიტეტი)|ორხევის]] განაპირას, ჩრილოეთით. განეკუთვნება გვიანდელ [[შუა საუკუნეები|შუა საუკუნეებს]]. ეკლესია დარბაზულია, ნაგებია ნატეხი ქვით. ძლიერ დაზიანებულია: ჩამონგრეულია დარბაზის კამაროვანი გადახურვა, მთლიანადაა დანგრეული სამხრეთის კედლის დასავლეთ ნაწილი, აღმოსავლეთ კედელს მთელ სიმაღლეზე ფართო ბზარი დაუყვება. შესასვლელი სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილში ყოფილა. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე თაღოვანი, გარეთკენ მკვეთრად შევიწროებული სარკმელია, რომლის ჩრდილოეთით ერთი სწორკუთხა ნიშია, ხოლო სამხრეთით - ერთ ვერტიკალზე, ორი სწორკუთხა [[ნიში]]. თითო გარეთკენ შევიწროებული სარკმელია გაჭრილი დასავლეთ კედლის ღერძზე და სამხრეთ კედლის აღმოსავლეთ ნაწილში. აფსიდის სარკმლის ქვემოთ, კედელზე, მიდგმულია ოთხწახნაგა [[ტრაპეზი]]. საკურთხეველი დარბაზისგან გამიჯნული ყოფილა [[რიყის ქვა|რიყის ქვით]] ნაგები [[კანკელი|კანკელით]], რომელსაც ჩრდილოეთ ნახევარიღა შემორჩა. დარბაზის გრძივი კედლები პილასტრით გაყოფილია ორ, თითქმის თანაბარ ნაწილად. მარტივპროფილიან იმპოსტებზე დაყრდნობილი [[კონქი|კონქის]] თაღზე შემორჩენილია კამარის წყობის მცირე ნაწილი. ეკლესიას ირგვლივ გალავანი ევლებოდა, მისგან ამჟამად ფრაგმენტებიღაა შემორჩენილი.
 
==ლიტერატურა==