ისაბელ ფარნეზე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 19:
|გარდაცვალების ადგილი = [[არანხუესის სამეფო სასახლე|არანხუესი]], [[ესპანეთი]]
|ქორწინება = [[ფილიპე V (ესპანეთი)|ფილიპე V, ესპანეთის მეფე]]
|შვილები = [[კარლ III (ესპანეთი)|კარლკარლოს III, ესპანეთის მეფე]]
[[მარიანა ვიქტორია ესპანელი|მარიანა ვიქტორია, პორტუგალიის დედოფალი]]
[[ფილიპე I (პარმის ჰერცოგი)|ფილიპე I, პარმის ჰერცოგი]]
[[მარია ტერეზა რაფაელა ესპანელი|მარია ტერეზა, საფრანგეთის დოფინი]]
[[ლუის ესპანელი|ლუისი, ჩიჩონის გრაფი]]
[[მარია ანტონია ფერნანდა ესპანელი|მარია ანტონია, სარდინიის დედოფალი]]
|დინასტია = [[ფარნეზეები]]
|მამა = [[ოდოარდო ფარნეზე (პარმის პრინცი)|ოდოარდო, პარმის პრინცი]]
ხაზი 33:
== პარმის პრინცესა ==
[[ფაილი:Elisabeth Farnese by an unknown artist as an infant.jpg|მარცხნივ|მინი|308x308პქ|ისაბელი ბავშვობაში]]
ისაბელ ფარნეზე დაიბადა 1692 წლის 25 ოქტომბერს პარმაში, დელა პილოტას სასახლეში. იგი იყო პარმის პრინც [[ოდოარდო ფარნეზე (პარმის პრინცი)|ოდოარდო ფარნეზესა]] და მისი ცოლის, [[დოროთეა სოფია ნოიბურგელი|დოროთეა სოფია ნოიბურგელის]] ასული. მისი გაჩენიდან სულ ერთ წელიწადში მამამისი გარდაიცვალა, რის გამოც ისაბელის დედა ბიძამისსთავის მაზლს, პარმის ჰერცოგ [[ფრანჩესკო ფარნეზე|ფრანჩესკო ფარნეზეს]] გაჰყვა ცოლად.

ისაბელი პარმის სამეფო სასახლეში იზრდებოდა. მას რთული ურთიერთობა ჰქონდა დედასთან, რასაც ვერ ვიტყვით მის ბიძა-მამინაცვალზე. ისაბელს მშობლიური იტალიურის გარდა, თავისუფლად შეეძლო საუბარი და წერა-კითხვა ლათინურად, ფრანგულად, გერმანულად და ესპანურად, ასევე კარგად იცოდა რიტორიკა, ფილოსოფია, გეოგრაფია, ისტორია, თუმცა, მიუხედავად ამისა, გავრცელებული ინფორმაციით მას სწავლა არ უყვარდა. მას უკეთესად გამოსდიოდა ცეკვა, ქარგვა, დაკვრა და ხატვა. ესპანური მემკვიდრეობის ომის დროს, ისაბელმა ძლივს გადაიტანა ჩუტყვავილაყვავილი, რაც იმ ეპოქაში განუკურნებელი სენი იყო.

იმის გამო, რომ მამამისსა და ბიძა-მამინაცვალს მამრობითი სქესის მემვიდრეები არ ჰყავდათ, პარმის საჰერცოგოს პირველი მემკვიდრე ისაბელი იყო. მიუხედავად იმისა, რომ პარმა პატარა ქალაქ-სახელმწიფო იყო, იგი მნიშვნელოვან სტრატეგიულ ადგილას მდებარეობდა, რის გამოც ისაბელს, როგორც მის მემკვიდრეს ბევრი ხელის მთხოვნელი ჰყავდა, თუმცა იგი ყველას უარით ისტუმრებდა. მის ხელისმთხოვნელთა შორის იყვნენ პიემონტის პრინცი [[ვიტორიო ამადეო II|ვიტორიო ამადეო სავოიელი]], მოდენას ჰერცოგი [[ფრანჩესკო III დ’ესტე|ფრანჩესკო დ'ესტე]], პრინცი პიო დელა მირანდოლა და ა.შ.

== ქორწინება ==
[[ფაილი:Elisabeth Farnese by Giovanni Maria delle Piane.jpg|მარცხნივ|მინი|361x361პქ|დედოფალი ისაბელ ფარნეზე 1715 წელს]]
მას შემდეგ, რაც ესპანეთის მეფე [[ფილიპე V (ესპანეთი)|ფილიპე V]]-ის მეუღლე, დედოფალი [[მარია ლუიზა სავოიელი]] ახალგაზრდა ასაკში ტრაგიკულად დაიღუპა, მეფემ იტალიასთან ალიანსის შესანარჩუნებლად მეორე იტალიელი საცოლის ძებნა დაიწყო. მან არჩევანი პარმის ტახტის მემკვიდრე ისაბელ ფარნეზეზე შეაჩერა. მეტად ამბიციური ისაბელი, ესპანეთის კოლონიური იმპერიის მეფის შეთავაზებას სიხარულით დასთანხმდა. მათი მარიონეტული ქორწინება 1714 წლის 16 სექტემბერს შედგა პარმაში. ქორწინება პარმის ელჩმა, კარდინალმა ალბერონმა მოაწყო ესპანეთის მეფის აღმზრდელ ურსულასთან ერთად.

მეორე ქორწინება ჯერ კიდევ ახალგაზრდა ფილიპე V-ის სექსუალური მოთხოვნილებებითაც იყო გამოწვეული, რამეთუ მეტად მორწმუნე მეფე ცოდვად და შეურაცხყოფად მიიჩნევდა ქალთან დაწოლას ქორწინების გარეშე. ფილიპეს ყველანაირად აწყობდა ისაბელზე ქორწინება, რადგანაც იგი ახალგაზრდა და ტანადი ქალი იყო, ასევე ჩრდილო იტალიაში მდებარე სახელმწიფოს ტახტის მემკვიდრეც. პარმის ელჩმა დაარწმუნა ფილიპეს აღმზრდელი პრინცესა ურსულა, რომ ისაბელი უბრალო ქალი არ იყო და იგი თავისუფლად შეასრულებდა დედოფლის ყველა მოვალეობას. ამავდროულად, ისაბელიც დაარწმუნეს, რომ ფილიპეს მალე შეიყვარებდა და პოლიტიკური გავლენებიც ექნებოდა. მალე, ურსულა და ისაბელი შეთანხმდენ და ერთად დაიწყეს ბრძოლა ესპანეთის ფრანგული გავლენისგან განთავისუფლებისთვის.
[[ფაილი:Felipe V de España (Ayuntamiento de Sevilla).jpg|მინი|344x344პქ|ისაბელის მეუღლე, ესპანეთის მეფე ფილიპე V]]
ისაბელმა პარმა 1714 წლის სექტემბერში დატოვა და ესპანეთში თავის მეგობარ იპოლიტა დე პოიმპინოსთან ერთად გაემგზავრა. გენუაში ჩასული ისაბელი დაავადდა, რის გამოც გემით ესპანეთში გამგზავრება შეფერხდა. გენუაში მყოფი ისაბელი მონაკოს პრინცმა და საფრანგეთის ელჩმა მოინახულეს. ცნობილია, რომ ელჩმა ისაბელს მეფე [[ლუი XIV]]-ის საჩუქარიც უბოძა. მიუხედავად ამისა, დიდი დრო იკარგებოდა, რის გამოც გადაწყდა ისაბელის ესპანეთში სახმელეთო გზით ჩაყვანა, რაც საფრანგეთზე გავლას გულისხმობდა. რამდენიმე დღიანი მგზავრობის შემდეგ, ესპანეთ-საფრანგეთის სასაზღვრო ქალაქ ბაიონში ისაბელს მიეგება განსვენებული მეფე კარლ[[კარლოს II (ესპანეთი)|კარლოს II]]-ის ქვრივი, დედოფალი [[მარია ანა ნოიბურგელი]], რომელიც მას დეიდად ერგებოდა. იგი აქ ასევე შეხვდა პრინცესა ურსულასაც, რომელმაც იგი სამეფო კარზე ჩასვლისთვის მოამზადა. ესპანეთის საზღვარზე გადასვლისთანავე, ევროპული ტრადიციის თანახმად, რომლის მიხედვითაც პატარძალს ყველაფერი მშობლიური უკან უნდა დაეტოვებინა, ისაბელმა ყველაფერი იტალიური უარყო. ცნობილია, რომ ესპანელებმა მას ტანსაცმელიც კი გამოუცვალეს და ისე შეიყვანეს თავიანთ ქვეყანაში.

1714 წლის 23 დეკემბერს, ისაბელს კიდევ ერთხელ შეხვდა ურსულა და სამეფო ექიმების წინაშე წარადგინა, რომლებმაც დაადასტურეს მისი უბიწოება. მხოლოდ ამის შემდეგ შეახვედრეს იგი ფილიპეს გვადალახარაში. ცნობილია, რომ მანამდე მეფემ ჯაშუშები გააგზავნა, რომლებმაც დაადგინეს, რომ ისაბელი არც ისე მშვიდი ხასიათისა იყო და დიდად არ შეეძლო თავის შეკავება. ცოტა ხნის შემდეგ გავრცელდა ჭორები, რომ საფრანგეთის საზღვართან შეხვედრისას ისაბელსა და ურსულას შორის შეკამათება მოხდა, რა დროსაც ურსულამ მასზე იძალადა. მიუხედავად ყველაფრისა, 1714 წლის 24 დეკემბერს ფილიპე და ისაბელი გვადალახარაში ერთმანეთს პირველად შეხვდნენ და ამავე დღეს დაქორწინდნენ, რითაც იგი ესპანეთის დედოფლად გვევლინება. მიუხედავად მისი ხასიათისა, ფილიპეს მალე შეუყვარდა იგი და ბედნიერი ქორწინებაც ჰქონდათ.
ხაზი 52:

=== პირველი წლები ===
[[ფაილი:Elisabeth Farnese with her eldest son Infante Carlos (future Carlos III of Spain) in 1716 by Melendez.jpg|მარცხნივ|მინი|319x319პქ|დედოფალი ისაბელი თავის პირველ შვილთან, ინფანტ კარლთანკარლოსთან ერთად, შესრულებულია 1716 წელს მელენდესის მიერ]]
ქორწინების შემდეგ,დედოფალმა ისაბელმა ერთობ აქტიურ ცხოვრებას მიჰყო ხელი: იგი ხშირად დადიოდა სანადიროდ, რა დროსაც მამაკაცის ტანსაცმლით იმოსებოდა. მემატიანეები მას აღწერენ როგორც შესანიშნავ მშვილდოსანსა და მხედარს, რომელიც მეფესთან ერთად ნადირობდა ხოლმე. თავიდან იგი გამხდარი და ტანადი ქალი იყო, თუმცა შვილების გაჩენის შემდეგ ფიგურა ძალიან დაერღვა. ისაბელი მეტად ექსტრავაგანტური პიროვნება იყო და თავის ირგვლივ მხოლოდ იტალიური საზოგადოება ჰყავდა შემოკრებილი. მიუხედავად ამისა, მის სეფექალებს შორის, მაინც აღმოჩნდა ერთი ფლამანდიელი ქალბატონი, რომელიც დედოფლის საუკეთესო მეგობრად იქცა. ცნობილია, რომ 1727 წელს ისაბელმა იგი საფრანგეთის სამეფო კარზე გაუშვა ჯაშუშად. ამ დროს, იგი გრაფინია ალტამირამ ჩაანაცვლა, რომელიც სხვა სეფექალებს ძალიან მკაცრად ეპყრობოდა.

თავდაპირველად, ისაბელ ფარნეზე, როგორც დედოფალი ესპანელებში პოპულარული იყო. ეს იმით იყო გამოწვეული, რომ მან მოახერხა მეფის აღმზრდელ ურსულას სამეფო კარიდან გაძევება, რომელიც ხალხს სძულდა, ამიტომაც მათ ახალი დედოფალი მხსნელად მიიჩნიეს. თუმცა, სულ მალე აღმოჩნდა, რომ მეფესა და პოლიტიკაზე დომინირება თავად დედოფალმა დაიწყო. იგი არაპოპულარული იყო ესპანელ არისტოკრატიაში, ვინაიდან მან სამეფო კარის ეტიკეტი ძირეულად შეცვალა. ასევე დიდგვაროვნები, დედოფალს სრულიად ღიად სდებდნენ ბრალს მეფის „დამონებაში“. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ისაბელს სძულდა თავისი გერები, პრინცები ლუისი და ფერდინანდი, რომლებიც ხელს უშლიდნენ მისი ვაჟის გამეფებას, რის გამოც დედოფალმა უცხოელების დახმარებით არაერთხელ სცადა მათი მოკვლადახოცვა, თუმცა ამაოდ.

=== პოლიტიკური გავლენები ===
ხაზი 66:
=== ფერდინანდ VI-ის მეფობა ===

=== კარლკარლოს III-ის გამეფება და გარდაცვალება ===

==შვილები==
ხაზი 77:
!ზოგადი ცნობები

|კარლკარლოს III
|[[ფაილი:Charles III of Spain high resolution.jpg|frameless|168x168პქ]]
|20 იანვარი, 1716,
ხაზი 88:
საქსონიელი, რომელთანაც შეეძინა თოთხმეტი შვილი, მათ შორის

საღვთო რომის იმპერატრიცა მარია ლუისა, ესპანეთის მეფე კარლკარლოს IV და

ორი სიცილიის მეფე ფერდინანდ I.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ისაბელ_ფარნეზე“-დან