ერთა ლიგა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 15:
[[პირველი მსოფლიო ომი]]ს სისასტიკემ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ევროპაში არსებულ სოციალურ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ სისტემებზე. კონფლიქტის მიმდინარეობის პერიოდში რამდენიმე იმპერია დაიშალა, კერძოდ [[რუსეთის იმპერია|რუსეთის]], გერმანიის, [[ავსტრია-უნგრეთის იმპერია|ავსტრია-უნგრეთის]] და [[ოსმალეთის იმპერია]]. პირველი მსოფლიო ომის სისასტიკემ მსოფლიოში [[პაციფიზმი|პაციფისტური]] და ანტი საომარი მოძრაობები მნიშვნელოვნად გააძლიერა, სწორედ ამიტომ პირველი მსოფლიო ომი „უკანასკნელ ომად“ იყო მიჩნეული. იმ მიზნით, რომ პირველი მსოფლიო ომის მსგავსი ან უფრო მძიმე ტრაგიკული ომი აღარ მომხდარიყო გადაწყდა ყველა იმ მიზეზის შესწავლა რამაც კონფლიქტის დაწყება გამოიწვია, რომლის შედეგადაც რამდენიმე მიზეზი გამოიკვეთა. დადგინდა, რომ სახელმწიფოები აქტიურად აწარმოებდნენ საიდუმლო დიპლომატიას, შეჯიბრს შეიარაღებაში, სამხედრო ნაციონალიზმს და სახელმწიფოები მოკავშირეებს მხოლოდ პირადი სარგებლის მიღების მიზნით არჩევდნენ. სამომავლოდ კონფლიქტების არიდების მიზნით გადაწყდა, რომ საერთაშორისო ორგანიზაცია უნდა შექმნილიყო, რომელიც დაფუძნებული იქნებოდა და წაახალისებდა ღია დიპლომატიას, მოახდენდა განიარაღებას, წაახალისებდა კოლექტიურ უსაფრთხოება და შესაძლო ნეგატიური შედეგების გაზრდით ქვეყნებს სამომავლოდ კონფლიქტის დაწყების სურვილს შეუმცირებდა.
 
ერთა ლიგის შექმნამდე დიდ ბრიტანეთს, [[აშშ]]-ს და საფრანგეთს საკუთარი მოსაზრებები და შეხედულებები ქონდათჰქონდათ, თუ როგორი უნდა ყოფილიყო ორგანიზაცია, რომელიც სამომავლოდ მსოფლიო წესრიგის და სტაბილურობის განმსაზღვრელი იქნებოდა. ბრიტანული იდეის თანახმად უნდა მომხდარიყო ე. წ. გამარჯვებული ქვეყნების კონფერენცია, რომელიც ქვეყნებს შორის დავებს გადაწყვეტდა და საჭიროების შესაბამისად სანქციებს დააწესებდა. საფრანგეთის ინიციატივა ორგანიზაციასთან დაკავშირებით უფრო მრავლისმომცველი იყო, რაც გულისხმობდა კრიზისების გადაჭრას საგანგებო შეხვედრებით და საერთაშორისო არმიის შექმნით, რომლის მეშვეობითაც გადაწყვეტილების აღსრულება მოხდებოდა. რაც შეეხება აშშ-ს პოზიციას [[ვუდრო ვილსონი|ვუდრო ვილსონმა]] ორგანიზაციის შექმნის იდეა მის ცნობილ 14 პუნქტზე დააფუძნა, რომლის მიხედვითაც [[ედვარდ ჰაუსი|ედვარდ ჰაუსმა]] ერთა ლიგის პირველი მონახაზი შეიქმნა. აღნიშნული მონახაზის თანახმად სახელმწიფოების უნდა შეეწყვიტათ არაეთიკური მოქმედებები, ასევე გარკვეული სახის ჯაშუშობა და უღირსი მოქმედებები. სახელმწიფოები რომლებიც არ დაემორჩილებოდნენ ორგანიზაციის გადაწყვეტილებას მათ მიმართ უნდა მომხდარიყო მკაცრი სანქციების დაწესება და ვაჭრობის აკრძალვა იმ ქვეყნებთან, რომლებიც აღნიშნული ქვეყანას სტრატეგიულად მნიშვნელოვან ნედლეულს აწვდიდა<ref name="jclare">{{cite web|publisher=American History|accessdate=10 December 2013|url=http://www.let.rug.nl/usa/essays/1901-/the-league-of-nations-karl-j-schmidt.php|title=The League of Nations – Karl J. Schmidt|archive-url=https://web.archive.org/web/20131219081141/http://www.let.rug.nl/usa/essays/1901-/the-league-of-nations-karl-j-schmidt.php|archive-date=19 December 2013|url-status=live}}</ref>.
 
ბრიტანელი [[რობერტ სესილი]]ს და სამხრეთ აფრიკელი [[იან სმუტსი]]ს შექმნილმა მონახაზმა მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ერთა ლიგის როლზე და მის სტრუქტურაზე. სმუტსი აქტიურად უჭერდა მხარს საბჭოს შექმნას, სადაც როგორც დიდი ისე პატარა სახელმწიფოები იქნებოდნენ გაერთიანებულნი, წევრი პატარა ქვეყნები დიდებისგან განსხვავებით როტაციის პრინციპს დაემორჩილებოდნენ ხოლო დიდი ქვეყნები მუდმივ მოქმედი წევრები იქნებოდნენ. სმუტსის იდეის თანახმად ასევე უნდა შექმნილიყო ე. წ. მანდატის სისტემა, რომელიც ღერძის ქვეყნების ტერიტორიებს გამარჯვებულ და [[ანტანტა|ანტანტის]] ქვეყნებს გადაუნაწილებდა. მეორე მხრივ, სესილის ინიციატივები მეტწილად კონცენტრირებული იყო ლიგის ადმინისტრაციულ მხარეზე, რომლის მიხედვითაც განსაზღვრული იყო როგორც საბჭოს ისე ასამბლეის შეკრების დრო და ფუნქციები. სესილი ასევე მხარს უჭერდა მუდმივმოქმედი სამდივნოს შექმნა, რომელიც ლიგის ადმინისტრაციულ საკითხებს გაუძღვებოდა<ref>{{cite web|url=http://www.columbia.edu/~saw2156/TheLeagueAsARetreat.pdf|title=The League of Nations: a retreat from international law?|publisher=Journal of Global History|access-date=10 December 2013|archive-url=https://web.archive.org/web/20131214064233/http://www.columbia.edu/~saw2156/TheLeagueAsARetreat.pdf|archive-date=14 December 2013|url-status=live}}</ref><ref name="jclare"/><ref>J. A. Thompson, "Lord Cecil and the pacifists in the League of Nations Union." ''Historical Journal'' 20#4 (1977): 949–959.</ref><ref>Christof Heyns, "The Preamble of the United Nations Charter: The Contribution of Jan Smuts." ''African Journal of International and Comparative Law'' vol 7 (1995): pp 329+. [http://heinonline.org/HOL/LandingPage?handle=hein.journals/afjincol7&div=23&id=&page= excerpt]</ref>.
ხაზი 25:
მოლაპარაკებების შედეგად განისაზღვრა ლიგის სტრუქტურა, რომლის მიხედვითაც შეიქმნებოდა გენერალური ასამბლეა (სადაც ყველა ქვეყანა იქნებოდა წარმოდგენილი), აღმასრულებელი საბჭო (მხოლოდ დიდი სახელმწიფოები) და მუდმივმოქმედი სამდივნო. ლიგის წვერ ქვეყნებს პატივი უნდა ეცათ სხვა ქვეყნების ტერიტორიებისთვის და აგრესიისგან თავი უნდა შეეკავებინათ, ასევე წვერ ქვეყნებს საკუთარი შეიარაღება უნდა შეემცირებინათ დონემდე, რომელიც თავდაცვისთვის იქნებოდა აუცილებელი. იმ შემთხვევაში თუ წევრ ქვეყანას სხვა რომელიმე წევრი ქვეყნის მიმართ პრეტენზია ანდ დავა ექნებოდა ის ვალდებული იყო მიემართა არბიტრაჟისთვის სადაც მოხდებოდა აღნიშნული დავის გადაწყვეტა. ლიგის შეთანხმების თანახმად ქვეყნებს არბიტრაჟამდე საომარი მოქმედებების დაწყება ეკრძალებოდათ, მანამ სანამ აღმასრულებელი საბჭოს მიერ დანიშნული საერთაშორისო სასამართლო გადაწყვეტილებას არ მიიღებდა.
 
[[ვუდრო ვილსონი]]ს ძალისხმევის და მიუხედავად, რის გამოც ის 1919 წელს მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატიც გახდა, აშშ ერთა ლიგაში ვერ გაწევრიანდა. რესპუბლიკელ სენატორს ჰენრი კებოტს სურდა, რომ აშშ ლიგაში პრივილეგიებით ყოფილიყო წარმოდგენილი. კებოტი ასევე მიიჩნევდა, რომ ომის გამოცხადების უფლება მხოლოდ სენატს ქონდაჰქონდა, ხოლო ერთა ლიგის წევრობა ქმნიდა ალბათობას, რომლის მიხედვითაც შეიძლებოდა, რომ აშშ ომში ყოფილიყო ჩათრეული. ვუდრო ვილსონმა აღნიშნულ მოთხოვნებზე უარი თქვა, რის გამოც კომპრომისი ვერ შედგა, ხოლო სენატში საჭირო ხმების 2/3 არ იყო, რის გამოც ვილსონის მცდელობა, რომ აშშ ერთა ლიგის წევრი გამხდარიყო წარუმატებლად დასრულდა<ref>{{Cite journal |jstor = 985951|title = Henry Cabot Lodge and the League of Nations|journal = Proceedings of the American Philosophical Society|volume = 114|issue = 4|pages = 245–255|last1 = Hewes|first1 = James E.|year = 1970}}</ref>.
 
[[1920]] წლის 16 იანვარს მას შედეგ რაც ვერსალის საზავო შეთანხმება დასრულდა საბჭოს პირველი შეხვედრა გაიმართა. 1920 წლის 1 ნოემბერს ლიგის სათაო ოფისი [[ლონდონი]]დან [[ჟენევა]]ში გადაიტანეს, სადაც პირველი გენერალური ასამბლეა გაიმართა<ref>[http://www.unog.ch/80256EDD006B8954/(httpAssets)/3DA94AAFEB9E8E76C1256F340047BB52/$file/sdn_chronology.pdf League of Nations Chronology] {{Webarchive|url=https://web.archive.org/web/20150404121418/http://www.unog.ch/80256EDD006B8954/(httpAssets)/3DA94AAFEB9E8E76C1256F340047BB52/$file/sdn_chronology.pdf |date=4 April 2015 }}, The United Nations Office at Geneva</ref>.
ხაზი 36:
მუდმივ მოქმედი სამდივნო- სამდივნო აერთიანებდა სხვადასხვა დარგის ექსპერტებს, რომლებიც გენერალური სამდივნოს ექვემდებარებოდა. აღნიშნული სამდივნოს ძირითადი მიმართულებები იყო პოლიტიკური, ფინანსური და ეკონომიკური, სატრანზიტო, უმცირესობები, ადმინისტრირება(საარი და დანცინგი), მანდატების საკითხი, განიარაღება, ჯანმრთელობა და სოციალური. სამდივნო საბჭოსთვის და ასამბლეისთვის შეიმუშავებდა სამოქმედო გეგმას ასევე საჭიროებისამებრ წარადგენდა რეპორტებს.
 
* '''ასამბლეა''' — ასამბლეაში ერთა ლიგის ყველა წევრი ქვეყანა იყო წარმოდგენილი, სადაც თითოეულ ქვეყანას 3 წარმომადგენელი ჰყავდა და ყველა ქვეყანას ერთი ხმის უფლება ქონდაჰქონდა. ასამბლეა შეკრება ყოველი წლის სექტემბერში ჟენევაში ხდებოდა, სადაც განიხილავდნენ ახალი წევრების მიღებას და ორგანიზაციის ბიუჯეტს, საბჭოს არა მუდმივმოქმედი წევრების არჩევას და სასამართლოს წევრების არჩევას.
 
* '''საბჭო''' — საბჭო როგორც ასამბლეის გადაწყვეტილების აღმასრულებელი ორგანო ისე ფუნქციონირებდა. საბჭოს 4 მუდმივმოქმედი წევრი ჰყავდა: [[დიდი ბრიტანეთი]], [[საფრანგეთი]], [[იტალია]] და [[იაპონია]]. საბჭოში ასევე შედიოდა 4 არამუდმივი წევრი რომელებიც 3 წლის ვადით ასამბლეის მიერ აირჩეოდნენ. საბჭოს პირველი არამუდმივი წევრები იყვნენ: [[ესპანეთი]], [[ბრაზილია]], [[საბერძნეთი]] და [[ბელგია]]<ref name=photo>{{cite web|accessdate=15 September 2011|url=http://www.indiana.edu/~league/photos.htm|publisher=University of Indiana|title=League of Nations Photo Archive|archive-url=https://web.archive.org/web/20110909035837/http://www.indiana.edu/%7Eleague/photos.htm|archive-date=9 September 2011|url-status=live}}</ref>.
ხაზი 52:
 
===მანდატით მართული ტერიტორიები===
ერთა ლიგის მანდატით ტერიტორიების მართვის უფლება მხოლოდ რამდენიმე ქვეყანას ქონდაჰქონდა, ერთა ლიგის 14 მანდატი დიდ ბრიტანეთს, სამხრეთ აფრიკის გაერთიანებას, საფრანგეთს, ბელგიას, იაპონიას, [[ახალი ზელანდია|ახალ ზელანდიასა]] და [[ავსტრალია]]ს ჰქონდა განაწილებული. დიდი ბრიტანეთი მისი მანდატით [[პალესტინა]]ს მართავდა, ხოლო სამხრეთ აფრიკის გაერთიანება კი სამხრეთ დასავლეთ აფრიკის მანდატს. ერთა ლიგის მანდატით მართულმა ქვეყნებმა დამოუკიდებლობა [[მეორე მსოფლიო ომი]]ს დასრულებამდე ვერ მიიღეს, ერთადერთი გამონაკლისს ერაყის სამეფო წარმოადგენდა, რომელიც ერთა ლიგის წევრი 1932 წელს გახდა<ref>{{cite web|url=https://www.un.org/en/decolonization/history.shtml|accessdate=15 September 2011|publisher=United Nations|title=The United Nations and Decolonization|archive-url=https://web.archive.org/web/20110903215926/http://www.un.org/en/decolonization/history.shtml|archive-date=3 September 2011|url-status=live}}</ref>.
 
ერთა ლიგის პირდაპირი მმართველობის ქვეშ იმყოფებოდა [[ზაარლანდი]], რომელიც 15 წლის შემდეგ პლებისციტის შედეგად დაბრუნდა გერმანიის მმართველობაში და დანცინგის თავისუფალი ქალაქი (დღევანდელი [[გდანსკი]])<ref name="northedge" />.
ხაზი 76:
 
===ლიბერია===
მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა, რომ [[ლიბერია]]ში ამერიკული კომპანიის მფლობელობაში არსებულ კაუჩუკის პლანტაციებში ადამიანებს მონობას ქონდაჰქონდა ადგილი და ადამიანებს იძულებით ამუშავებდნენ ლიბერიამ ერთა ლიგას საკითხის შესწავლით მიზნით მიმართა. ერთა ლიგის გადაწყვეტილებით შეიქმნა კომისია რომელსაც უნდა შეესწავლა აღნიშნული საკითხი. [[1930]] წელს კომისიის კვლევამ დაადასტურა, რომ მონობას და იძულებით მუშაობას ნამდვილად ქონდაჰქონდა ადგილი, ასევე ლიბერიის ხელისუფლების წევრები გარეულნი იყვნენ მუშახელის მიყიდვის პროცესში. კომისიის ანგარიშს ლიბერიაში ხელისუფლების წინააღმდეგ პროტესტი მოჰყვა, რის შედეგადაც პრეზიდენტი [[ჩარლი კინგი]] და ვიცე-პრეზიდენტი გადადგნენ. აღნიშნული ფაქტიდან ლიბერიის მხრიდან მალევე მოყვა მონობის და იძულებით მუშაობის აკრძალვა<ref>{{cite journal|first=W.E. Burghardt|last=Du Bois|title=Liberia, the League and the United States|journal=Foreign Affairs|volume=11|date= July 1933|pages=682–95|issue=4|doi=10.2307/20030546|jstor=20030546}}</ref>.
 
===იაპონიის თავდასხმა ჩინეთზე ===
ერთა ლიგის დასუსტების ერთ-ერთი მიზეზი წამყვანი ქვეყნების მიერ იაპონიის მხრიდან გამოვლენილი აგრესიის ვერ შეკავება გახდა, რასაც მალევე იაპონიის მხრიდან ერთა ლიგიდან გასვლა მოჰყვა.
 
ჩინეთ-იაპონიის შორის შეთანხმების თანახმად იაპონიას უფლება ქონდაჰქონდა სამხრეთ მანჯურიის რეგიონში საკუთარი ჯარები ყოლოდა, რაც მას საშუალებას აძლევდა მანჯურიის რკინიგზა გაეკონტროლებინა. [[1931]] წლის სექტემბერში რკინიგზა ნაწილობრივ დაზიანდა, რაზეც იაპონიამ პასუხისმგებლობა ჩინეთს დააკისრა, აღნიშნული ფაქტიდან მალევე იაპონიის არმიამ სრულიად მოახდინა მანჯურიის დაკავება. [[1932]] წელს ოკუპირებულ [[მანჯურია]]ში იაპონიამ მარიონეტი ხელისუფლება შექმნა, რომელსაც ჩინეთის უკანასკნელი იმპერატორი მართავდა. ახალი ხელისუფლება მხოლოდ იტალიამ, ნაცისტურმა გერმანიამ და ესპანეთმა აღიარეს, სხვა ქვეყნები მანჯურიას კვლავ ჩინეთის ნაწილად მიიჩნევდნენ.
 
იაპონიის მიერ მანჯურიის ოკუპაციას ერთა ლიგის პროტესტი მოჰყვა, რის შედეგადაც ერთა ლიგამ საკითხის შესასწავლად კომისია შექმნა. ანგარიშის მიხედვით იაპონია აგრესორი იყო და მას მანჯურია უნდა დაეტოვებინა. აღნიშნული ანგარიში 42 ხმით ერთის წინააღდეგ იქნა მიღებული, რასაც იაპონიის მიერ ერთა ლიგის დატოვება მოჰყვა. იაპონიის მიერ ერთა ლიგის დატოვება მნიშვნელოვან მომენტად ითვლება ორგანიზაციის ისტორიაში, ვინაიდან აღნიშნული ფაქტით კოლექტიური უსაფრთხოების იდეა სრულ კოლაფსს განიცდიდა<ref>Charles Loch Mowat, ''Britain between the Wars 1918–1940'' (1955) p. 420.</ref>.
ხაზი 101:
 
==განიარაღების პოლიტიკის მარცხი==
ერთა ლიგის შეთანხმების თანახმად წევრ სახელმწიფოებს საკუთარი შეიარაღება უნდა შეემცირებინათ და მხოლოდ საკუთარი თავდაცვისთვის აუცილებელი სამხედრო შეიარაღება ქონოდათ. ლიგის არსებობის განმავლობაში ორგანიზაცია მის მნიშვნელოვან რესურსებს და დროს ხარჯავდა იმისთვის, რომ წევრ ქვეყნებს საკუთარი შეიარაღების შემცირება დაეწყოთ, მაგრამ ყველა ქვეყანა ინტენსიური განიარაღების შესაძლებლობაში დარწმუნებული არ იყო. ერთა ლიგის შეთანხმების თანახმად ორგანიზაციას ყველა წევრი სახელმწიფოსთვის განიარაღების გეგმა უნდა შეემუშავებინა, მაგრამ [[1926]] წელს ლიგამ აღნიშნული მოვალეობა კომისიას გადააბარა, რომელსაც სამოქმედო გეგმა 1932-1934 წლებში მსოფლიო განიარაღების კონფერენციაზე უნდა წარმოედგინა. განიარაღებასთან დაკავშირებით ერთა ლიგაში კონსესუსის არ არსებობდა, ვინაიდან წევრ სახელმწიფოებს მუდმივი საფრთხის შეგრძნება ქონდათჰქონდათ. საფრანგეთს, პოლონეთს და ჩეხოსლოვაკიას გერმანიისგან მომდინარე საფრთხის გამო არ სურდათ განიარაღება, სწორედ ამიტომ აღნიშნული ქვეყნები დაცვის გარანტიებს ითხოვდნენ. 1933 წელს [[ადოლფ ჰიტლერი]]ს კანცლერად გახდომამ და გერმანიის გაძლიერებამ აღნიშნულ ქვეყნებს გერმანიის მხრიდან აგრესიის შიში გაუმძაფრა, სწორედ ამიტომ სახელმწიფოები განიარაღებაზე უარს ამბობდნენ.
 
1932 წლის მსოფლიო განიარაღების კონფერენციამ მნიშვნელოვანი მარცხი განიცადა, ვინაიდან შეიარაღებაზე მორატორიუმი მხოლოდ ერთი წლით გამოცხადდა რომელზეც თავდაპირველად საფრანგეთმა, დიდმა ბრიტანეთმა, ესპანეთმა, იტალიამ და იაპონიამ თანხმობა განაცხადეს. შეთანხმების თანახმად აღნიშნულმა ქვეყნებმა მათი საზღვაო ძალების გაზრდაზე უარი თქვეს, მაგრამ კომისიამ იტალიის, ესპანეთის, იაპონიისა და გერმანიის შეიარაღების ზრდის შეჩერებას ხელი ვერ შეუშალა. გერმანიის მიერ [[რაინი]]ს დაკავებას, სუდეტის ოკუპაციას და ავსტრიის ანშლუსს ერთა ლიგის მხრიდან ქმედითი ნაბიჯები არ მოყოლია, აღნიშნულმა ფაქტმა სხვა ქვეყნებს შეიარაღების გაზრდისკენ უბიძგა. 1933 წელს გერმანიამ და იაპონიამ ერთა ლიგა დატოვეს ხოლო 1937 წელს უკვე იტალიამ და ესპანეთმა. ერთა ლიგის ბოლო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება 1939 წელს [[საბჭოთა კავშირი]]ს ფინეთში შეჭრის გამო მისი გარიცხვა იყო<ref name="northedge" />.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ერთა_ლიგა“-დან