ბაბიზმი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბაბიზმი
 
კატეგორიების დამატება
ხაზი 1:
[[ფაილი:Shrine of The Bab.jpg|მინი|ბაბის სალოცავი]]
'''ბაბიზმი-ბაბიზმი—'''ბაბიდების სექტის რელიგიური მოძღვრება ([[სპარსული ენა|სპარსულად]] بابیه‎,)<ref>[[:en:Edward_Granville_Browne|Browne, Edward Granville]] (1911), [[wikisource:1911_Encyclopædia_Britannica/Bábíism|"Bábíism",]] in Chisholm, Hugh (ed.), ''Encyclopædia Britannica'', '''3''' (11th ed.), Cambridge University Press, pp. 94–95</ref>, შეიქმნა ბაბის მიერ 1844 წლის 24 მაისს [[ირანი|ირანში.]] ამჟამინდელი შეფასებით მას არა უმეტეს რამდენიმე ათასი მიმდევარი ჰყავს, რომელთა უმეტესობა კონცენტრირებულია [[ირანი|ირანში.]] ამოსავალია [[შიიზმი|შიიტური]] მოძღვრება ''იმამისა'' და ''მაჰდის'' შესახებ<ref>Saledi Nader.(2008).Gate of The Heart. [https://books.google.ge/books?id=XTfoaK15t64C&redir_esc=y Understanding the writings of The Bab.] Canada: Wilfrid Laurier University Press. [[ISBN]] [http://978-1-55458-056-9. <bdi>978-1-55458-056-9</bdi>.]</ref>. ბაბიზმი კაცობრიობის განვითარებას ჰყოფდა საფეხურებად, რომელთაგან თითოეულს შეესაბამებოდა გარკვეული [[რელიგია]]. ბაბიზმი [[ისლამი|ისლამს]] აცხადებდა დრომოჭმულად და ახალი ეპოქის სახელმძღვანელო პრინციპად ბაბის საღვთო წიგნს „აღსარებას“ მიიჩნევდა. [[ირანი|ირანში]] ბურჟუაზიულ ურთიერთობა აისახა ბაბიდების ქადაგებებში ადამიანთა თანასწორობის, პიროვნებისა და ქონების პიროვნებისა და ქონების დაცვის, ბაბიდთა წმინდა სამეფოს შექმნის შესახებ. ამ სამეფოდან , ბაბიზმის მოთხოვნით უნდა განედევნათ არაბაბიდები და მათი ქონება გაენაწილებინათ ბაბიდებს შორის. ეს ვაჭართა ინტერესებს შეესაბამებოდა. ბაბისტურ მოძრაობაში დიდი როლი შეასრულა ქალმა ''ზაჰრე-ხანუმმა''. ის იყო ერთ-ერთი ხელმძღვანელთაგანი, რომელიც ქალთა ემანსიპაციის უფლებებს ითხოვდა, ასევე მრავალცოლიანობისა და ქალების დამამცირებელი სხვა [[მუსლიმი|მუსლიმური]] ჩვეულებების გაუქმებას.ბაბიზმის დემოკრატიულმა ელემენტებმა განვითარება პოვა ბაბის მოწაფეების-''მოჰამედ ალი ბარფორუშის, ყორათ ოლ-ჟინის'' და სხვ. ქადაგებებში გადასახადების გაუქმების, კერძო საკუთრების საზოგადოებრივ საკუთრებად გადაქცევის, ქალების მამაკაცებთან უფლებრივი გათანაბრების შესახებ. ბაბიდების აჯანყებების მარცხის შემდეგ ბაბის ძმამ და მიმდევარმა ''ბაჰაულამ'' ბაბიზმს დემოკრატიული შინაარსი ჩამოაცილა და შექმნა [[კოსმოპოლიტიზმი|კოსმოპოლიტური]] მოძღვრება [[ბაჰაიზმი]]. თავდაპირველად ბაბის მიმდევრებს ''აზალიტები'' ეწოდათ.<ref>[https://web.archive.org/web/20060502021323/http://concise.britannica.com/ebc/article-935 "Azali"] ''Britannica Concise Encyclopedia''. '''2006'''. Encyclopædia Britannica. Archived from the [http://concise.britannica.com/ebc/article-9356264/Azali original] on 2 May 2006.</ref>
 
== ბაბი ==
ხაზი 17:
 
== სქოლიო ==
<references />
[[კატეგორია:რელიგია ადგილმდებარეობის მიხედვით]]
[[კატეგორია:რელიგია აზიაში]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ბაბიზმი“-დან