ათენი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 31:
[[რკინის ხანა|რკინის ხანის]] ნამარხები კერამიკუსში და სხვა ადგილებში აჩვენებს, რომ ძვ.წ 900 წლის შემდეგ ათენი, ვაჭრობისა და კეთილდღეობის ერთ-ერთი მთავარი ცენტრი იყო რეგიონში.<ref>Osborne, R. 1996, 2009. ''Greece in the Making 1200–479 BC''.</ref>
 
ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-6 საუკუნეში [[სოლონი|სოლონის]] რეფორმებს დიდი საზოგადო არეულობა მოჰყვა. ეს საბოლოოდ საფუძველს ჩაუყრის [[დემოკრატია|დემოკრატიის]] შემოღებას ჩვენს წელთაღრიცხვამდე 508 წელს, ათენელი კანონმდებლის კლისთენის[[კლისთენე|კლისთენეს]] მიერ. ათენი ამ დროისათვის დიდი ფლოტით მნიშვნელოვან საზღვაო ძალადაა ქცეული. ისინი სპარსელების წინააღმდეგ აჯანყებულ იონიელებს დაეხმარნენ [[იონიელების აჯანყება|იონიელების აჯანყებაში]]. მომდევნო [[ბერძენ-სპარსელთა ომები|ბერძენ-სპარსელთა ომებში]], სპარტასთან ერთად ათენი ბერძნულ სახელმწიფოთა კოალიციას ჩაუდგა სათავეში და საბოლოოდ გააძევა კიდეც სპარსელები, დაამარცხა რა ისინი [[მარათონის ბრძოლა|მარათონისა]] (ძვ.წ 490) და [[სალამინის ბრძოლა|სალამინის]] (ძვ.წ 580წ) ბრძოლებში. თუმცა სპარსელებისთვის ამას ხელი არ შეუშლია რომ მოდევნო ერთი წლის განმავლობაში ქალაქი ორჯერ აეღოთ და გადაეწვათ. გმირული წინააღმდეგობის მიუხედავად მეფე [[ლეონიდასი]] და მისი არმია [[თერმოპილეს ბრძოლა|თერმოპილეს ბრძოლაში]] დამარცხდა,<ref>https://books.google.ge/books?id=BHe0KeXyL_AC&pg=PA34&redir_esc=y#v=onepage&q&f=false ISBN <bdi>978-1400834303</bdi>. Retrieved 24 December 2014.</ref> [[ბეოტია|ბეოტიისა]] და ატიკის დაკარგვის შემდეგ კი თვითონაც ბრძოლის ველზე დაეცა.
 
მომდევნო ათწლეულები გახდა ცნობილი როგორც ათენური დემოკრატიის ოქროს ხანა, რომლის განმავლობაშიც ათენი [[ძველი საბერძნეთი|ძველი საბერძნეთის]] მთავარი ქალაქი გახდა, მისმა კულტურულმა მიღწევებმა კი საფუძველი დასავლეთ ცივილიზაციას ჩაუყარა. დრამატურგები [[ესქილე|დრამატურგი ესქილე]], [[სოფოკლე]] და [[ევრიპიდე]] და მათი შემოქმედება იმ დროინდელ ათენში ჰყვაოდა, ისევე როგორც ისტორიკოსები [[ჰეროდოტე]] და [[თუკიდიდე]], ექიმი [[ჰიპოკრატე]] და ფილოსოფოსი [[სოკრატე]]. [[პერიკლე|პერიკლეს]] მეთაურობით განხორციელდა ამბიციური სამშენებლო პროგრამა, რომლის შედეგიც ათენის აკროპოლისი გახლდათ ([[პართენონი|პართენონის]] ჩათვლით).
 
ძვ.წ მე-4 საუკუნის შუა ნახევარში, ჩრდილო ბერძნული [[ძველი მაკედონია|ძველი მაკედონიის]] სამეფო დაწინაურდა. ძვ.წ 338 წელს [[ფილიპე II მაკედონელი|ფილიპე II მაკედონელმა]] ბერძნული ქალაქ-სახელმწიფოებისგან შემდგარი კოალიცია დაამარცხა, მათ შორის ათენი და თებესიც და, ამით რეალურად ათენური დამოუკიდებლობა დაასრულა. მოგვიანებით, რომის იმპერიის შემადგენლობაში ათენს თავისუფალი ქალაქის სტატუსი გადაეცა, მისი ძალიან პატივსაცემი და სათაყვანებელი საგანმანათლებლო სკოლების გამო. რომის იმპერატორმა [[ადრიანე|ადრიანემ]], ჩვ.წ მეორე საუკუნეში ბიბლიოთეკის, გიმნაზიისა და წყალსადენის აშენება ბრძანა. ეს უკანასკნელი ამ დრომდე კიდევ გამოიყენება. ასევე მისი ბრძანებით აიგო რამდენიმე ტაძარი, სამლოცველო და ხიდი. მანვე დააფინანსა [[ზევსის ტაძარი (ათენი)|ზევსის ტაძარის]] მშენებლობის დასრულება.
 
გვიანი ანტიკური ხანის დასასრულისთვის, ათენი [[ვესტგუთები|ვესტგოთებისა]] და ადრეული [[სლავები|სლავური ტომების]] შემოსევებს დაეკნინებინა, რომელთაც ქალაქს დამანგრეველი ზიანი მიაყენეს. ამ პერიოდში აშენდა პირველი ქრისტიანული ტაძრები ქალაქში, [[პართენონი]] და სხვა სალოცავები კი ეკლესიებად გადაკეთდა. შუა ბიზანტიური პერიოდის მეორე ნახევარში, ანუ ჩვ.წ მე-9 და მე-10 საუკუნეებში ათენმა თავისი დასახლების არეალი გააფართოვა და შედარებით წარმატებული და მდიდარი იყო [[ჯვაროსნული ლაშქრობები|ჯვაროსნული ლაშქრობების]] პერიოდში, სარგებლობდა რა ე.წ [[იტალიური ვაჭრობა|იტალიური ვაჭრობით]]. [[მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობა|მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობის]] შემდეგ [[ათენის საჰერცოგო]] დაარსდა. 1458 წელს, ის [[ოსმალეთის იმპერია|ოსმალეთის იმპერიამ]] დაიპყრო და დაკნინების გრძელი პერიოდიც დაიწყო.
 
[[საბერძნეთის რევოლუცია|საბერძნეთის რევოლუციისა]] და [[საბერძნეთის სამეფო|საბერძნეთის სამეფოს]] დაარსების შემდეგ, 1834 წელს, ათენი ახლად დაარსებული დამოუკიდებელი ბერძნული სახელმწიფოს დედაქალაქად აირჩა, ძირითადად ისტორიული და სენტიმენტალური მიზეზებისდა გამო. ამ დროისთვის ათენი 4 000 მოსახლიან ქალაქამდე იყო შემცირებული და აკროპოლისის ფერხთით თავმოყრილი სახლებისგან შედგებოდა. საბერძნეთის პირველმა მეფემ, [[ოტო ბავარიელი|ოტო ბავარიელმა]], თანამედროვე, სახელმწიფოს დედაქალაქისთვის შესაფერისი ქალაქის ასაშენებლად არქიტექტორები მოიწვია, მათ შორის [[სტამატიოს კლეანტისი]] და [[ედუარდ შუბერტი]].
[[ფაილი:Parthenon, Acropolis, Athens, Greece.jpg|მინი|343x343პქ]]
თანამედროვე ქალაქის პირველი დაგეგმარება მოიცავდა სამკუთხეთს, რომლის ბოლოებშიც აკროპოლისი, კერამიკოსის ანტიკური ნამარხები და ბავარიელი მეფის ახალი სასახლე უნდა ყოფილიყო, როგორც ასე ვთქვათ მჭიდრო კავშირი ანტიკურსა და თანამედროვე ათენს შორის. იმ ეპოქაში ფართოდ გავრცელებული [[ნეოკლასიციზმი]], იყო ის არქიტექტურული სტილი, რომლის მიხედვითაც ბავარიელმა, ფრანგმა და ბერძენმა არქიტექტორებმა ახალი დედაქალაქის პირველი მნიშვნელოვანი საჯარო შენობები ააგეს. 1896 წელს, ათენმა პირველ თანამედროვე [[ოლიმპიური თამაშები|ოლიმპიური თამაშებს]] უმასპინძლა. 1920-ანი წლების განმავლობაში, ბერძნულ-თურქული ომის შემდეგ უამრავი ბერძენი ლტოლვილი იქნა [[ანატოლია|ანატოლიიდან]] გამოძევებული, რამაც მნიშვნელოვნად გაზარდა ქალაქის მოსახლეობა. [[მეორე მსოფლიო ომი|მეორე მსოფლიო ომის]] შემდეგ კი, 1950-ან და 60-ან წლებში მოსახლეთა რაოდენობამ კიდევ უფრო დიდი ზრდა განიცადა, რასაც ქალაქის თანდათანობითი გაფართოება მოჰყვა.
 
1980-ან წლებში ცხადი გახდა, რომ საწარმოებიდან გამოყოფილი კვამლი და ავტომობილების მუდმივად მზარდი ნაკადი, ისევე როგორც თავისუფალი სივრცის ნაკლებობა მოსახლეობის გადამეტებული რაოდენობის გამო, ქალაქის ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევად ქცეულიყო. 1990-ან წლებში ქალაქის მთავრობამ მრავალი დაბინძურების საწინააღმდეგო ღონისძიება გაატარა. ამავე მიზნით გაუმჯობესდა ქალაქის [[ინფრასტრუქტურა]], აშენდა ახალი გზატკეცილი, გაფართოვდა [[ათენის მეტროპოლიტენი|ათენის მეტრო]] და ქალაქს ახალი საერთაშორისო აეროპორტი დაემატა. ამ ყველაფერმა მნიშვნელოვნად შეამსუბუქა დაბინძურება და ათენი უფრო მეტად ფუნქციურ ქალაქად აქცია. 2004 წელს ათენმა [[ზაფხულის ოლიმპიური თამაშები 2004|ზაფხულის ოლიმპიური თამაშებს]] უმასპინძლა.
 
== ეკონომიკა და ინფრასტრუქტურა ==
ხაზი 50:
ათენი ერთ-ერთი მთავარი ეკონომიკური ცენტრია სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში.
 
საბანკო სექტორი წარმოდგენილია საბერძნეთის ეროვნული ბანკით, [[ალფა ბანკი|ალფაბანკით]], [[ევრობანკი|ევრობანკით]]. ასევე ქალაქის ცენტრშია მოთავსებული [[საბერძნეთის ბანკი]]. ათენის საფონდო ბირჟა, რომელიც ერთადერთია საბერძნეთში, მძიმედ დაზარალდა ე,წ "საბერძნეთის მთავრობის ვალის კრიზისის" დროს რომელიც 2007-2008 წლების მსოფლიო ფინანსურ კრიზისს მოჰყვა. მთლიანობაში ათენისა და საბერძნეთის ეკონომიკამაც მძიმე დარტყმა მიიღო. თუმცა დიდხნიანი დაღმასვლის შემდეგ 2017 წლის მონაცემებით 1.4%-ანი ზრდა განიცადა.<ref>https://www.imf.org/external/pubs/ft/weo/2018/01/weodata/weorept.aspx?sy=1980&ey=2023&scsm=1&ssd=1&sort=country&ds=.&br=1&c=174&s=NGDP_R,NGDP_RPCH,NGDPRPC,PCPIPCH,LUR,GGXWDG_NGDP&grp=0&a=&pr.x=26&pr.y=12 ''www.imf.org''. Retrieved 24 February2019.</ref>
 
ტურიზმი არის კიდევ ერთი სექტორი, რომელიც მნიშვნელოვნად ავსებს ქალაქის ბიუჯეტს. ათენი მიჩნეულია ერთ-ერთ საუკეთესო მიმართულებად ქალაქსშიდა ტურიზმისთვის და ასევე მშვენიერი კარიბჭეა ექსკურსიებისთვის როგორც უახლოეს ქალაქებში ისე კუნძულებზე. 2015 წელს საბერძნეთმა 26.5 მილიონ ტურისტს უმასპინძლა, 2017-ში 30.1 მილიონს, ხოლო 2018 წელს 33 მილიონს, რის მიხედვითაც საბერძნეთი ევროპისა და მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მეტად მონახულებული ქვეყანაა. ტურიზმზე ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 18% მოდის. ათენმა 2018 წელს 5 მილიონ ტურისტს უმასპინძლა, რომელთაგან 1.4 მილიონი უშუალოდ ქალაქის დასათვალიერებლად ჩამოვიდა (2013 წელს იგივე მიზნით მხოლოდ 220 000 ადამიანი იყო ქალაქში).<ref>https://www.kathimerini.gr/952595/article/oikonomia/ellhnikh-oikonomia/e3aplasiasthkan-se-mia-pentaetia-oi-toyristes-sthn-prwteyoysa ''www.kathimerini.gr''. Retrieved 24 February 2019.</ref>
 
== სპორტი ==
ათენს სპორტული ღონისძიებების ჩატარების დიდი ისტორია აქვს. აქ ბერძნული სპორტის ყველაზე მნიშვნელოვანი კლუბები და სპორტული ნაგებობების დიდი რაოდენობაა თავმოყრილი. ქალაქს საერთაშორისო მნიშვნელობის სპორტული ღონისძიებებისთვისაც აქვს მასპინძლობა გაწეული.
[[ფაილი:Metallist-Olimpiacos 2012 (2).jpg|მინი|311x311პქ|ათენის "ოლიმპიაკოსი". 2012 წელი]]
ათენმა 2 ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებს უმასპინძლა, 1896 და 2004 წლებში. 2004 წლის ოლიმპიადისთვის [[ათენის ოლიმპიური სტადიონი|ათენის ოლიმპიურ სტადიონს]] გაუმჯობესება დასჭირდა, რის შემდეგაც მან როგორც მსოფლიოს ერთ-ერთი ულამაზესი სტადიონის რეპუტაცია დაიმსახურა.<ref>https://www.athens-today.com/en/e-olimpica-stadio.php Athens-today.com. Retrieved 26 December 2008.</ref> ის ყველაზე დიდი სტადიონია ქვეყანაში. აქ [[უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა|უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის]] ფინალი ორჯერ გაიმართა, 1994 და 2007 წლებში. ათენის კიდევ ერთი დიდი სტადიონი [[პირეოსი|პირეოსის]] არეში მდებარეობს. ის [[გეორგიოს კარაისკაკი|გეორგიოს კარაისკაკის]] სახელობისაა და მასზე 1971 წლის უეფას თასების მფლობელთა თასის ფინალი გაიმართა.
 
ათენში [[ევროლიგა|ევროლიგის]] ფინალი სამჯერაა გამართული. პირველი 1985 წელს და მეორე 1993 წელს, ორივე მშვიდობისა და მეგობრობის სტადიონზე გაიმართა, რომელიც დიდი გადახურული არენაა. მესამედ 2007 წელს, ფინალი ოლიმპიურ დარბაზში გაიმართა.
 
ათენში სამი ევროპული, მრავალ-სპორტული კლუბია. ესენია: [[ოლიმპიაკოსი]], [[პანათინაიკოსი]] და [[ათენის აეკი]]. ფეხბურთში ოლიმპიაკოსი შიდა ჩემპიონატში დომინირებს, პანათინაიკოსმა 1971 წლის ევროპის ჩემპიონთა თასის ფინალში გააღწია, სადაც ამსტერდამის აიაქსთან ანგარიშით 2-0 დამარცხდა. აეკი კი უბრალოდ დიდი სამეულის წევრია. ამ კლუბებს ასევე ჰყავთ საკალათბურთო გუნდები. პანათინაიკოსი და ოლიმპიაკოსი ევროპის უძლიერეს გუნდებს განეკუთვნებიან, მათ ევროლიგა შესაბამისად 6-ჯერ და 3-ჯერ აქვთ მოგებული. რაც შეეხება აეკს, ის პირველი ბერძნული გუნდია, რომელმაც ნებისმიერ სპორტში პირველი ევროპული ტიტული მოიპოვა.
 
== ღირსშესანიშნაობანი ==
ხაზი 74:
===ნიკე აპთეროსის ტაძარი===
 
ნიკე აპთეროს უფრთო ნიკეს ნიშნავს. მცირე ზომის პატარა, მსუბუქი და მოხდენილი ტაძარი აგებულია არქიტექტორ [[კალიკრატესი|კალიკრატესის]] მიერ ძვ.წ 427-421 წწ-ში.
 
===პართენონი===
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ათენი“-დან