ანდრია მოციქული: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 19:
 
==== მეორე მისიონერული მოგზაურობა ====
მეორე მისიონერული მოგზაურობისას, მოციქული იერუსალიმიდან [[ანტიოქია]]ში გაემართა, შემდეგ ჩაჯდა გემში, რომელიც მიდიოდა [[ეფესო]]ში, რათა შეხვედროდა [[იოანე ღვთისმეტყველი|იოანე მოციქულს]]. გზად მან რამდენიმე დღე დაჰყო [[კვიპროსი|კვიპროსზე]] (იმ ადგილს დღესდღეობით წმ. ანდრიას [[კონცხი]] ეწოდება). როცა კუნძულზე მოწყურებული მგზავრები ღელვამ მოიცვა, რადგან წყლის რესურსები გემში ამოწურულიყო, მაშინ წმინდა ანდრიამ მხურვალე ლოცვის შემდგომ სასწაულებრივად კლდიდან [[წყარო]] გამოადინა. ეფესოს შემდეგ დაბრუნდა ანტიოქიაში, აქედან გადავიდა [[ნიკეა]]ში, შემდეგ ისევ ეწვია პონტოს და საქართველოს. საქართველოში ქადაგების შემდეგ მოციქული გაემართა პართეთში. გზად [[ქურთისტანი]] უნდა გაევლო და გადასულიყო გედროზიას უდაბნოში (ბალოხისტანი) - ახლანდელი [[პაკისტანი]]-[[ირანი]]ს საზღვრის ახლოს. მაშინ იქ [[კინოკეფალები]] (ძაღლისთავიანი ადამიანები) ცხოვრობდნენ. სირიული ტექსტების თანახმად, პირველად იხილა რა წმინდა ანდრიამ ეს ხალხი , შეშინდა, თუმცაღა შემდგომ მიხვდა, რომ იქ მისი ყოფნა ღვთის ნება იყო. სირიული წყაროები მოგვითხრობს, რომ შემდეგ წმინდა ანდრია პაკისტანის და [[ავღანეთი]]ს გავლით მოხვდა სოგდიანში (თანამედროვე [[სამარკანდი]] და [[ბუხარა]]). ბოლო დრომდე ამ ფაქტის აღქმა შეუძლებელი იყო, რადგანაც ისმებოდა შეკითხვა - რანაირად შეეძლო მოციქულს ამხელა გზის გავლა. მაგრამ , თუ გავითვალისწინებთ [[აბრეშუმის გზა]]ს , ეს ყველაფერი სავსებით შესაძლებელი ხდება. ყველა ძველი მკვლევარი ერთხმად ამტკიცებდა, რომ წმინდა ანდრია იყო ცენტრალურ [[აზია]]ში, თუმცაღა კონკრეტული მასალები ჩვენამდე მოღწეული არ არის. უნდა აღინიშნოს , რომ არსებობს სამი სხვადასხვა წყარო , რის საფუძველზეც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ანდრია მოციქული იმყოფებოდა და ქადაგებდა დასავლეთ [[ჩინეთი|ჩინეთსა]], ცენტრალურ და ამოსავლეთ აზიაში. პირველი გადმოცემა [[ყაზახეთი]]დანაა, მეორე [[სირია|სირიიდან]] ხოლო მესამე აქვთ [[ბულგარეთი|ბულგარებს]], რომლებიც [[რუსეთი]]ს ტერიტორიაზე ეწეოდნენ რა მომთაბარე ცხოვრებას, [[საბერძნეთი]]ს გავლით დასახლდნენ [[იტალია]]სთან ახლოს. სადაც მათ მრავალი ტაძარი ააშენეს ანდრია მოციქულის სახელზე. როგორც ამტკიცებს IX საუკუნის მწიგნობარი [[ეპიფანე კონსტანტინეპოლელი]], ანდრია მოციქული იყო ჩინეთის ჩრდილოეთითაცო, [[სკვითი|სკვითებისა]] და მასაკების მიწაზე (ტერიტორია მონგოლეთსმონღოლეთს, ყაზახეთსა და [[ალტაი]]ს შორის, საიდანაც შემდგომ წამოვიდნენ ბულგარები და თურქები). ასევე არსებობს გადმოცემა , რომ წმინდა ანდრიამ იქადაგა ალტაიში, საიდანაც სტეპების გავლით გაემართა [[კასპიის ზღვა|კასპიის ზღვისკენ]], სადაც უქადაგა სახარება [[ალანია|ალანებს]]. იქიდან გაემართა ქურთისტანში , სადაც შემთხვევით გადაურჩა მოწამეობრივ სიკვდილს. იქიდან კი დაბრუნდა იერუსალიმში.
 
==== მესამე მისიონერული მოგზაურობა ====
გადმოცემას თუ დავუჯერებთ, ანდრია მოციქული თავის მესამე მისიონერულ მოგზაურობაში გაემგზავრა მოციქულთა პირველი კრების შემდეგ გ.[[49]] წელს. [[აფრიკა|აფრიკის]] ქვეყნებში მის მოგზაურობას გვამცნობს [[ეთიოპია|ეთიოპიური]] კოპტური წყარო, ასევე ბერძნული აპოკრიფები, რომლებმაც მხოლოდ [[გრიგოლ ტურელი]]ს ძალისხმევით მოაღწია ჩვენამდე, რომელმაც შერწყა რა ეს ინფორმაცია, გადმოსცა ლათინურ ენაზე. წესით, ანდრია მოციქულს არ უნდა ექადაგა აფრიკაში , რადგანაც ეს მისი წილხვედრი მხარე არ იყო, ეტყობა საამისოდ მიზეზი არსებობდა. მას , როგორც ცნობილია წილად ერგო: [[ვიფინია]], [[საბერძნეთი]] და აღმოსავლეთ [[სკვითეთი]]. კოპტური წყაროებიც იუწყებიან, რომ ანდრია მოციქული დადიოდა ბერბერების მიწაზე, მაგრამ კონკრეტულად რომელ ადგილებზეა საუბარი, რთული სათქმელია, რადგანაც ბერბერებით დასახლებული იყო [[ეგვიპტე]] - [[სიბას ოაზისი|სიბას ოაზისში]], [[მაროკო]], [[მავრიტანია]], [[მალი]] და [[ნიგერია]]. ბერბერები იყვნენ თანამედროვე კაბილების (ტუარეგები) წინაპრები, რომლებიც [[ალჟირი|ალჟირში]] ცხოვრობდნენ. კოპტური აპოკრიფის მიხედვით ანდრია მოციქული გაემართა [[ანტროპოფაგი|ანტროპოფაგების]] (კაციჭამიები) ქვეყანაში მოციქულ [[მათე მოციქული|მათეს]] გამოსახსნელად. კონკრეტულად კი დიდი ტბების რაიონში ([[ტანზანია]], [[უგანდა]], [[რუანდა]], [[კონგო]]) და გაემართა [[ზიმბაბვე]]ს ახლოს მდებარე ხევისკენ. თუმცაღა აპოკრიფში ზოგჯერ მოციქულ მათეს მაგივრად [[მატათა მოციქული]] მოიხსენიება (შესაძლოა მსგავსების გამო. მათე-MATHEUS-Матфее და მატათა-MATHIAS-Матфий). [[მატათა მოციქული]] კი , როგორც ცნობილია რომ გაემგზავრა [[საქართველო]]ში, ხოლო [[მათე მოციქული]] კი [[ალექსანდრია]]სა და [[ეთიოპია]]ში. ზოგიერთი მკვლევარი აღნიშნავს , რომ ”კაციჭამიების„კაციჭამიების ქვეყანა”ქვეყანა“ მართლაც არსებობდა შავშავი ზღვის პირას, იგი მდებარეობდა პონტოში - სინოპის რაიონში (ჩრდ. [[თურქეთი]]). აქვე უნდა გავიხსენოთ სახელი ”მეორე„მეორე ეთიოპია”ეთიოპია“, რომელიც მატათა მოციქულის ცხოვრებაშია აღნიშნული. აპოკრიფზე დაყრდნობით გადაჭრით რთული სათქმელია, იყო თუ არა ანდრია მოციქული აფრიკის სიღრმეში, რადგანაც მოციქული ანდრია მოიხსენიება აფრიკის ქვეყნების მხოლოდ ეთიოპიურ წყაროებში. თუ დავეყრდნობით ამავე აპოკრიფს, ანდრია მოციქულმა გაათავისუფლა დატყვევებული მოციქული და დაამხო [[მიქაელ მთავარანგელოზი]]ს ძალით მათი უძლეველი კერპი, რის შემხედვარე ხალხი მოიქცა და მოინათლა. იქიდან კი ანდრია მოციქული თავისუფლად შეიძლებოდა ,დაბრუნებულიყო ეთიოპია-[[ნილოსი]]ს გავლით იერუსალიმში.
 
==== მეოთხე მისიონერული მოგზაურობა ====
[[ღვთისმშობლის მიძინება|ღვთისმშობლის მიძინების]] შემდეგ, ანდრია მოციქულმა დატოვა იერუსალიმი და გაემგზავრა თავის ბოლო მოგზაურობაში. გადმოცემით ცნობილია რომ , ის ისევ ეწვია [[პონტო]]ს, მერე გადავიდა [[საქართველო]]ში და გაემართა [[აზოვის ზღვა|აზოვის ზღვისკენ]], იქიდან გადავიდა[[ყირიმი|ყირიმში]] და ზევით აყვა [[მდინარე დნეპრი|დნეპრს]] ვიდრე [[კიევი|კიევამდე]] ; ასევე შავი ზღვისპირეთის სკვითების ქვეყნებში. ყირიმში [[სევასტოპოლი]]სა და [[ხერსონი]]ს ბერძნებთან დააარსა ქრისტიანული [[ეკლესია]]. [[დნეპრისპირეთი]]დან , სადაც ახლა დგას კიევი, ,უნდა გამგზავრებულიყო ჩრდილოეთით სადაც, დღესდღეობით მდებარეობს [[მოსკოვი]] , [[ნოვგოროდი]], და ლადოჟის ტბის მიმართულებით [[ვალაამი]]სკენ. ადგილობრივი გადმოცემის მიხედვით , მოციქული იყო [[სალოვკის კუნძული|სალოვკის კუნძულზეც]], თუმცაღა ამის მტკიცებულება არ არსებობს. სავარაუდოდ [[ვალაამი]]დან გაემართა [[ბალტიის ზღვა|ბალტიის ზღვისკენ]]; იქიდან [[შოტლანდია]]ში და თანამედროვე [[პოლონეთი]]სა და [[სლოვენია|სლოვენიის]] გავლით მივიდა რუმინეთში , სადაც მან დაყო ოცი წელი. [[რუმინეთი]]დან კი გაემგზავრა ხერსონი-ყირიმში, სინოპში, [[მაკედონია]]ში, ეპირში, [[თესალია]], [[ლამია]], ლუტრაკიონსა და [[კორინთე]]ში.
 
==== ნაწყვეტი თეიმურაზ ბატონიშვილის ”ივერიის ისტორიიდან” ====
{{ციტირება|შემდგომ ქრისტეს ამაღლებისა მეექვსესა წელსა მოიწვივნეს ესე ორნი მოციქულნი ქრისტესნი პირველ-წოდებული ანდრია და სიმონ კანანელი, რამეთუ უბრძანა წმინდმან ღუთის-მშობელმან, რათა წარვიდნენ ივერიად და მუნ ჰქადაგონ საყვარელი ძეს მისი ქრისტე ღმერთი მხსნელი და მაცხოვარი, წილ-ხდომილსა შინა ქვეყანასა ღუთისა დედისასა. წილხდომილი ქვეყანა ღუთისა დედისა არს ივერია მიზეზითა ამით ვინაითდგან მოუთხრობს საქართველოსა ეკლესიის ისტორია, ვითარმედ ოდეს ამაღლდა ქრისტე ზეცად და საღმრთოთა მოციქულთა ზედა გარდმოვიდა ყოვლად წმინდა სული; მაშინ მოციქულნი განემზადნენ წარსვლად პირსა ზედა ყოველსა ქვეყანისასა და იყარეს წილი მოციქულთა თვს შორის, თუ რომელი რომელსა ქვეყანასა წარვიდეს და ჰქადაგონ სიტყვა ღუთისა. მაშინ ჟამსა მას მუნ იყოფოდა მათთანა დედაცა ღუთისა ქალწული მარიამ და უბრძანა მოციქულთა. ”შვილნო„შვილნო ჩემნო საყვარელნო, დასდევთ წილიცა ჩემი შრომისა მიღებად საყუარელსა ძისა ჩემისათვის, რათა ვქადაგო სახელი მისი, რომელსაცა ადგილასა მხდების მე წილი; ხოლო წილთა იგინი მორჩილექმნნეს და დასდევეს წილიცა მისი შორის წილთა თვისთა, წილ იგდეს და ხვდა დედასა ღუთისასა წილად თვსად ივერია (რომელს არს საქართველო). ”ხოლო„ხოლო ოდეს წარვიდოდეს მოციქულნი თვითოეულთა კერძოთა, მაშინ ინება შემდგომად წმინდამანცა ღუთის მშობელმან წარსვლა ივერიად, რათა ჰქადაგოს სიტყვა იგი ღვთისა, ძეი და ღმერთი თვსი და მიიღორა შრომაი მგზავრობისა და განვიდა გარე იერუსალემით და აჰა უფალი იესო, საყვარელი იგი ძეი მისი შეემთხვია წინა და ჰრქვა. ”დედაო„დედაო, გიხარდენ, და ვითარცა იხილა იგი აღეტყინა დედაი ყოვლად წმინდა სიხარულითა და ტრფიალებითა გამოუთქმელითა და ჰრქვა სასურველსა ძესა თვსსა. ”მშვიდობა„მშვიდობა შენდა, ძეო საყვარელო და ღმერთო ჩემო, მე აღტყინებული დედა სახელისა შენისათვის წმინდისა განმფენად მივალ მე უცხოთა შორის ნათესავთა, რათა ვაცნო მათცა მოწყალებანი უსაზღვრონი, შენ მიერ მონიჭებულნი ცხოვრებად სოფლისა და სიყვარულისათვის შენისა არა ცრიდო მე, არცა ერთსა ჭირსა და შრომასა გზისასა”გზისასა“. მაშინ მიუგო მას უფალმან და ჰრქვა. ”დედაო„დედაო, სიტკბოებაო სოფლისაო, კმა არს შრომა ეგეშენი და გულს მოდგინება სიყვარულისათვის მხოლოდშობილისა ძისა შენისა და აწ ვითხოვ მე შენ მიერ, რათა დაადგრე აქავე იეროსალემს ვიდრემდის მიგიყვანებდე შენ დიდებასა შინა მამისა ჩემისასა და ყოვლად წმინდისა სულისასა ჩემთანა განუშორებელად: ხოლო ნაცვლად შენსა უბრძანე მოციქულსა ანდრიას და სიმეონს ერდგულთა მოწაფეთა ჩემთა და იგინი წარვიდენ, სადაცა გენებოს და მუნ მრავალთა და არცა შევიდა ქალაქსა შინა მცხეთისასა; არამედ პირისპირ მცხეთისა გაღმად მდინარისა არაგვსა აღვიდა მთასა მას ზედა, რომელსაცა ზედა არს მონასტერი ჯვარისა ცხოველს მყოფელისა (რომელსაცა ჯაჭვის მონასტრად სახელ-ედების) და მწვერვალსა მას გორისასა აღმართა ჯვარი და დაუტევა და წარვიდა მუნით კახეთისა კერძოთა და შევიდა შინაგან კახეთისა, განხდა მდინარესა დიდსა იორსა (ესე იგი ალაზნისა მდინარესა და მოვიდა გრემს და აღმართა მუნცა ჯვარი მცირესა მას მწვერვალსა ზედა გორისასა, სადა იგი არს აქ ეკლესია მიხაილ-მთავარ-ანგელოზისა, რომელი იყო ძველად მონასტერი და არს იგი სამარხვო მეფეთა და მუნით გაღმამხხრის გზით კავკასიურით გზით, განვლო დიდოეთი და მრავალნი ადგილნი ლეკთანი მოვლნო და ჰქადაგა ადგილთა მათ და ანდრიად წოდებულსა ქალაქსა შინა კავკასიურსა ჰქადაგა სიტყვა ღუთისა (მუნ ჟამითგან ეწოდა ადგილსა მას ანდრია), მუნით მოიქცა ქრისტეთის გზით და მოვიდა ფევსა მთიულეთისასა ლომეკის მდინარესა ზედა (რომელსა აწ სახელ-სდებენ თერგად) და აღვიდა ძირსა საშინელისა მის კავკასიურისა მთისა, რომელსა ეწოდების მყინვარი (რომელსაცა ზედა ჰგიან საუკუნითგანნი მყინვარნი და თოვლნი განუზომელნი) მაღალსა მთასა ზედა, სადა იგი არს ადგილსა მას დაბა და ადგილსა მას, სადა იგი ჯვარი აღმართა ეკლესია დიდი მონასტერი წმინდისა მოციქულისა პირველ-მოწამისა სტეფანესი.}}
 
=== მოწამეობრივი აღსასრული ===
ხაზი 37:
[[ფაილი:Relikwandreas.JPG|thumb|წმ. ანდრია მოციქულის თავის ქალა და ჯვარი რომელზეც გააკრეს. ქ. პატრა, წმ. ანდრიას ეკლესია.]]
 
წმინდა ანდრია მოციქული თავდაპირველად, გ.[[62]] წელს დაკრძალული იყო ქ. პატრაში (საბერძნეთი), სადაც [[ეგაეტი]]ს ბრძანებით წმინდანი ჯვარს აცვეს. გ.[[357]] წელს [[კონსტანტინე დიდი]]ს ვაჟმა - კონსტანციუსმა, წმიდა მოციქულის უხრწნელი ნაწილები პატივით გადაასვენა კონსტანტინოპოლში, [[ლუკა მახარებელი]]სა და [[ტიმოთე მოციქული]]ს ნაწილთა გვერდით. IX საუკუნის მეორე ნახევარში, წმინდა ანდრია პირველწოდებულის თავის ქალა დააბრძანეს ქ. პატრას წმინდა ანდრიას სახელობის ეკლესიაში. 1460 წელს, ოსმალთა იმპერიის მიერ მცირე აზიის ტერიტორიების დაპყრობის გამო, პატრას არქონტმა თომა პალეოლოგმა სიწმინდის გადარჩენის მიზნით, წმინდა ანდრიას თავის ქალა გადააბრძანა რომში, სადაც ის იყმყოფებოდა [[1964]] წლამდე. დღესდღეობით წმინდა ანდრია პირველწოდებულის თავის ქალა დაბრძანებულია მოციქულის წამების იარაღის - ჯვრის გვერდით ქ. პატრას წმინდა ანდრიას სახელობის ეკლესიის საკურთხეველში. ანდრია მოციქულის წმინდა ნაწილების ძირითადი ნაწილი ათონიის მთაზე იმყოფება: მკლავი X საუკუნიდან დაბრძანებულია წმინდა [[ათანასეს ლავრა]]ში, ერთი ტერფი ინახება [[ელია წინასწარმეტყველის სავანე]]ში , ხოლო მეორე ტერფი, წმინდა [[ათონის წმინდა პანტელეიმონის მონასტერი|ათონის წმინდა პანტელეიმონის მონასტერში]]. წმინდა ანდრიას მარჯვენა მკლავი XVI საუკუნიდან დაბრძანებულია მოსკოვში, კრემლის ხარების ეკლესიაში. ვენეციაში წმიდა ანდრია პირველწოდებულის წმიდა ნაწილები [[1208]] წლიდანაა დაბრძანებული, რომლებიც ჯვაროსნებმა კონსტანტინეპოლის წმიდა მოციქულთა სახელობის ეკლესიიდან გაიტაცეს. 2002 წლის 15 აგვისტოს, წმინდა ანდრია პირველწოდებულის წმინდა ნაწილები საჩუქრად გადაეცა საქართველოს საპატრიარქოს. იგი საქართველოში ჩამოაბრძანეს ვატიკანის ნუნცმა კლაუდიო გუჯეროტიმ და ვენეციის კარდინალმა მარკო ჩემ.
[[ფაილი:Amalfi BW 2013-05-15 10-09-21.jpg|thumb|left|ქ. ამალფის ტაძარი, რომელშიც წმ. ანდრია მოციქულის ნაწილები ინახება]]
[[ფაილი:Flag of Scotland.svg|thumb|შოტლანდიის დროშა, რომელიც ანდრიას სამახსოვროდ ზედ მის ჯვარს ატარებს]]
 
== აპოკრიფული ლიტერატურა ==
* „Деяния Андрея“,
* "Деяния Андрея",
* "Деяния„Деяния Андрея и Матфея между людоедами"людоедами“,
* "Деяния„Деяния Петра и Андрея"Андрея“
== სქოლიო ==
==ლიტერატურა==