სპორტი საქართველოში: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 503:
 
== მხატვრული ტანვარჯიში ==
'''თბილისში ჯერ კიდევ XX საუკუნის დასაწყისში არსებობდა რიტმული პლასტიკის სტუდია,''' რომლის ბაზაზეც [[1924]] წელს შეიქმნა რიტმის ინსტიტუტი. აქ უპირატესობას ანიჭებდნენ სცენური ჟესტის ცნობილი ფრანგი თეორეტიკოსისა და პრაქტიკოსის, [[ფრანსუა დელსარტი|ფრანსუა დელსარტის]] იდეებს, ვის სახელსაც უკავშირდება ტერმინი "ესთეტიკური ტანვარჯიში". მხატვრული ტანვარჯიში სპორტული მიმართულებით [[1940-იანები|1940-იანი]] წლების მიწურულს განვითარდა. [[1948]] წელს თბილისში მოეწყო მეორე საკავშირო დათვალიერება-კონკურსი, პიონერთა და მოსწავლეთა სასახლეში კი გაიხსნა მხატვრული ტანვარჯიშის ორი ჯგუფი. [[ლენინგრადი|ლენინგრადიდან]] მოიწვიეს ცნობილი ტანმოვარჯიშე და მწვრთნელი [[იულია შიშკარიოვა]], რომელმაც შეადგინა და დანერგა ორიგინალური ვარჯიშები. საქართველოს ტანმოვარჯიშეები საკავშირო შეჯიბრებებში [[1950]] წლიდან ჩაებნენ, მაგრამ პირველი მნიშვნელოვანი გამარჯვებები [[1970-იანები|1970-იანია]]<nowiki/>ნ წლებში მოიპოვეს, როცა ნაკრებს სათავეში ჩაუდგა შემდგომში სახელოვანი მწვრთნელი [[ნელი სალაძე]]. მან შექმნა მხატვრული ტანვარჯიშის ქართული სკოლა, რომელმაც საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. [[1979]] წელს [[ირინე გაბაშვილი]] და [[ლალი დოლიძე]] საბჭოთა გუნდთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ. იმავე ჩემპიონატში გაბაშვილმა ბურთით ვარჯიში მოიგო, მრავალჭიდში კი III ადგილი დაიკავა. დიდ სარბიელზე წარმატებით გამოდიოდნენ აგრეთვე [[ინგა ყიფშიძე]], [[ელისო ბედოშვილი]], [[ირინა ჟემჩუჟინა]], [[მაია ნადიბაიძე]], [[მარინა ხალილოვა]], [[მაია მორბედაძე]] და სხვები. ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობდნენ [[ეკა აბრამია]] ([[1996]], XXV ადგილი) და [[ინგა თავდიშვილი]] ([[2000]], XXI ადგილი).
 
'''[[საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ფედერაცია.]]''' დაფუძნდა [[1991]] წლის [[1 ივნისი|1 ივნისს]]. [[1992]] წლის [[18 ივლისი|18 ივლისიდან]] ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაციისა (FIG) და ევროპის ტანვარჯიშის კავშირის (UEG) წევრია. პრეზიდენტები: [[ანზორ ღონღაძე]] ([[1991]]-04[[2004]]), [[რუსუდან სიხარულიძე]] ([[2004]]-?), [[კონსტანტინე ლაშხი]] (დღემდე). <ref>http://sport.gov.ge/?pg=sporttypes&sportid=74</ref>
 
== ხელბურთი ==