ოტო ფონ ბისმარკი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 63:
[[1871]] წლის 18 იანვარს [[ვერსალი|ვერსალში]] ოფიციალურად გამოცხადდა [[გერმანიის გაერთიანება (1871)|გერმანიის იმპერიის ჩამოყალიბება]]. [[იმპერია|იმპერიის]] ჩამოყალიბების შემდეგ ბისმარკი, როგორც [[რაიხსკანცლერი]], თითქმის 20 წლის განმავლობაში ფაქტობრივად შეუზღუდავად მართავდა გერმანიას. რაიხსკანცლერობის პირველ პერიოდში იგი ეყრდნობოდა [[ეროვნულ-ლიბერალურ პარტია]]ს და ე. წ. "[[კულტურკამპფი]]ს" დროს მასთან ერთად გამოდიოდა კლერიკალური-პარტი-კულარისტული ოპოზიციის წინააღმდეგ, რომელსაც კათოლიკური ეკლესია უჭერდა მხარს. მკვეთრად რეაქციული გახდა ბისმარკის პოლიტიკა პოლონელთა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობისა და გერმანიის პროლეტარიატის წინააღმდეგ განსაკუთრებული კანონის მეშვეობით ბისმარკი შეეცადა ჩაეხშო მზარდი მუშათა მოძრაობა და აელაგმა [[გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტია]]. მაგრამ ამ ფრონტალურმა შეტევამ მარცხი განიცადა. ბისმარკის რაიხსკანცლერობის დასასრულს ნათლად გამოიკვეთა მმართველი წრეების მისწრაფება მშრომელ მასებთან ბრძოლაში დიქტატორული მეთოდები ლიბერალური დემაგოგიით შეეცვალათ.
 
ბისმარკის უმნიშვნელოვანეს საგარეო პოლიტიკურ ამოცანად მიაჩნდა ჩაეშალა ანტიგერმანული კოალიციების შექმნის ყოველგვარი შესაძლებლობა, არ დაეშვა [[საფრანგეთი]]ს ძლიერების აღორძინება. ამ მიზანს ემსახურებოდა [[1873]] წელს დადებული რუსეთ-ავსტრია-გერმანიის შეთანხმება („<nowiki/>[[სამი იმპერატორის კავშირი]]<nowiki/>“). ამავე დროს ბისმარკი ცდილობდა უკიდურესად გაერთულებინა [[რუსეთი]]ს მდგომარეობა ახლო აღმოსავლეთში, დაეპირისპირებინა მისთვის ბალკანეთზე [[ავსტრია]]-[[უნგრეთი]], ხოლო ხმელთაშუა ზღვის აუზში - [[დიდი ბრიტანეთი|ბრიტანეთი]], და „პატიოსანი მაკლერის“
ნიღაბს ამოფარებულს, ისევე როგორც [[1878]] წლის [[ბერლინის კონგრესი|ბერლინის კონგრესზე]], მათი წინააღმდეგობები გერმანიის იმპერიის სასარგებლოდ გამოეყენებინა. [[1879]] წელს ბისმარკმა ხელი მოაწერა სამხედრო შეთანხმებას [[ავსტრია-უნგრეთი|ავსტრია-უნგრეთთან]], რომელიც [[იტალია|იტალიის]] შეერთების შემდეგ [[სამთა კავშირი|სამთა კავშირად გადაიქცა]] ([[1882]]). ამავე დროს ბისმარკი [[1887]] ე. წ. „გადაზღვევის ხელშეკრულებით“ ცდილობდა კეთილგანწყობა შეენარჩუნებინა რუსეთთანაც. ამგვარმა რთულმა დიპლომატიურმა მანევრირებამ ბოლოს და ბოლოს უარყოფითი შედეგი გამოიღო - 80-იანი წლების დასასრულს დაიწყო რუსეთ-საფრანგეთის დაახლოება, რაც [[1891]]-[[1893]] მათ შორის სამხედრო კავშირის დადებით დამთავრდა.