ანა ლეოპოლდის ასული: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
კატეგორიის შეცვლა using AWB
 
ხაზი 19:
== ბიოგრაფია ==
[[ფაილი:Anna Leopoldovna by L.Caravaque (c.1740, Russian museum).jpg|მარცხნივ|მინი|320x320პქ|ანა ლეოპოლდოვნა 1740 წელს.]]
ანა ლეოპოლდის ასული დაიბადა 1718 წლის 18 დეკემბერს როსტოკში. იგი იყო მეკლენბურგ-შვერინის ჰერცოგ კარლ ლეოპოლდისა და მისი მესამე ცოლის, დიდ მთავარ [[ეკატერინა იოანეს ასული|ეკატერინა იოანეს ასულ რომანოვას]] ერთადერთი ქალიშვილი. დედის მხრიდან იგი თავად რუსეთის იმპერატორ [[ივანე V]]-ის შვილიშვილი და იმპერატორ [[პეტრე I დიდი|პეტრე I]]-ის ძმის შვილიშვილი იყო.
 
1722 წელს დედამისმა მიატოვა ოჯახი და რუსეთში დაბრუნდა. სულ მალე ეკატერინამ ასევე რუსეთში წაიყვანა ანაც, რომელიც 1734 წელს მართლმადიდებლად გადანათლა. 1739 წელს დედამისმა ანა ლეოპოლდოვნა ცოლად შერთო ბრაუნშვაიგის ჰერცოგ ანტონ ულრიხს. ქორწინებიდან ერთ წელიწადში, 1740 წელს ანამ ვაჟი გააჩინა, რომელსაც ბაბუის პატივსაცემად ივანე დაარქვა. ამ პერიოდში რუსეთში მამრობითი სქესის მემკვიდრის კრიზისი იყო. ამავე წელს, უშვილოდ გარდაიცვალა [[ანა (რუსეთი)|იმპერატრიცა ანაც]], რის გამოც ეკატერინა ივანოვნამ რუს დიდებულებს თავისი შვილიშვილი რუსეთის იმპერატორად გამოაცხადებინათ [[ივანე VI]]-ის სახელით. მისი მცირეწლოვანების გამო, იმპერატორს რეგენტად დედამისი, ანა ლეოპოლდის ასული დაენიშნა.
ხაზი 25:
თავისი ხანმოკლე რეგენტობის პერიოდში ანა საერთოდ არ ერეოდა პოლიტიკაში, თუმცა უთანხმოება ჰქონდა პრემიერ-მინისტრთან. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მას რომანი ჰქონდა საქსონიის ელჩ მორიც კარლ ცუ ლინართან. ამ ფაქტმა რუსებში საშინელი უკმაყოფილება გამოიწვია და სულ მალე იმ აზრმაც დაიწყო მუსირება, რომ შესაძლოა იმპერატორიც საყვარლისგან ჰყოლოდა გაჩენილი. ამის გამო რუსებმა შეთქმულების მზადება დაიწყეს ანას ბიძაშვილის, [[ელიზავეტა პეტროვნა|ელიზავეტა პეტროვნას]] მეთაურობით, რომელსაც ტახტზე ასვლა სურდა. 1741 წლის 5-6 დეკემბერს რუსეთში სახელმწიფო გადატრიალება განხორციელდა, რა დროსაც დაამხეს იმპერატორ ივანე VI-ისა და დედამისის, ანა ლეოპოლდოვნას მმართველობა და ტახტზე იმპერატორ პეტრე I-ის ქალიშვილი, [[ელისაბედ I (რუსეთი)|ელიზავეტა I]] დასვეს.
 
ელიზავეტა I-ის ბრძანებით ანა ლეოპოლდოვნა ქმარ-შვილთან ერთად გადაასახლეს რიგაში, სადაც მათ შინა პატიმრობაში ამყოფებდნენ. მოგვიანებით ისინი არხანგელსკის ოლქში გადაასახლეს, სადაც 1746 წლის 19 მარტს, 27 წლის ანა ლეოპოლდოვნა მეხუთე მშობიარობას გადაჰყვა. ამის შემდეგ ელიზავეტამ მისი შვილები რუსეთიდან გააძევა, რის შემდეგაც მისი შვილები დანიაში გადასახლდნენ და იქ გარდაიცვალნენ, შთამომავლების გარეშე.
 
== შვილები ==
ხაზი 41:
* Anna Leopóldowna. In: Brockhaus’ Kleines Konversations-Lexikon. 5. Auflage. Band 1, F. A. Brockhaus, Leipzig 1911, S. 71.
* Walentin Janin u. a.: Otetschestwennaja istorija: istorija Rossii s drewneischich wremen do 1917 goda : Tom 1. Bolschaja Rossijskaja enziklopedija, Moskau 1994, ISBN 5-85270-076-2, S. 86.
 
[[კატეგორია:დაბადებული 18 დეკემბერი]]
[[კატეგორია:დაბადებული 1718]]
Line 47 ⟶ 48:
[[კატეგორია:ქალი რეგენტები]]
[[კატეგორია:მშობიარობის დროს გარდაცვლილები]]
[[კატეგორია:წმინდა ეკატერინეს ორდენის კავალერებიკავალრები]]