ემა ცუ ვალდეკ უნდ პირმონტი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
კატეგორიის შეცვლა using AWB
ხაზი 19:
|რელიგია = [[კალვინიზმი]]
}}
'''ემა ცუ ვალდეკ უნდ პირმონტი''' ({{Lang-de|Emma zu Waldeck und Pyrmont}}; დ. [[2 აგვისტო]], [[1858]], [[ვალდეკი]], [[გერმანია]] — გ. [[20 მარტი]], [[1934]], [[ჰააგა]], [[ნიდერლანდები]]) — [[გერმანელები|გერმანელი]] პრინცესა. ნიდერლანდების დედოფალი და ლუქსემბურგის დიდი ჰერცოგინია 1879-1890 წლებში როგორც [[ვილემ III (ნიდერლანდები)|ვილემ III]]-ის მეორე მეუღლე. ნიდერლანდების დედოფალ [[ვილჰელმინა (ნიდერლანდები)|ვილჰელმინას]] დედა და მისი რეგენტი 1890-1898 წლებში.
 
== ბიოგრაფია ==
[[ფაილი:Emmainrouw.JPG|მარცხნივ|მინი|340x340პქ|ახლადდაქვრივებული ემა თავის ქალიშვილთან, დედოფალ ვილჰელმინასთან ერთად 1890 წელს]]
ემა დაიბადა 1858 წლის 2 აგვისტოს გერმანიაში. იგი იყო ვალდეკ უნდ პირმონტის პატარა სამთავროს მთავარ გეორგ ვიქტორისა და მისი მეუღლის, პრინცესა ელენა ნასაუელის ქალიშვილი. მას შემდეგ, რაც მისი უფროსი და, პრინცესა ელენა ცოლად გაჰყვა დიდი ბრიტანეთის დედოფალ [[ვიქტორია (გაერთიანებული სამეფო)|ვიქტორიას]] უმცროს ვაჟს, ალბანის ჰერცოგ ლეოპოლდს ვალდეკების ოჯახი დაწინაურდა და ემასაც მიეცა შანსი, რომ პრესტიჟულად გათხოვილიყო. ამის გამო მშობლებმა იგი აღსაზრდელად მკაცრ კალვინისტ პასტორს მიაბარეს, რომელმაც ემას ხატვა, ქალის ხელსაქმეები და ფრანგული ლიტერატურა კარგად ასწავლა.
 
1879 წლის 7 იანვარს, აროლსენში ემა ცოლად გაჰყვა ნიდერლანდების მეფე [[ვილემ III (ნიდერლანდები)|ვილემ III]]-ს, რომლის პირველი ცოლი, დედოფალი [[სოფია ვიურტემბერგელი]] 1877 წელს გარდაიცვალა.
 
ქორწინებიდან მალევე, 1880 წლის 31 აგვისტოს ემამ თავისი ერთადერთი შვილი, პრინცესა [[ვილჰელმინა (ნიდერლანდები)|ვილჰელმინა]] გააჩინა, რომელიც ამ დროს საერთოდ არ მოაზრებოდა მემკვიდრედ, რადგან ვილემ III-ს პირველი ცოლისგან ორი ვაჟი ჰყავდა, თუმცა მათი უშვილოდ და ნაადრევად დაღუპვის გამო ვილჰელმინა მეფის ერთადერთ მემკვიდრედ იქცა.
 
1890 წლის 23 ნოემბერს ვილემ III გარდაიცვალა, რის გამოც ტახტი მცირეწლოვანმა დედოფალმა ვილჰელმინამ დაიკავა, რომლის რეგენტიც დედოფალი ემა გახდა. სწორედ მის რეგენტობასთანაა დაკავშირებული ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს ნიდერლანდებისგან გამოყოფა, რომლის ტახტიც ემას ბიძამ, ადოლფ ნასაუელმა დაიკავა.
 
ემა რეგენტობას სერიოზულად ეკიდებოდა, ამიტომაც ცდილობდა მინისტრებთან კარგი ურთიერთობა შეენარჩუნებინა და ზუსტად მიჰყვებოდა [[კონსტიტუციური მონარქია|კონსტიტუციური მონარქიის]] პრინციპებს. პარალელურად, იგი დიდ ყურადღებას უთმობდა თავისი ქალიშვილის განათლებას. აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც ვილჰელმინას 16 წელი შეუსრულდა ემა მასთან ერთად მართავდა ქვეყანას. 1898 წელს ვილჰელმინა 18 წლის გახდა და ემასაც რეგენტობა ჩამოერთვა, თუმცა მიენიჭა დედა-დედოფლის წოდება.
 
დედა-დედოფალი ემა გარდაიცვალა 1934 წლის 20 მარტს ჰააგას სამეფო სასახლეში, 75 წლის ასაკში. მისი გარდაცვალების მიზეზაც ბრონქიტი დასახელდა.
 
== ლიტერატურა ==
 
* George Edmundson, History of Holland (2013), p.  421
* David Williamson, Debrett's Kings and Queens of Europe (1988), p.  101
{{ნიდერლანდების კონსორტები}}
 
[[კატეგორია:დაბადებული 2 აგვისტო]]
[[კატეგორია:დაბადებული 1858]]
Line 49 ⟶ 50:
[[კატეგორია:დედოფალ მარია ლუიზას ორდენის კავალრები]]
[[კატეგორია:წმინდა ეკატერინეს ორდენის კავალერები]]
[[კატეგორია:წმინდა იზაბელის ორდენის კავალერებიკავალრები]]