ელიზაბეთ ცუ ვიდი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
კატეგორიის შეცვლა using AWB
ხაზი 26:
ელიზაბეთი დაიბადა 1843 წლის 29 დეკემბერს გერმანიაში. იგი იყო ვიდის მთავარ ჰერმანისა და მისი მეუღლის, მარია ნასაუელის ქალიშვილი. დედის მხრიდან მისი ბიძა-დეიდა იყვნენ: ლუქსემბურგის დიდი ჰერცოგი ადოლფი და შვედეთისა და ნორვეგიის დედოფალი [[სოფია ნასაუელი]]. ასევე დედის მხრიდან, ელიზაბეთს ბიძაშვილ-დეიდაშვილებად ერგებოდნენ შემდეგი ევროპელი მონარქები: ლუქსემბურგის დიდი ჰერცოგი ვილემ IV, ნიდერლანდების დედოფალი [[ემა ცუ ვალდეკ უნდ პირმონტი]] და შვედეთის მეფე [[გუსტავ V]].
[[ფაილი:Queen Elisabeth of Romania.jpg|მარცხნივ|მინი|314x314პქ|დედოფალი ელიზაბეთი ახალგაზრდობაში]]
როდესაც თექვსმეტი წელი შეუსრულდა, ელიზაბეთი მოიაზრებოდა დიდი ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრის, უელსის პრინც ედუარდის საცოლედ (მომავალში მეფე [[ედუარდ VII]]), რომელიც თავად დედოფალ [[ვიქტორია (გაერთიანებული სამეფო)|ვიქტორიას]] უფროსი ვაჟი იყო. მათი საქორწინო მოლაპარაკებები მალევე ჩაიშალა და ვიქტორიამ თავისი ვაჟი დანიის მეფე [[კრისტიან IX]]-ის ქალიშვილ [[ალექსანდრა დანიელი|ალექსანდრა დანიელზე]] დააქორწინა.
 
1861 წელს, ბერლინში ელიზაბეთი დააქორწინეს პრინც კარლ ფონ ჰოენცოლერნ-ზინგმარინგენზე. 1869 წელს მისი ქმარი რუმინეთის მეფედ აირჩიეს [[კაროლ I]]-ის სახელით, რითაც ელიზაბეთი რუმინეთის პირველი დედოფალი გახდა. აღსანიშნავია, რომ რუმინელები მას ელიზაბეტას უწოდებდნენ.
 
1870 წელს ბუქარესტში დედოფალმა თავისი ერთადერთი შვილი, პრინცესა მარია გააჩინა, რომელიც 1874 წელს, 3 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შემდეგ ელიზაბეთი აღარ დაორსულებულა.
 
1877-1878 წლებში რუმინეთმა [[ოსმალეთის იმპერია|ოსმალეთის იმპერიასთან]] დაიწყო ომი, რომელიც რუმინელთა ტრიუმფით დასრულდა. ამ პერიოდში დედოფალი ელიზაბეთი აფინანსებდა დაჭრილი ჯარისკაცების მკურნალობასა და გარდაცვლილების ოჯახების პატრონობას. ამის გამო მან რუმინელ ხალხში დიდი პოპულარობა მოიპოვა, რის გამოც მოგვიანებით დაარსდა დედოფალ ელიზაბეტას ორდენი. ამ დამსახურებისათვის მას გადაეცა ესპანეთის დედოფალ [[მარია ლუიზა პარმელი|მარია ლუიზა პარმელის]] სახელობის ქალბატონების საპატიო ღირსების ორდენი. იგი ამ ორდენის რიგით 835-ე კავალერი გახდა. დედოფალი ელიზაბეთი დიდ დროს უთმობდა ლიტერატურასა და ხელოვნებას. გარდა გერმანულისა და რუმინულისა, მან კარგად იცოდა ინგლისური და ფრანგული. მისი მეოხებით რუმინულად ითარგმნებოდა პოემები, ნოველები, ისტორიები. ცნობილია, რომ მას აფორიზმების კოლექციაც კი ჰქონდა.
 
მას შემდეგ, რაც აშკარა გახდა, რომ დედოფალი მემკვიდრეს ვერ გააჩენდა, 1881 წელს კაროლ I-მა თავისი ძმისწული, პრინცი ფერდინანდი იშვილა და ტახტის მემკვიდრედ გამოაცხადა. რუმინეთში ჩასულმა ფერდინანდმა მალევე გააბა რომანი დედოფალ ელიზაბეთის სეფექალ ელენა ვაკარეშკუსთან. ისინი მალე ისე დაახლოვდნენ, რომ ფერდინანდი ელენას ცოლად შერთვასაც აპირებდა, რის გამოც ელიზაბეთმა ელენა პარიზში გადაასახლა. ამის შემდეგ დედოფალი თავის შვილობილს ევროპაში სამოგზაუროდ გაჰყვა, რათა მისთვის საცოლე შეერჩიათ. არჩევანი დედოფალ ვიქტორიას შვილიშვილზე, პრინცესა [[მარია ედინბურგელი|მარია ედინბურგელზე]] შეაჩერეს, რომელიც ფერდინანდმა მალევე შეირთო ცოლად და მასთან ერთად დაბრუნდა რუმინეთში.
 
1914 წლის 10 ოქტომბერს კაროლ I გარდაიცვალა, რის გამოც ტახტი [[ფერდინანდ I (რუმინეთი)|ფერდინანდ I]]-მა დაიკავა. ამ ამბიდან არც თუ ისე დიდი ხნის შემდეგ, 1916 წლის 2 მარტს, 72 წლის დედოფალი ელიზაბეთი ბუქარესტში გარდაიცვალა.
 
== ლიტერატურა ==
* Gabriel Badea-Päun, Carmen Sylva - Uimitoarea Regină Elisabeta a României, 1843–1916, Bucharest, Humanitas, 2003, second edition in 2007, third edition in 2008; ISBN 978-973-50-1101-7
* Gabriel Badea-Päun, Jean-Jules-Antoine Lecomte du Nouÿ (1842–1923) à la cour royale de Roumanie, dans Bulletin de la Société de l'Historie de l'Art Français, Année 2005, Paris, 2006, pp.  257–81.
* Hibbert, Christopher (2007). Edward VII: The Last Victorian King. New York: Palgrave Macmillan.
* Pakula, Hannah (1995). An Uncommon Woman: The Empress Frederick, Daughter of Queen Victoria, Wife of the Crown Prince of Prussia, Mother of Kaiser Wilhelm. New York: Simon and Schuster. ISBN 0-684-84216-5.
* Zimmermann, Silvia Irina: Der Zauber des fernen Königreichs. Carmen Sylvas „Pelesch-Märchen“, (Magisterarbeit Universität Marburg 1996), ibidem-Verlag, Stuttgart, 2011, 180 pages; ISBN 978-3-8382-0195-5.
* Zimmermann, Silvia Irina: Die dichtende Königin. Elisabeth, Prinzessin zu Wied, Königin von Rumänien, Carmen Sylva (1843–1916). Selbstmythisierung und prodynastische Öffentlichkeitsarbeit durch Literatur, (Doctoral thesis University of Marburg 2001/2003), ibidem-Verlag, Stuttgart, 2010, 482 pages; ISBN 978-3-8382-0185-6.
 
[[კატეგორია:დაბადებული 29 დეკემბერი]]
[[კატეგორია:დაბადებული 1843]]
Line 53 ⟶ 54:
[[კატეგორია:წმინდა ეკატერინეს ორდენის კავალერები]]
[[კატეგორია:ვიქტორიასა და ალბერტის ორდენის კავალერები]]
[[კატეგორია:წმინდა იზაბელის ორდენის კავალერებიკავალრები]]