ავგუსტა ვიქტორია შლეზვიგ-ჰოლშტაინელი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
კატეგორიის შეცვლა using AWB
ხაზი 19:
|რელიგია = [[ლუთერანიზმი]]
}}
'''ავგუსტა ვიქტორია შლეზვიგ-ჰოლშტაინელი''' ({{Lang-de|Augusta Viktoria von Schleswig-Holstein}}; დ. [[22 ოქტომბერი]], [[1858]], [[ბრანდენბურგი]], [[გერმანია]] — გ. [[11 აპრილი]], [[1921]], [[უტრეხტი]], [[ნიდერლანდები]]) — [[ოლდენბურგები|ოლდენბურგების დინასტიის]] გვერდითი შტოს წარმომადგენელი. გერმანიისა და პრუსიის უკანასკნელი დედოფალი 1888-1918 წლებში. იმპერატორ [[ვილჰელმ II (გერმანიის იმპერია)|ვილჰელმ II]]-ის მეუღლე.
 
== ბიოგრაფია ==
ხაზი 26:
1881 წლის 27 თებერვალს ავგუსტა ვიქტორია ცოლად გაჰყვა თავის მესამე თაობის ბიძაშვილს<ref>ავგუსტა ვიქტორიას დედის დედის დედა, იყო ვილჰელმის დედის დედის დედა, აქ საუბარია დედოფალ ვიქტორიასა და ფეოდორა ლაინინგენელის დედაზე, პრინცესა ვიქტორია საქსენ-კობურგ-ზაალფელდელზე, რომლის ხაზითაც იყვნენ ისინი ბიძაშვილები</ref>, პრუსიის პრინც [[ვილჰელმ II (გერმანიის იმპერია)|ვილჰელმს]], რომელიც იყო გერმანიის იმპერატორ [[ვილჰელმ I (გერმანიის იმპერატორი)|ვილჰელმ I]]-ის ვაჟის, კრონპრინც [[ფრიდრიხ III (გერმანიის იმპერია)|ფრიდრიხისა]] და მისი ცოლის, პრინცესა [[ვიქტორია ბრიტანელი|ვიქტორია ბრიტანელის]], დედოფალ ვიქტორიას ქალიშვილის უფროსი ვაჟი.
 
ახალ ოჯახში ავგუსტას მეტსახელი შეარქვეს და „დონას“ უწოდებდნენ ხოლმე. მას თავიდანვე კარგი ურთიერთობა ჰქონდა დედამთილთან, ვიქტორია ბრიტანელთან, რომელიც იმედოვნებდა, რომ ავგუსტა ხელს შეუწყობდა მასსა და მის ვაჟს, ვილჰელმს შორის არსებული განხეთქილების მოგვარებას.
 
1888 წლის 9 მარტს ვილჰელმ I გარდაიცვალა და ტახტი ავგუსტას მამამთილმა, [[ფრიდრიხ III (გერმანიის იმპერია)|ფრიდრიხ III]]-მ დაიკავა, რომელიც ამავე წლის 15 მარტს ხორხის სიმსივნით გარდაიცვალა, რის გამოც ტახტზე [[ვილჰელმ II (გერმანიის იმპერია)|ვილჰელმ II]] ადის, რითაც ავგუსტა ვიქტორია გერმანიისა და პრუსიის დედოფალი ხდება. ამის შემდეგ მან გამოამჟღავნა თავისი მიდრეკილება სამედიცინო საქმისადმი, რის გამოც იგი მედდა გახდა და [[წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო მოძრაობა|წითელ ჯვარში]] დაიწყო მსახურობა. ცნობილია, რომ იგი დიდ სიამოვნებას იღებდა თავისი დედამთილის, ვიქტორიას გაღიზიანებით. მაგალითად: როდესაც იგი ეტყოდა, რომ კარგი იქნებოდა ერთი კაბა ჩაეცვა, იგი აუცილებლად სხვას იცვამდა. ამის მაგალითია ისიც, რომ როდესაც ავგუსტამ თავის ქალიშვილს ვიქტორია დაარქვა და მის დედამთილს ეს გაუხარდა, მან საჯაროდ განმარტა, რომ ბავშვს სახელი არა თავისი დედამთილის, არამედ ბავშვის დიდი ბებიის, დიდი ბრიტანეთის დედოფალ ვიქტორიას პატივსაცემად დაარქვა.
ხაზი 34:
ავგუსტას ასევე დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა ვილჰელმის დებთან, განსაკუთრებით კი საბერძნეთის დედოფალ [[სოფია პრუსიელი|სოფია პრუსიელთან]]. ორ ქალს შორის დაპირისპირება მხოლოდ მაშინ დაიწყო, რაც 1890 წელს სოფია მართლმადიდებლად მოინათლა. გადანათვლამდე ცოტა ხნით ადრე დედოფალი ავგუსტა მას დაემუქრა, რომ თუ ლუთერანულ ეკლესიას განუდგებოდა, სოფიას გერმანული მიწებიდან გააძევებდა, ხოლო მისი სული ჯოჯოხეთში მოხვდებოდა. მისი გავლენით ვილჰელმმა თავისი და მართლაც გააძევა მშობლიური მიწიდან და როდესაც 1890 წელს ავგუსტამ ნაადრევად გააჩინა პრინცი იოაკიმი, რომელიც სიკვდილის პირას იყო, ეს ყველაფერი სოფიას „ცოდვას“ მიაწერა. მას ქმარზე იმდენად დიდი გავლენა ჰქონდა, რომ ვილჰელმსაც დააჯერა, რომ მათი ვაჟის ამბავი სოფიას ბრალი იყო, რის გამოც იმპერატორმა დედას მისწერა კიდეც, რომ თუ ბავშვი მოკვდებოდა, ის სოფიას მოკლული იქნებოდა.
 
1914 წელს დაიწყო [[პირველი მსოფლიო ომი]], რომელშიც გერმანია თავიდანვე აქტიურად ჩაება. 1918 წელს, გერმანია და მისი მოკავშირები დამარცხდნენ, რის გამოც გერმანია, ავსტრია-უნგრეთი, რუსეთი და ოსმალეთი დაიშალა, რასაც ყოველ მათგანში მოჰყვა მონარქიის გაუქმება. ამრიგად, ავგუსტა ვიქტორიამ დაკარგა დედოფლის სტატუსი. 1920 წელს გერმანიის სამეფო ოჯახი იძულებული გახდა ემიგრაციაში ნიდერლანდებში წასულიყო, რამაც მასზე საშინელი გავლენა იქონია. გადამწყვეტი დარტყმა 1920 წელს მისი ვაჟის, პრინცი იოაკიმის თვითმკვლელობა გახდა, რომელიც ავგუსტა ვიქტორიამ ვერაფრით გადაიტანა. იგი 1921 წლის 11 აპრილს, 62 წლის ასაკში გარდაიცვალა უტრეხტში, ნიდერლანდებში. მოგვიანებით იგი გერმანიაში გადაასვენეს და [[პოტსდამი|პოტსდამში]] დაკრძალეს.
 
== შვილები ==
ხაზი 51:
* Thomas Weiberg: … wie immer Deine Dona. Verlobung und Hochzeit des letzten deutschen Kaiserpaares. Isensee-Verlag, Oldenburg 2007, ISBN 978-3-89995-406-7.
* Littell, Eliakim; Littell, Robert S. (1921). "The Last Hohenzollern Empress". The Daily Telegraph. Littell, Son and Company. 309. Retrieved 27 March 2018.
* Radziwill, p. &nbsp;30.
* Porter, Katharine Anne (1984). Ship of Fools. New York: Back Bay Books/Little, Brown and Company. pp. 81-82&nbsp;81–82. ISBN 978-0-316-71390-0.
* Hof- und Staats-Handbuch des Königreich Württemberg (1907), "Königliche Orden" p. &nbsp;136
== სქოლიო ==
{{სქოლიო}}
{{პრუსიის დედოფლები}}
 
[[კატეგორია:დაბადებული 22 ოქტომბერი]]
[[კატეგორია:დაბადებული 1858]]
Line 68 ⟶ 69:
[[კატეგორია:წმინდა ეკატერინეს ორდენის კავალერები]]
[[კატეგორია:ვიქტორიასა და ალბერტის ორდენის კავალერები]]
[[კატეგორია:წმინდა იზაბელის ორდენის კავალერებიკავალრები]]