მარია ამალია ესპანელი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
კატეგორიის შეცვლა using AWB
ხაზი 14:
|დედა = [[მარია ლუიზა პარმელი]]
}}
'''მარია ამალია ესპანელი''' ({{lang-es|María Amalia de España}}; დ. [[9 იანვარი]], [[1779]] — გ. [[22 ივლისი]], [[1798]]) — [[ბურბონთა დინასტია|ბურბონთა დინასტიის]] წარმომადგენელი. ესპანეთის მეფე [[კარლ IV (ესპანეთი)|კარლ IV]]-ისა და დედოფალ [[მარია ლუიზა პარმელი|მარია ლუიზა პარმელის]] ქალიშვილი. 1795 წელს ცოლად გაჰყვა თავისსავე ბიძას, [[ანტონიო პასკალ ესპანელი|ანტონიო პასკალ ესპანელს]]. ქორწინებიდან სამ წელისადში მარია ამალია მშობიარობას გადაჰყვა.
 
== ბიოგრაფია ==
=== ადრეული ცხოვრება ===
მარია ამალია დაიბადა 1779 წლის 9 იანვარს. იგი იყო ესპანეთის მეფე კარლ IV-ისა და დედოფალ მარია ლუიზას მეორე ქალიშვილი. მას სახელი ბებიის, ესპანეთის დედოფალ მარია ამალია საქსონიელის პატივსაცემად დაარქვეს. აღსანიშნავია, რომ დედამისი საფრანგეთის მეფე [[ლუი XV]]-ის ფავორიტი შვილიშვილი იყო.
 
თავდაპირველად დედოფალი მარია ლუიზა მარია ამალიას მითხოვებას თავის ძმის შვილზე, პარმის პრინც ლუიჯიზე გეგმავდა. 1794 წელს ლუიჯი ესპანეთის სამეფო კარზეც ჩავიდა. იგი საკმაოდ სიმპატიური შესახედაობის, ქერა, ინტელიგენტი და ათლეტური აღნაგობის ახალგაზრდა იყო, და ამავდროულად ხუთი წლით უმცროსიც მარია ამალიაზე. ლუიჯიმ მისი ასაკისა და გარეგნობის გამო უარი თქვა მარია ამალიაზე და სანაცვლოდ მის უმცროს დაზე, მარია ლუისაზე დაქორწინების ნებართვა ითხოვა, რომელიც მისი თანატოლი და ბევრად უკეთესი გარეგნობის გოგონა იყო. მარია ამალიას დები დიდი წარმატებით გათხოვდნენ: [[კარლოტა ხოაკინა ესპანელი|კარლოტა ხოაკინა]] პორტუგალიისა და ბრაზილიის იმპერატორს გაჰყვა, [[მარია ლუისა ესპანელი (1782-1824)|მარია ლუისა]] ლუკას ჰერცოგსა და ერტურიის მეფეს, [[მარია ისაბელ ესპანელი|მარია ისაბელი]] კი სიცილიისა და ნეაპოლის მეფეს. ცხადია მარია ამალიას მშობლებს მისი ასეთივე სარფიანად გათხოვება სურდათ, თუმცა ევროპის მონარქებს მასზე დაქორწინება არ სურდათ.
 
=== ქორწინება და გარდაცვალება ===
მისმა მშობლებმა მარია ამალიასათვის საქმრო საბოლოოდ ისევ ესპანეთში იპოვნეს. ეს იყო მარია ამალიაზე 24 წლით უფროსი მისივე ბიძა [[ანტონიო პასკალ ესპანელი|ანტონიო პასკალი]], რომელიც აქამდე არასდროს დაოჯახებულა. მიუხედავად დიდი ასაკობრივი სხვაობისა, მათ ბევრი საერთო აღმოაჩინეს და ისინი ერთად ხშირად საათობით სეირნობდნენ და ნადირობდნენ კიდეც.
 
1795 წლის 25 აგვისტოს შედგა მარია ამალიასა და ანტონიო პასკალის ქორწინება. ეს იყო ორმაგი დინასტიური ქორწინება, რა დროსაც მათთან ერთად დაქორწინდნენ მარია ამალიას და — მარია ლუისა და ლუიჯი პარმელი.
 
1797 წელს მარია ამალია პირველად დაფეხმძიმდა, თუმცა მალევე მუცელი მოეშალა. ამ ამბიდან მალევე იგი კვლავ დაფეხმძიმდა, თუმცა 1798 წლის 22 ივლისს, 19 წლის მარია ამალია პირველივე მშობიარობას გადაჰყვა, მან მკვდარი ბავშვი გააჩინა. იგი დაკრძალეს ესკორიალის სამეფო ბაზილიკაში.
 
== წინაპრები ==
ხაზი 91:
[[კატეგორია:ესპანეთის ინფანტები]]
[[კატეგორია:მშობიარობის დროს გარდაცვლილები]]
[[კატეგორია:დედოფალ მარია ლუიზას ორდენის კავალერებიკავალრები]]