სტეფანია ბელგიელი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 19:
'''სტეფანია ბელგიელი''' ({{Lang-fr|Stéphanie de Belgique}}, {{Lang-de|Stephanie von Belgien}}; დ. [[21 მაისი]], [[1864]], [[ბრიუსელი]], [[ბელგია]] — გ. [[23 აგვისტო]], [[1945]], [[უნგრეთი|პანონჰალმა, უნგრეთი]]) — [[საქსენ-კობურგის და გოთას დინასტია|საქსენ-კობურგ-გოთას დინასტიის]] წარმომადგენელი. ბელგიის მეფე [[ლეოპოლდ II (ბელგია)|ლეოპოლდ II]]-ისა და დედოფალ [[მარია ჰენრიეტა ავსტრიელი|მარია ჰენრიეტა ავსტრიელის]] ქალიშვილი. ავსტრია-უნგრეთის იმპერიის კრონპრინც [[რუდოლფი (ავსტრიის კრონპრინცი)|რუდოლფის]] ერთადერთი მეუღლე. იმპერატორ [[ფრანც იოზეფ I]]-ის რძალი.
 
== ბიოგრაფია ==
== ადრეული ცხოვრება ==
პრინცესა სტეფანია დაიბადა 1864 წლის 21 მაისს ბრიუსელში. იგი იყო ბელგიის მეფე [[ლეოპოლდ II (ბელგია)|ლეოპოლდ II]]-ისა და მისი მეუღლის, დედოფალ [[მარია ჰენრიეტა ავსტრიელი|მარია ჰენრიეტა ავსტრიელის]] შუათანა ქალიშვილი. მამის მხრიდან იგი ბელგიის მეფე [[ლეოპოლდ I (ბელგია)|ლეოპოლდ I]]-ის შვილიშვილი, საფრანგეთის მეფე [[ლუი-ფილიპ ორლეანელი|ლუი ფილიპ I]]-ის შვილიშვილი და დიდი ბრიტანეთის დედოფალ [[ვიქტორია (გაერთიანებული სამეფო)|ვიქტორიას]] ბიძაშვილი იყო, ხოლო დედის მხრიდან საღვთო რომის იმპერატორ [[ლეოპოლდ II (სრი)|ლეოპოლდ II]]-ის შვილიშვილი და ესპანეთის დედოფალ [[მარია კრისტინა ავსტრიელი|მარია კრისტინას]] მამიდაშვილი იყო.
[[ფაილი:Stéphanie, Crown Princess of Austria-Hungary.jpg|მარცხნივ|მინი|304x304პქ|პრინცესა სტეფანია 1890-იან წლებში]]
1880 წლიდან ლეოპოლდ II-მ სტეფანიას ქორწინებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები წამოიწყო. მას სურდა, რომ იგი ავსტრია-უნგრეთის იმპერატორ [[ფრანც იოზეფ I]]-ის ერთადერთ ვაჟზე, [[რუდოლფი (ავსტრიის კრონპრინცი)|რუდოლფზე]] დაექორწინებინა. იმავე წლის 5 მარტს კრონპრინცი რუდოლფი ჩავიდა ბრიუსელში. შეიძლება ითქვას, რომ ამ პერიოდის ევროპაში კათოლიკე პრინცესების დეფიციტი იყო, რის გამოც რუდოლფს დიდი არჩევანი არც ჰქონია, თანაც მან დედას მისწერა, რომ სტეფანია „მშვენიერი, კარგი და ჭკვიანია“. ორმხრივ სიმპათიას მალევე მოჰყვა ნიშნობაც, 1881 წლის 10 მაისს კი ვენაში სტეფანია და რუდოლფი დაქორწინდნენ კიდეც. მათ ქორწინებას დაესწრნენ არა მხოლოდ ავსტრიისა და ბელგიის სამეფო ოჯახის წევრები, არამედ დიდი ბრიტანეთის მეფე [[ედუარდ VII]] და გერმანიის იმპერატორი [[ვილჰელმ II (გერმანიის იმპერია)|ვილჰელმ II]]-ც.
 
სტეფანიამ თავისი ერთადერთი შვილი 1883 წლის 2 სექტემბერს გააჩინა და მას ორივე ბებიის პატივსაცემად ელიზაბეთ მარია დაარქვეს. ამის შემდეგ მასსა და რუდოლფს შორის დაიწყო გაუცხოება. სულ მალე მათი ქორწინება წმინდა წყლის ფორმალობად იქცა და მეტიც, კრონპრინცმა რომის პაპს მიმართა განქორწინების თხოვნით, თუმცა მამის ბრძანებით თხოვნა უკან გამოიწვია.
== ავსტრიის კრონპრინცესა ==
 
1889 წელს რუდოლფმა თავის 17 წლის საყვარელ მარიასთან ერთად მაიერლინგის სანადირო სახლში თავი მოიკლა. თერთმეტწლიანი ქვრივობის შემდეგ, 1900 წლის 22 მარტს მირამარში მეორედ დაქორწინდა უნგრელ დიდგვაროვანზე, ლონილაი დე ნაგი-ლონიის მთავარ ელემერზე. ამის შემდეგ მან დატოვა ვენის საიმპერატორო კარი და ქმართან ერთად უნგრეთში გადასახლდა, სადაც გაატარა დარჩენილი ცხოვრება. მიუხედავად იმისა, რომ ახალ მეუღლესთან შვილები არ ჰყოლია, მათ ბედნიერი ქორწინება ჰქონდათ. 1937 წელს მან გამოაქვეყნა თავისი მემუარები, სახელად „მე იმპერატრიცა უნდა ვყოფილიყავი“, რომელიც განსაკუთრებული პოპულარობით ავსტრიაში სარგებლობდა.
== დარჩენილი ცხოვრება ==
 
პრინცესა სტეფანიას არცერთი მსოფლიო ომის დროს არ დაუტოვებია უნგრეთი. იგი სწორედ აქ, 1945 წლის 23 აგვისტოს გარდაიცვალა, 81 წლის ასაკში.
== შვილები ==
 
== წინაპრები ==