აუგსბურგის რელიგიური ზავი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 3:
 
== გერმანიის შინაგანი მდგომარეობა 1555 წლის აუსბურგის საზავო ხელშეკრულების შემდეგ ==
აუსბურგის საზავო ხელშეკრულება ფაქტობრივად ნიშნავდა გერმანელი მთავრების სრულ გამარჯვებას და, მაშასადამე, გერმანიის პოლიტიკური დაქსაქსულობის განმტკიცებას. აღნიშნულმა ზავმა მთავრები სრულიად დამოუკიდებელი გახადა რელიგიურ საკითხშიც, მათ უფლება მიეცათ თავიანთი ქვეშერმდომებისათვის ის რელიგია მოეხვიათ თვზე, რომელსაც თვითონ მოისურვებდნენ პრინციპის მიხედვით — „ვისი ძალაუფლებაცაა, მისივე უნდა იყოს სარწმუნოებაც“. ამასთან ერთად, ფაქტობრივად, მთავრების კონპენტენციაში გადავიდა ეკონომიური პოლიტიკისა და სასამართლოს წარმოების უფლებაც.<ref name=":0">''ტივაძე გ.,'' შუა საუკუნეების ისტორია, ტ.2, გვ. 444, თბილისი : თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1970.</ref>
 
რეფორმავიის გამარჯვების შემდეგ გერმანიის მთავრების ერთი ნაწილი კათოლიკურ ეკლესიას მიემხრო, ხოლო მეორე-პროტესტანტობას. თვით კურფიურისტები, რომლებიც იმპერატორებს ირჩევდნენ, რელიგიური თვალსაზრისით ორ დაჯგუფებად იყოფოდნენ: პროტესტანტები (ბრანდენბურგის, საქსონიისა და პფალცის კურფიურისტები) და კათოლიკენი (ტრირის, კელნის და მაინცის არქიეპისკოპოსები), ხოლო მეშვიდე კურფიურისტი, რომელიც იმპერატორი იყო, ერთდროულად ითვლებოდა ჩეხეთის მეფედ. ამის გამო, XVI საუკუნის მეორე ნახევარში იმპერატორის მიმართ შეიქმნა ძალთა თანაფარდობა პროტესტანტ და კათოლიკე კურფიურისტებს შორის.<ref name=":0" />
ხაზი 17:
ზემოაღნიშნულის საპასუხოდ სამხრეთ და დასავლეთ გერმანიის პროტესტანტმა მთავრებმა 1608 წელს ევანგელიკური უნია დააარსეს, რომლის მეთაური გახდა კალვინისტების ხელმძღვანელი პფალცის კურფიურისტი. ეს ლიგა სამხედრო-პოლიტიკურ ორგანიზაციას წარმოადგენდა. 1609-1610 წლებში მას მიემხრო ზოგიერთი საიმპერიო ქალაქი, ჰესენის ლანდგრაფი და ბრანდენბურგის კურფიურსტი. ევანგელიკური უნიის სულისჩამდგმელი ფაქტობრივად ანრი IV იყო.<ref name=":0" />
 
ევანგელიკური ეკლესიის დასაპირისპირებლად მაქსიმილიანე ბავარიელის ინიციატივით 1609 წელს ჩამოყალიბდა ასეთივე სამხედრო-პოლიტიკური კავშირი, რომელსაც კათოლიკური ლიგა ეწოდა. მასში შედიოდნენ კათოლიკე სასულიერო და საერო მთავრები. ამ კავშირს დიდი მატერიალური სახსრები გააჩნდა, 1610 წელს იგი დაუყოვნებლივ შეუდგა თავისი ჯარების შეგროვებას გამოცდილი და ნიჭიერი სარდლის ტილის (Tilli) ხელმძღვანელობით (ტილლი წარმოშობით ესპანური ნიდერლანდებიდან იყო. სწავლობდა იეზიტურ სკოლაში. 1610 წელს იგი შევიდა მაქსიმილიანე ბავარიელის სამსახურში). კათოლიკურ ლიგას მხარს უჭერდა ესპანეთი. ამგვარად, ორივე მხარე გაფაციცებით ემზადებოდა ახალი ომისათვის, რომელიც კვლავ გერმანიის ტერიტორიაზე უნდა მომხდარიყო.<ref name=":0" />
 
== რესურსები ინტერნეტში ==