სომხეთ-საქართველოს ომი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
სტილისტური და პუნქტუაციური შესწორებები.
სტილისტური და პუნქტუაციური შესწორებები.
ხაზი 121:
მოპოვებული გამარჯვების შემდეგ საქართველოს სამხედრო მეთაურობამ დაიწყო შეტევითი ოპერაციებისთვის მზადება. პირველ მიზნად დასახულ იქნა ეკატერინენფელდის ჩრდილოეთით, [[დაღეთი|დაღეთ]]-[[სამშვილდე (თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი)|სამშვილდის]] ანკლავის ლიკვიდაცია. ადგილობრივი სომხური მოსახლეობა აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს წინააღმდეგ ომში და საგულდაგულოდ მოემზადა შეტევის მოსაგერიებლად. ამბოხებულებმა გამოიყენეს ადგილის რთული რელიეფი, დაიკავეს ხელსაყრელი პოზიციები და კარგად გაამაგრეს ისინი, მთლიანობაში ამ სოფლებში კონცენტრირებული იყო 500 სომეხი მეამბოხე. ეს ანკლავი ყველაზე ახლოს მდებარეობდა [[თბილისი|თბილისთან]] და მოწყვეტილი იყო კავშირს სომხეთის არმიის მიერ კონტროლირებად ტერიტორიასთან, ამდენად პირველ რიგში ამ სოფლების გათავისუფლება ლოგიკური და სწორი გადაწყვეტილება იყო საქართველოს სამხედრო მეთაურობის მხრიდან. 19-20 დეკემბერს ეკატერინენფელდში [[სოციალისტ-ფედერალისტები|სოციალისტ-ფედერალისტთა]] დამხმარე რაზმები შევიდნენ. 21 დეკემბერს დაიწყო დაღეთის გათავისუფლების ოპერაცია, ქაიხოსრო ჩოლოყაშვილის მეთაურობით კავალერიამ გადალახა მდ.ხრამი და დაიკავა პლაცდარმი სოფლის აღმოსავლეთით. სისხლისმღვრელი ბრძოლა [[დაღეთი|დაღეთის]] ასაღებად ხუთი დღის განმავლობაში გაგრძელდა და 25 დეკემბერს ქართველთა გამარჯვებით დასრულდა. ბრძოლაში თბილისიდან და ეკატერინენფელდიდან მოსული დამხმარე ძალებიც მონაწილეობდნენ. სოფლის აღება ქართულ მხარეს 50-მდე დაღუპულ სამხედროდ დაუჯდა, დიდი იყო მსხვერპლი სომეხთა შორისაც. 27 დეკემბერს წინააღმდეგობის გარეშე დანებდნენ [[სამშვილდე (თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი)|სამშვილდეში]] გამაგრებული სომეხი მეამბოხეები, დაღეთ-სამშვილდის ანკლავი განადგურდა.
 
ეკატერინენფელდის ჩრდილოეთით აჯანყების კერის ლიკვიდაციის შემდეგ, გადაწყდა სოფელ [[ბოლნისი (ბოლნისის მუნიციპალიტეტი)|ბოლნისის]] გათავისუფლება და სომხეთის არმიის [[ლოქის ქედი|ლოქის ქედის]] სამხრეთით განდევნა. განსხვავებით დაღეთ-სამშვილდის ანკლავისგან, ბოლნისში გამაგრებულ [[სომხები|სომხებს]] უშუალო სახმელეთო კავშირი გააჩნდათ სომხეთთან და დაუბრკოლებლად ღებულობდნენ შევსებას ცოცხალი ძალისა და შეიარაღების სახით. სომეხთა სამხედრო მეთაურობამ დიდ ძალებს მოუყარა თავი სოფელში და საგულდაგულოდ მოემზადა [[ქართველები|ქართველთა]] შეტევის მოსაგერიებლად. ბოლნისის ასაღებად სათანადო სამზადისი გაწია საქართველოს სამხედრო მეთაურობამაც. სოფლის გასათავისუფლებლად თავი მოიყარა 10001,000-ზე მეტმა სამხედრომ და მოხალისემ, 8 ქვემეხითა და 33 ტყვიამფრქვევით. 30 დეკემბერს გააფთრებული ბრძოლის შემდეგ ქართულმა მხარემ ვერ მოახერხა სოფლის აღება. ღამე ქართულმა ნაწილებმა მიიღეს დამატებითი ძალები, ქვეითი ასეული და სამთო-ცხენოსანი ბატარეა, [[სადახლო|სადახლოს]] ბრძოლის გმირის პოლკოვნიკ ირაკლი ცაგურიას მეთაურობით. 31 დეკემბერს ქართველები გადამწყვეტ შეტევაზე გადავიდნენ, მთელი დღის განმავლობაში მიმდინარე სისხლისმღვრელი ბრძოლა [[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა|საქართველოს]] გამარჯვებით დასრულდა, სოფელი ბოლნისი გათავისუფლდა. დღის ბოლოს ქართულმა ნაწილებმა მთლიანად დაიკავეს მდ.[[ბოლნისისწყალი|ბოლნისისწყლის]] ხეობა და ლოქის ქედამდე მიაღწიეს. სომხეთის არმიის V მსროლელმა პოლკმა გადალახა ლოქის ქედი და [[ტაშირი (ქალაქი)|ვორონცოვკის]] მიმართულებით დაიხია უკან. 31 დეკემბრის ბრძოლაში სომხებმა მძიმე დანაკარგი განიცადეს, როგორც [[ვალიკო ჯუღელი]] იხსენებდა ''"ხელში ჩავიგდეთ ტყვეები, ტყვიამფრქვევები, სამხედრო საწყობები, საზიდრები და უზღვავი ქონება. სამწუხაროდ, ქვემეხები ადრე გაეტანათ. შტაბსაც ასევე წინასწარ მარდად მოეკურცხლა"''. 17 დეკემბერს [[სომხეთის დემოკრატიული რესპუბლიკა|სომხეთის]] სამხედრო მეთაურობის მიერ [[ბოლნისი|ეკატერინენფელდის]] მიმართულებით წამოწყებული შეტევა, ზუსტად ორი კვირის თავზე სომეხთა სრული სამხედრო ფიასკოთი დასრულდა.
 
დეკემბრის მეორე ნახევარში სომხებმა სცადეს დაეკავებინათ [[ბორჩალოს მაზრა|ბორჩალოს მაზრის]] ყველაზე დასავლეთით მდებარე თრიალეთის უბნის ნაწილიც, მდ.[[ხრამი|ხრამის]] სამხრეთით. თუმცა [[ბოლნისი|ეკატერინენფელდის]] მიმართულებით განცდილი მძიმე მარცხის შემდეგ პრაქტიკულად წინააღმდეგობის გარეშე დატოვეს ეს ზონა და სასწრაფოდ დაიხიეს უკან, დევნისას ქართველებმა აიღეს ნადავლი 124 შაშხანისა და მტრის მიერ დატოვებული ჭურვების მარაგის სახით. გამარჯვებულმა საქართველოს არმიამ გაათავისუფლა ეკატერინენფელდისა და თრიალეთის უბნები. 31 დეკემბრის 24 საათისთვის, ქართული არმიის მოწინავე ნაწილებმა ცალკეულ მონაკვეთებში ლორეს უბნის ტერიტორიაზეც შეაღწიეს.