ისაბელ ფარნეზე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
დაემატა კატეგორია:დედა დედოფლები გაჯეტ HotCat-ით
No edit summary
ხაზი 52:
=== პირველი წლები ===
[[ფაილი:Elisabeth Farnese with her eldest son Infante Carlos (future Carlos III of Spain) in 1716 by Melendez.jpg|მარცხნივ|მინი|319x319პქ|დედოფალი ისაბელი თავის პირველ შვილთან, ინფანტ კარლთან ერთად, შესრულებულია 1716 წელს მელენდესის მიერ]]
ქორწინების შემდეგ,დედოფალმა ისაბელმა ერთობ აქტიურ ცხოვრებას მიჰყო ხელი: იგი ხშირად დადიოდა სანადიროდ, რა დროსაც მამაკაცის ტანსაცმლით იმოსებოდა. მემატიანეები მას აღწერენ როგორც შესანიშნავ მშვილდოსანსა და მხედარს, რომელიც მეფესთან ერთად ნადირობდა ხოლმე. თავიდან იგი გამხდარი და ტანადი ქალი იყო, თუმცა შვილების გაჩენის შემდეგ ფიგურა ძალიან დაერღვა. ისაბელი მეტად ექსტრავაგანტულიექსტრავაგანტური პიროვნება იყო და თავის ირგვლივ მხოლოდ იტალიური საზოგადოება ჰყავდა შემოკრებილი. მიუხედავად ამისა, მის სეფექალებს შორის, მაინც აღმოჩნდა ერთი ფლამანდიელი ქალბატონი, რომელიც დედოფლის საუკეთესო მეგობრად იქცა. ცნობილია, რომ 1727 წელს ისაბელმა იგი საფრანგეთის სამეფო კარზე გაუშვა ჯაშუშად. ამ დროს, იგი გრაფინია ალტამირამ ჩაანაცვლა, რომელიც სხვა სეფექალებს ძალიან მკაცრად ეპყრობოდა.
 
თავდაპირველად, ისაბელ ფარნეზე, როგორც დედოფალი ესპანელებში პოპულარული იყო. ეს იმით იყო გამოწვეული, რომ მან მოახერხა მეფის აღმზრდელ ურსულას სამეფო კარიდან გაძევება, რომელიც ხალხს სძულდა, ამიტომაც მათ ახალი დედოფალი მხსნელად მიიჩნიეს. თუმცა, სულ მალე აღმოჩნდა, რომ მეფესა და პოლიტიკაზე დომინირება თავად დედოფალმა დაიწყო. იგი არაპოპულარული იყო ესპანელ არისტოკრატიაში, ვინაიდან მან სამეფო კარის ეტიკეტი ძირეულად შეცვალა. ასევე დიდგვაროვნები, დედოფალს სრულიად ღიად სდებდნენ ბრალს მეფის „დამონებაში“. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ისაბელს სძულდა თავისი გერები, პრინცები ლუისი და ფერდინანდი, რომლებიც ხელს უშლიდნენ მისი ვაჟის გამეფებას, რის გამოც დედოფალმა უცხოელების დახმარებით არაერთხელ სცადა მათი მოკვლა, თუმცა ამაოდ.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ისაბელ_ფარნეზე“-დან