მატილდა დ’უდეკემ დ’აკო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ამოღებულია კატეგორია:ცოცხალი ადამიანები. იხ. https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ვიკიპედია:ფორუმი/წინადადებები&oldid=4001479
ხაზი 16:
|რელიგია = [[კათოლიციზმი]]
}}
'''მატილდა დ’უდეკემ დ’აკო''' ({{Lang-fr|Mathilde d'Udekem d'Acoz}}; დ. [[20 იანვარი]], [[1973]], [[ბრიუსელი]], [[ბელგია]]) — [[ბელგიელები|ბელგიელი]] არისტოკრატი. ბელგიის დედოფალი 2013 წლის 21 ივლისიდან დღემდე როგორც მეფე [[ფილიპე (ბელგია)|ფილიპეს]] მეუღლე. იგი ქვეყნის ისტორიაში პირველი ბელგიელი დედოფალია.
 
== ბიოგრაფია ==
მატილდა დაიბადა 1973 წლის 20 იანვარს ბრიუსელში. იგი არის ადგილობრივი გრაფის, პატრიკ დ’უდეკომ დ’აკოსა და მისი მეუღლის, გრაფინია ანა მარია კომოროვსკას პირველი შვილი ხუთიდან. მამის მხრიდან იგი ბელგიელია, ხოლო დედის ხაზით პოლონელი. მას მაგისტრის ხარისხი აქვს ფსიქოლოგიაში. თავად მისი ოჯახი წარმოშობით ფლამანდიელია, თუმცა ვალონიაში ცხოვრობს. აღსანიშნავია ისიც, რომ დედის ხაზით მატილდას ბიძაშვილად ერგება პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტი [[ბრონისლავ კომოროვსკი]], რომელთანაც მას დღემდე აქვს დისტანციური ურთიერთობა.
 
1999 წლის სექტემბერში იგი ბელგიის კრონპრინც ფილიპეზე დაინიშნა, რომელიც არის ბელგიის მეფე [[ალბერტ II (ბელგია)|ალბერტ II]]-ისა და დედოფალ [[პაოლა რუფო დი კალაბრია|პაოლა რუფო დი კალაბრიას]] უფროსი ვაჟი. ვინაიდან მატილდა ბელგიელია, მან ხალხის მხარდაჭერა მალევე დაიმსახურა, რამაც ხელი შეუწყო მის სამეფო კარზე ინტეგრაციას. აღსანიშნავია ისიც, რომ მატილდა ფლობს ფრანგულ, გერმანულ,იტალიურ, ინგლისურ და ნიდერლანდურ ენებს. მიუხედავად დედის წარმოშობისა, მას პოლონური არასოდეს უსწავლია.
 
1999 წლის 4 დეკემბერს ბრიუსელში შედგა მატილდასა და პრინცი [[ფილიპე (ბელგია)|ფილიპეს]] ქორწინება. ამის შემდეგ მას, როგორც მომავალ დედოფალს ბრაბანტის ჰერცოგინიის წოდება მიენიჭა. ამ პერიოდში მან ორი გოგონა და ორი ვაჟი გააჩინა, რის პარალელურადაც იგი აქტიურად იყო ჩაბმული ქვეყნის სოციალურ-კულტურულ საქმიანობასა და საქველმოქმედო საქმიანობაში.
 
2013 წლის 21 ივლისს მისი მამამთილი, ალბერტ II ტახტიდან გადადგა ფილიპეს სასარგებლოდ, რის შემდეგაც მატილდა ბელგიის დედოფალი გახდა. დედოფლობასთან ერთად იგი ითავსებს ბელგიაში [[იუნისეფი|იუნისეფისა]] და [[ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია|ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის]] პრეზიდენტობას.
 
== შვილები ==
ხაზი 36:
# ელეონორი (დ. 16 აპრილი, 2008), ბელგიის ტახტის რიგით მეოთხე მემკვიდრე;
 
აღსანიშნავია, რომ ტახტის მემკვიდრე არა მისი ვაჟი, არამედ უფროსი ქალიშვილი, პრინცესა ელიზაბეტია, რაც განპირობებულია იმით, რომ 1991 წელს ბელგიის მემკვიდრული კანონები შეიცვალა, რის მიხედვითაც მონარქიული ტახტი გადადის მონარქიდან არა უფროს ვაჟზე, არამედ უფროს შვილზე, განურჩევლად სქესისა. იგივე კანონი მოქმედებს შვედეთში, ესპანეთსა და ნიდერლანდებშიც.
 
== ლიტერატურა ==
ხაზი 44:
* News: Bambi für Königin Mathilde der Belgier. Abgerufen am 21. November 2019.
{{ბელგიის დედოფლები}}
 
[[კატეგორია:დაბადებული 20 იანვარი]]
[[კატეგორია:დაბადებული 1973]]
[[კატეგორია:ცოცხალი ადამიანები]]
[[კატეგორია:ბელგიელები]]
[[კატეგორია:ბელგიის დედოფლები]]