დონალდ ტრამპი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ამოღებულია კატეგორია:ცოცხალი ადამიანები. იხ. https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ვიკიპედია:ფორუმი/წინადადებები&oldid=4001479
ხაზი 61:
| პრემიერ-მინისტრი5=
}}
'''დონალდ ჯონ ტრამპი''' ({{lang-en| Donald John Trump}}; დ. [[14 ივნისი]], [[1946]], [[ნიუ-იორკი]], [[აშშ]]) — [[ამერიკელები|ამერიკელი]] [[ბიზნესმენი]] და [[პოლიტიკა|პოლიტიკოსი]]. [[ამერიკის შეერთებული შტატები]]ს [[აშშ-ის პრეზიდენტების სია|45-ე პრეზიდენტი 2017 წლის 20 იანვრიდან]]. 2015 წლის ივნისში, ტრამპმა საკუთარი თავი [[რესპუბლიკური პარტია (აშშ)|რესპუბლიკური პარტიის]] საპრეზიდენტო კანდიდატად წამოაყენა. 2016 წლის 8 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე, [[აშშ-ის რესპუბლიკური პარტია|რესპუბლიკელების]] მიერ წარდგენილმა ტრამპმა [[დემოკრატიული პარტია (აშშ)|დემოკრატების]] კანდიდატი, [[ჰილარი კლინტონი]] დაამარცხა.
 
დონალდ ტრამპი ჰოლდინგური [[The Trump Organization]]-ის თავმჯდომარე და პრეზიდენტია, რომელიც შექმნილია ტრამპის უძრავი ქონებისა და სხვადასხვა ბიზნეს-ინტერესებისათვის. მისი თქმით, პრეზიდენტის პოსტის დაკავებამდე, იგი კომპანიაში თანამდებობას დატოვებს. საკუთარი მოღვაწეობის მანძილზე, ტრამპს მსოფლიოს მასშტაბით აშენებული აქვს საოფისე კოშკები, სასტუმროები, სამორინეები, გოლფის მოედნები და ბრენდირებული სხვადასხვა ობიექტები.
 
ტრამპი დაიბადა და გაიზარდა [[ნიუ-იორკი|ნიუ-იორკში]]. 1968 წელს ეკონომიკის ბაკალავრის ხარისხი მიიღო [[პენსილვანიის უნივერსიტეტი]]ს უორტონის სკოლაში. 1971 წელს მამამისის, [[ფრედ ტრამპი]]სგან მემკვიდრეობით მიიღო უძრავი ქონება და სამშენებლო კომპანია, რომელსაც მოგვიანებით სახელი შეუცვალა და The Trump Organization დაარქვა. 1996-2015 წლებში ფლობდა სილამაზის კონკურს [[Miss USA]]-ს. 2000 წელს, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა რეფორმების პარტიიდან სცადა, თუმცა ხმის მიცემის დაწყებამდე კანდიდატურა მოხსნა. 2004-2015 წლებში, ტელეარხ [[NBC]]-ზე მიჰყავდა რეალითი სატელევიზიო სერიალი The Apprentice. 2016 წელს, „[[Forbes]]“-ის მილიონერთა სიაში ტრამპი მსოფლიო მასშტაბით 324-ე ადგილს იკავებს, აშშ-ში კი 156-ე პოზიციას.
 
2015 წლის ივნისში, ტრამპმა საკუთარი თავი რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატად წამოაყენა და სწრაფად იქცა კანდიდატობისთვის მებრძოლ რეალურ კანდიდატად თავისი პარტიიდან. 2016 წლის მაისში, მისმა რესპუბლიკელმა კონკურენტებმა თავიანთი კამპანია შეაჩერეს და უკვე ივლისში, ტრამპი ოფიციალურად დასახელდა პრეზიდენტობის კანდიდატად 2016 წლის არჩევნებზე. ტრამპის საარჩევნო კამპანიამ უპრეცედენტო ყურადღება ჰპოვა მედიისა და საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან. მისი მრავალი განცხადება ინტერვიუებში, [[Twitter]]-ზე და უშუალოდ კამპანიის დროს, საკამათო ან ყალბი აღმოჩნდა.
 
ტრამპის პლატფორმა მოიცავს აშშ-[[ჩინეთი]]ს ხელშეკრულებების გადახედვას, ეწინააღმდეგება ისეთ მნიშვნელოვან სავაჭრო ხელშეკრულებებს, როგორებიცაა [[NAFTA]] და ტრანსწყნაროკეანური პარტნიორობა, საიმიგრაციო კანონმდებლობის გაძლიერება — მათ შორის, კედლის აშენება აშშ-[[მექსიკა|მექსიკის]] [[საზღვარი (სახელმწიფო)|საზღვარზე]], ვეტერანებზე ზრუნვის პროგრამის რეფორმა, 2010 წელს განხორციელებული ჯანდაცვის რეფორმის გაუქმება და ჩანაცვლება, გადასახადების შემცირება. 2015 წლის ნოემბრის [[პარიზის ტერაქტები (ნოემბერი, 2015)|პარიზის ტერაქტების]] შემდეგ, ტრამპი გამოვიდა მოწოდებით დროებით აეკრძალათ მუსლიმთა იმიგრაცია აშშ-ში, მოგვიანებით კი განმარტა, რომ ეს აკრძალვა ძირითადად უნდა შეეხოს იმ ქვეყნებს, რომელთაც აშკარა ტერორიზმის ისტორია აქვთ, მანამ, სანამ პოტენციურ ტერორისტთა გამოვლენის სიტუაცია არ გაუმჯობესდება.
 
2012 წელს [[მიხეილ სააკაშვილი|მიხეილ სააკაშვილმა]] დონალდ ტრამპი დააჯილდოვა ბრწყინვალების ორდენით.<ref>[http://www.interpressnews.ge/ge/politika/198958-mikheil-saakashvilma-donald-trampi-brtsyinvalebis-ordenith-daajildova.html?ar=A მიხეილ სააკაშვილმა დონალდ ტრამპი ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა]</ref>
ხაზი 103:
[[კატეგორია:დაბადებული 14 ივნისი]]
[[კატეგორია:საქართველოს ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის კავალრები]]
[[კატეგორია:ცოცხალი ადამიანები]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/დონალდ_ტრამპი“-დან