სომხეთ-საქართველოს ომი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
სტილისტური და პუნქტუაციური შესწორებები.
სტილისტური და პუნქტუაციური შესწორებები.
ხაზი 71:
 
[[ფაილი:Hovhannes Katchaznouni.JPG|მინი|ჰოვანეს კაჯაზნუნი]]
აღსანიშნავია ისიც, რომ თუკი სომხეთის ხელისუფლება საქართველოს მიმართ ტერიტორიული პრეტენზიების წამოყენებისას ეთნიკურ ფაქტორზე აპელირებდა, იგივე მიდგომას კატეგორიულად არ იზიარებდა და შეურიგებლად ებრძოდა როცა საუბარი ეხებოდა [[ერევნის გუბერნია|ერევნის გუბერნიას]] ეხებოდა. ამ გუბერნიაში [[აზერბაიჯანელები]] 1897 წელს მოსახლეობის 37,75% შეადგენდნენ<ref>[http://www.demoscope.ru/weekly/ssp/emp_lan_97_uezd.php?reg=566 Первая всеобщая перепись населения Российской Империи 1897 г.]</ref>, შედარებისთვის [[თბილისის გუბერნია|თბილისის გუბერნიაში]] სომხების წილი მხოლოდ 18,67% იყო. ერევნის გუბერნიის 7-დან 4 მაზრაში აზერბაიჯანელები სომხებს რაოდენობრივად ბევრად აღემატებოდნენ. ასე მაგალითად, [[შაჰრიიარი (შარური)|შარურ-დარალგეზის]] მაზრაში მოსახლეობის 67,37%<ref>[http://www.demoscope.ru/weekly/ssp/emp_lan_97_uezd.php?reg=585 იქვე]</ref>, [[ნახიჩევანი|ნახიჩევანის]] მაზრაში 63,66%<ref>[http://www.demoscope.ru/weekly/ssp/emp_lan_97_uezd.php?reg=575 იქვე]</ref>, ერევნის მაზრაში 51,36%<ref>[http://www.demoscope.ru/weekly/ssp/emp_lan_97_uezd.php?reg=569 იქვე]</ref>, [[იღდირი|სურმალოს]] მაზრაში კი 46,51% აზერბაიჯანელი იყო<ref>[http://www.demoscope.ru/weekly/ssp/emp_lan_97_uezd.php?reg=582 იქვე]</ref>. აზერბაიჯანული უმცირესობა ასევე მნიშვნელოვნად იყო წარმოდგენილი ერევნის გუბერნიის კიდევ 2 მაზრაში, ისევე როგორც [[ყარსის ოლქი|ყარსის ოლქის]] ორივე სომხურ მაზრაში [[თურქები]] და [[ქურთები]]. იგივე მდგომარეობა იყო [[განჯა|ელისავეტპოლის]] გუბერნიაში, რომლის ნაწილსაც სომხეთის რესპუბლიკა თავისად მოიაზრებდა და სისხლისმღვრელ კონფლიქტში იყო ჩართული [[აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკა|აზერბაიჯანთან]]<ref>[http://www.hrono.ru/sobyt/1919arm.html Армяно-Азербайджанские вооруженные конфликты 1919-1920 гг.]</ref>. კერძოდ, ჯებრაილის მაზრის მოსახლეობის 74,12%<ref>[http://www.demoscope.ru/weekly/ssp/emp_lan_97_uezd.php?reg=387 Первая всеобщая перепись населения Российской Империи 1897 г.]</ref>, ჯევანშირის მაზრის 71,56%<ref>[http://www.demoscope.ru/weekly/ssp/emp_lan_97_uezd.php?reg=384 იქვე]</ref>, ელისავეტპოლის მაზრის 63,87%<ref>[http://www.demoscope.ru/weekly/ssp/emp_lan_97_uezd.php?reg=375 იქვე]</ref>, ყაზახის მაზრის 57,2%<ref>[http://www.demoscope.ru/weekly/ssp/emp_lan_97_uezd.php?reg=390 იქვე]</ref> და [[სიუნიქის პროვინცია|ზანგეზურის]] მაზრის 51,65% აზერბაიჯანელი იყო<ref>[http://www.demoscope.ru/weekly/ssp/emp_lan_97_uezd.php?reg=387 იქვე]</ref>. მრავალრიცხოვანი აზერბაიჯანული უმცირესობა მნიშვნელოვნად იყო წარმოდგენილიმოსახლეობა [[შუშა (ქალაქი)|შუშის]] მაზრაშიც ცხოვრობდა. თუმცა არც ამ შემთხვევაში დაუბრკოლებია ეთნიკურ ფაქტორს [[სომხეთის დემოკრატიული რესპუბლიკა|სომხეთის ხელისუფლება]] გამოეცხადებინა ეს ტერიტორიები თავისად და ეწარმოებინა აქტიური სამხედრო მოქმედებები საკუთარი ძალაუფლების დასამყარებლად.
 
1918 წლის ნოემბერ-დეკემბერში სამხრეთ კავკასიაში [[გაერთიანებული სამეფო|დიდი ბრიტანეთის]] სამხედრო შენაერთები შემოვიდნენ, მათ მთავარ მიზანს [[ბაქო|ბაქოს]] ნავთობისა და [[ბათუმი|ბათუმის]] პორტის კონტროლი წარმოადგენდა. ბრიტანელებმა დაიკავეს ბაქო და მოახდინეს ბათუმის ოლქის ოკუპაცია<ref>[http://www.conflicts.rem33.com/images/Georgia/arm_geor_war/E7.html Armeno-Georgian War of 1918 and Armeno-Georgian Territorial Issue in the 20th Century]</ref>. დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ უარი განაცხადა კავკასიის ქვეყნების დამოუკიდებლობის დე-იურე აღიარებაზე, თუმცა დე-ფაქტო არსებულ სახელმწიფოებთან თანამშრომლობა არ გამორიცხა<ref>[http://www.conflicts.rem33.com/images/Georgia/arm_geor_war/E7.html იქვე]</ref>. სომხეთში დიდ იმედებს ამყარებდნენ ანტანტის კავკასიაში შემოსვლაზე. ისინი თვლიდნენ, რომ ბრიტანელებსა და ფრანგებს განსაკუთრებული დამოკიდებულება ექნებოდათ მათთან, ხოლო საქართველოსა და აზერბაიჯანს უფრო მტრულად მიუდგებოდნენ. ორივე სახელმწიფო პირველ მსოფლიო ომში დამარცხებული იმპერიების მხარდაჭერით სარგებლობდა — საქართველო გერმანიის, აზერბაიჯანი ოსმალეთის. ამდენად სომხეთში დასახული ამოცანების განსახორციელებლად და საქართველოსთან ომის გასაჩაღებლად, კავკასიაში ბრიტანელების შემოსვლა ხელშემწყობ მოვლენად ჩათვალეს<ref>[http://elibrary.bsu.az/books_460/N_429.pdf БОРЬБА ЗА ЗАКАВКАЗЬЕ (1917–1921)]</ref>. ამავდროულად, გამწვავდა კონფლიქტი საქართველოსა და [[ანტონ დენიკინი|ანტონ დენიკინის]] რუსეთის მოხალისეების არმიას შორის, რომელიც აკონტროლებდა [[ჩრდილოეთ კავკასია|ჩრდილოეთ კავკასიის]] დიდ ნაწილს, ებრძოდა [[ბოლშევიკები|ბოლშევიკებს]], სარგებლობდა [[ანტანტა|ანტანტის]] მხარდაჭერით და მიზნად რუსეთის იმპერიის აღდგენა ჰქონდა დასახული. დენიკინი და მისი მთავრობა საქართველოსგან [[სოჭი (ქალაქი)|სოჭისა]] და [[სოხუმის ოკრუგი|სოხუმის ოკრუგების]] გადაცემას მოითხოვდა, ამიტომ საქართველოს არმიის მნიშვნელოვანი ნაწილი [[აფხაზეთი|აფხაზეთში]] იყო კონცენტრირებული, რაც საქართველოს სამხრეთ საზღვრებს დაუცველს ხდიდა. ანტონ დენიკინის ბრძანებით ერევანში რუსი ოფიცრები მიავლინეს, რომლებიც სომხებს საქართველოს წინააღმდეგ ომში უნდა დახმარებოდნენ<ref>[http://www.nplg.gov.ge/dlibrary/collect/0002/000313/disertacia.pdf ბრძოლა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის 1918-1919 წლებში (სომხეთ-საქართველოს ომი)]</ref>. 1918 წლის დეკემბერში სომხეთის ხელისუფლების მოსაზრებით საქართველოსთან საომრად იდეალური მდგომარეობა შეიქმნა<ref>[http://elibrary.bsu.az/books_460/N_429.pdf БОРЬБА ЗА ЗАКАВКАЗЬЕ (1917–1921)]</ref>.