სომხეთ-საქართველოს ომი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 48:
===სომხურ-ქართული კონფლიქტის საფუძვლები===
[[ფაილი:Ilia Chavchavadze by Alexander Roinashvili.jpg|მინი|ილია ჭავჭავაძე]]
მას შემდეგ, რაც რუსეთის იმპერიამ საქართველოში სომხების გადმოსახლება დაიწყო, სომხური ინტელიგენციის ნაწილს და რადიკალურად განწყობილ ნაციონალისტურ ჯგუფებს ქართულ რეგიონებზე პრეტენზია გაუჩნდათ. ამ მხარეების „სომხურობის“ დასამტკიცებლად, ქართული ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაზიანება და სომხურად გამოცხადება დაიწყეს. აკნინებდნენ საქართველოს ისტორიასა და კულტურას, გააჩაღეს ფართო პროპაგანდისტული მუშაობა უცხოელებისა და სომხური მოსახლეობის ფართო მასების დასარწმუნებლად, რომ ამ რეგიონებში [[სომხები]] ავტოქთონები იყვნენ და არა ახალმოსახლეები. ეს ყოველივე იმის მიუხედავად, რომ საქართველოში სომხების მასობრივი გადმოსახლება სულ რამდენიმე ათეული წლის დაწყებული იყო და მათი მოღვაწეობის პერიოდშიც აქტიურად გრძელდებოდა<ref>[http://old.gruni.edu.ge/uploads/content_file_1_33.pdf იქვე]</ref>. ამ მხრივ განსაკუთრებით გამოიჩინეს თავი [[ქერობე პატკანოვი|ქერობე პატკანოვმა]], გერასიმ ეზოვმა, ალექსანდრ ერიცოვმა და სხვა მოღვაწეებმა. გრიგორ არწრუნის რედაქტორობით გამოიცემოდა გაზეთი „მშაკი“, რომელიც, სხვა გაზეთებთან ერთად, სხვადასხვა ავტორის ანტიქართული შინაარსის სტატიებს ბეჭდავდა და სომხებს შორის ქართველების მიმართ ანტაგონიზმს აღვივებდა. მათ პასუხი გასცეს ქართველმა საზოგადო მოღვაწეებმა [[ილია ჭავჭავაძე|ილია ჭავჭავაძემ]], [[მიხეილ თამარაშვილი|ხეილმიხეილ თამარაშვილმა]], [[დიმიტრი ბაქრაძე|დიმიტრი ბაქრაძემ]] და სხვებმა<ref>[http://www.amsi.ge/istoria/somx/qvaTa.pdf ქვათა ღაღადი]</ref><ref>''მიხეილ თამარაშვილი.''"პასუხად სომხის მწერლებს, რომელნიც უარყოფენ ქართველთა კათოლიკობას". თბილისი, 1904.</ref><ref>[http://nateba.websail.net/biographies/267-bakradze-di განმანათლებლობა საქართველოში იდეები და მოღვაწეები]</ref>. ამავდროულად, ნაციონალისტურად და ანტიქართულად განწყობილი ჯგუფები წარუმატებლად ცდილობდნენ სომხებით კომპაქტურად დასახლებული მაზრები თბილისის გუბერნიის შემადგენლობიდან გამოეყვანათ. ყველაფრის მიუხედავად, XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე [[ქართველები|ქართველებისა]] და სომხების უმრავლესობას შორის მშვიდი და კეთილმეზობლური ურთიერთობა მაინც შენარჩუნდა.
 
===საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა და ვითარება ამიერკავკასიაში===