ელეონორ ტოლედოელი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 6:
ელეონორი დაიბადა [[ესპანეთი|ესპანეთის]] ქალაქ [[ტოლედო|ტოლედოში]], იგი იყო [[ნეაპოლის სამეფო|ნეაპოლის]] გუბერნატორ დონ პედრო ალვარეს დე ტოლედოსა და მისი მეუღლის, მარია ოსორიოს მეორე ქალიშვილი.<ref>Cesati, p 75</ref> გარდა ნეაპოლისა მამამისი მართავდა ქალაქ ტოლედოსაც, ხოლო მისი უფროსი ძმა ალბას ჰერცოგი იყო.
 
ელეონორი XVI საუკუნის სილამაზის ყველა სტანდარტს აკმაყოფილებდა, გრძელი შავი თმა, თაფლისფერი თვალები, იყო ძალიან თეთრკანიანი, ჰქონდა ოვალური ფორმის სახე, რომელიც ნათლად ჩანს მის პორტრეტებში. ამრიგად, იგი სასურველი პატარძალი იყო ნებისმიერი არისტოკრატიული ოჯახისათვის. <ref>Brown, Judith C. & Benadusi, Giovanna eds.; Chojnacka, Monica trans. (2015). ''Medici Women: the making of a dynasty in grand ducal Tuscany''. Toronto: Centre for Reformation and Renaissance Studies. p. 70.</ref>
 
ამ პერიოდისათვის ფლორენციის ჰერცოგი, [[კოზიმო I მედიჩი]] საცოლეს ეძებდა. თავდაპირველად მან თავისი ბიძაშვილის, [[ალესანდრო მედიჩი|ალესანდრო I-]]<nowiki/>ის ქვრივის, [[მარგარეტ ავსტრიელი (1522-1586)|მარგარეტ ავსტრიელის]] ხელი ითხოვა, რომელმაც დიდი თავშაკავებულობა გამოიჩინა და კოზიმოს უარი უთხრა. თუმცა მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ეს უარი არა მარგარეტის, არამედ მამამისის, იმპერატორ [[კარლ V]]-ის იდეა იყო, ვინაიდან მას ქალიშვილისათვის სულ სხვა გეგმები ჰქონდა.<ref>Brown, Judith C. & Benadusi, Giovanna eds.; Chojnacka, Monica trans. (2015). Medici Women: the making of a dynasty in grand ducal Tuscany. Toronto: Centre for Reformation and Renaissance Studies. p. 71.</ref> ამის შემდგომ კოზიმომ თავისი არჩევანი ნეაპოლის მდიდარი გუბერნატორის ასულ ელეონორ ტოლედოელზე შეაჩერა. ელეონორის მამა სიხარულით დათანხმდა კოზიმოს წინადადებას, ვინაიდან მას ყოველთვის სურდა მონარქებთან დანათესავება. ეს ქორწინება სასარგებლო იყო ორივე მხარისათვის, ვინაიდან ელეონორის მზითვები და სილამაზე მედიჩებს ძალიან წაადგებოდათ, ელეონორის ოჯახი კი სტატუსს აიმაღლებდა. გარდა ამისა ელეონორს ნათესავური კავშირი ჰქონდა [[კასტილიის სამეფო|კასტილიის]] მეფეებთან და იმ პერიოდისათვის გაბატონებულ [[ჰაბსბურგები|ჰაბსბჰურგებთან]], რაც მედიჩებს უსაფრთხოების გარანტიას აძლევდა, ვინაიდან ჰაბსბურგები და ესპანელები ფლორენციის დაპყრობაზე ოცნებობდნენ.<ref>Cesati, p. 75.</ref> თუმცა კოზიმო ქორწინებას მხოლოდ მაშინ დათანხმდა როცა მისი მოთხოვნით ელეონორის მამამ ტოსკანიდან ესპანური ჯარები გაიყვანა.