ლაკური ენა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
 
ხაზი 16:
'''ლაკური ენა''' ({{Lang-lbe|лакку маз}}) — [[იბერიულ-კავკასიური ენები|იბერიულ-კავკასიური ენათა ოჯახის]] [[ნახურ-დაღესტნური ენები|ნახურ-დაღესტნური ენათა ჯგუფის]] [[დაღესტნური ენები|დაღესტნური ქვეჯგუფის]] ენა. გავრცელებულია [[დაღესტნის რესპუბლიკა|დაღესტნის რესპუბლიკის]] [[ლაკის რაიონი|ლაკის]], [[კულის რაიონი|კულისა]] და [[ნოვოლაქსკის რაიონი|ნოვოლაქსკის]] რაიონებში ([[ლაკები]]თ დასახლებული ზოგი აული გვხვდება დაღესტნის სხვა რაიონებშიც). ლაკურ ენაზე ლაპარაკობს დაახლოებით 164 000 კაცი<ref>[http://www.ethnologue.com/show_language.asp?code=lbe A language of Russian Federation]</ref>. გამოიყოფა კილო-თქმები: ვიცხიური, ღუმუქური, რომლებიც საფუძვლად უდევს სამწერლობო ლაკურ ენას, ვიხლური, აშტიკულური, ბალხარული.
 
ლაკურ ენაში გარჩეულია 3 ძირითადი ხმოვანი (ა, ი, უ); თანხმოვნებსი რიცხვი 41-ს აღწევს; თანხმოვანი საარტიკულაციო რაგვარობის მიხედვით შეიძლება იყოს: 1. მჟღერი, 2. ფშვინვიერი, 3. აბრუპტივი და 4. ინტენსიური. ფონემური მნიშვნელობის ოთხივე ეს ვარიანტი გარჩეულია ხშულებში, აფრიკატებს არა აქვთ მჟღერები, სპირანტებს — აბრუპტივები, ინტენსიურ და არაინტენსიურ თანხმოვანთა დაპირისპირება დასტურდება ხმოვნის წინ; სიტყვის თავში ერთზე მეტი თანხმოვანი არ გვხვდება; თანხმოვანთა შეყრა დასაშვებია სიტყვის ბოლოს (არა, უმეტესარაუმეტეს 2 თანხმოვნისა და ხმოვანთა შორის (არაუმეტეს 3 თანხმოვნისა).
 
გარჩეულია 4 [[გრამატიკული კლასი]]: I — მამაკაცთა, II — ქალთა, III — ცხოველთა და ნივთთა (ამავე კლასში შედის ქალის აღმნიშვნელი ზოგი სიტყვაც), IV — ნივთთა. ძირითადი ბრუნვებია: სახელობითი (უნიშნო), ნათესაობითი (ნიშანია ლ), მიცემითი (ნიშანია ნ). ნათესაობითი ბრუნვა კუთვნილების გარდა გამოხატავს გარდამავალი ზმნის სუბიექტსაც. მდიდრად არის წარმოდგენილი ადგილობითი ბრუნვები, ბრუნების პროცესში ფუძეში ხშირად ვლინდება „ჩანართი ელემენტები“, ზედსართავი სახელი იბრუნვის არსებითი სახელისაგან დამოუკიდებლად. თვლის სისტემა ათობითია.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ლაკური_ენა“-დან