ნევილ ჩემბერლენი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 89:
სამეწარმეო კარიერისა და ეროვნული სამსახურის ხანმოკლე დირექტორობის შემდეგ [[1918]] წელს, 49 წლის ასაკში, იგი პარლამენტის წევრი გახდა და „უკანსკამელთა“ რიგებში დაიკავა ადგილი. პარლამენტში ყოფნის დროს მას მინისტრის პოსტის დაკავებაც კი შესთავაზეს, მაგრამ მან უარი თქვა და [[1922]] წლამდე „უკანსკამელებში“ დარჩა. [[1923]] წელს ჯერ ჯანდაცვის მინისტრის, შემდეგ კი — სახაზინოს კანცლერის პოსტი დაიკავა. ლეიბორისტების ხანმოკლე ხელისუფლების შემდეგ კვლავ დაუბრუნდა ჯანდაცვის მინისტრის პოსტს. თანამდებობაზე ყოფნის დროს ([[1924]]-[[1929]] წწ.) გაატარა არაერთი რეფორმა. [[1931]] წელს კვლავ სახაზინოს კანცლერი გახდა.
 
[[1937]] წლის მაისში, [[სტენლი ბოლდვინიბოლდუინი]]ს გადადგომის შემდეგ, ჩემბერლენმა პრემიერ-მინისტრის პოსტი დაიკავა. მისი პრემიერობა დაემთხვა [[მესამე რაიხი|გერმანიის]] კანცლერის, [[ადოლფ ჰიტლერი]]ს<ref group="კომ.">სტატიაში ასევე მოხსენიებულია როგორც '''ჰიტლერი''', '''ფიურერი''', '''გერმანიის ფიურერი''', '''გერმანელი კოლეგა'''</ref> ტერიტორიულ ამბიციებს. პრობლემების მოგვარება ჩემბერლენმა მშვიდობიანი გზით სცადა და ჰიტლერს [[ავსტრიის ანშლუსი]]ს და [[მიუნხენის შეთანხმება|სუდეტის ოლქის მიერთების]] საშუალება მისცა. მიუხედავად ამისა, ჩემბერლენმა არ გამორიცხა შესაძლო პრობლემების სამხედრო გზით მოგვარება და განაცხადა, რომ [[დიდი ბრიტანეთი]] აუცილებლად დაიცავდა პოლონეთის სუვერენიტეტს, თუ მას რაიმე საფრთხე დაემუქრებოდა. ჩემბერლენმა თანამდებობა [[1940]] წლის [[10 მაისი|10 მაისს]] დატოვა, რადგან ფიქრობდა, რომ მის ხელისუფლებას ლეიბორისტები და ლიბერალები მხარს არ დაუჭერდნენ. მიუხედავად გადადგომისა, პარლამენტში ის პატივსაცემ ადამიანად რჩებოდა და მნიშვნელოვან ადგილს იკავებდა [[უინსტონ ჩერჩილი]]ს სამხედრო კაბინეტში. გარდაიცვალა [[1940]] წლის [[9 ნოემბერი|9 ნოემბერს]], ნაწლავის კიბოს დიაგნოზით.
 
ისტორიკოსები ხშირად დაობენ ჩემბერლენის თაობაზე. თავიდან პატივისცემა მის მიმართ შეარყია [[1940]] წლის [[ივლისი|ივლისში]] გამოცემულმა წიგნმა — „დამნაშავე ადამიანი“ ({{lang-en|Guilty Men}}), რომელშიც ჩემბერლენს სისუსტეში და ბრიტანეთის ომისთვის ვერ მომზადებაში სდებდნენ ბრალს. ამავე პოზიციას იზიარებდნენ მისი თანამედროვე პოლიტიკოსიები და ისტორიკოსები. განსხვავებული პოზიცია აქვს ზოგიერთ თანამედროვე ისტორიკოსს: სხვადასხვა დოკუმენტების მიხედვით, [[1938]] წელს ბრიტანეთი ომისთვის მზად არ იყო და რომ არა ჩემბერლენის მოქმედებები, ყველაფერი კატასტროფულად დასრულდებოდა. მიუხედავად ამისა, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთა რეიტინგში ჩემბერლენი ბოლო ადგილებს იკავებს.<ref>Paul Strangio; et al. (2013). [https://books.google.com/books?id=kMu2nAZmMbEC&pg=PA226 ''Understanding Prime-Ministerial Performance: Comparative Perspectives'']. Oxford UP. გვ. 224, 226. <nowiki/>[[International Standard Book Number|ISBN]] <nowiki/>[[სპეციალური:BookSources/978-0-19-966642-3|978-0-19-966642-3]].</ref>