ევლახის რაიონი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 12:
რეგიონს ესაზღვრება [[აღდაში]], [[ბარდა (ქალაქი)|ბარდი]], ტარტარი, [[გორანბოი]], სამუხი, კახი და [[შაქი (აზერბაიჯანი)|შაქი]]. ევლახის რაიონში არის 1 ქალაქი, 1 ურბანული ტიპის დასახლება და 48 სოფელი.
 
ევლახი დაბლობზე, მდინარე [[მტკვარი|მტკვრის]] მარჯვენა ნაპირზე, [[ბაქოს მეტროპოლიტენი|ბაქოდანბაქო]]დან 293 კილომეტრში მდებარეობს. ეს რაიონი ერთ-ერთი უძველესი დასახლებული ადგილია [[აზერბაიჯანი|აზერბაიჯანში]]. აქვე გადიოდა უძველესი [[აბრეშუმის დიდი გზა|აბრეშუმის გზაც]]. კლიმატის ტიპებიდან ძირითადად გვხვდება ზომიერად ცხელი ნახევრად უდაბნოს და მშრალი უდაბნოს კლიმატი. [[მინგეჩაურის წყალსაცავი|მინგეჩაურის წყალსაცავის]] სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ვარვარას წყალსაცავი შედის ევლახის ტერიტორიის შემადგენლობაში. აქ ასევე გადის ზედა [[ყარაბაღი|ყარაბაღისა]] და ზემო [[შირვანი|შირვანის]] არხების ნაწილები.
 
==ეკონომიკა==
ევლახი არის ქვეყნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რესურსი სოფლის მეურნეობის თვალსაზრისით. ძირითადათ რეგიონში გავრცელებულია მარცვლეულის და ბამბის მოყვანა, ასევე მესაქონლეობის სექტორებსაც მნიშვნელოვანი როლი უკავიათ ქალაქის ეკონომიკაში. ფერმებში მოჰყავთ კარტოფილი, ბოსტნეული, ნესვი და სხვა ხილის სახეობები. ევლახი ასევე მდიდარია ბუნებრივი რესურსებით, მაგალითად როგორიცაა: თიხა-ნარევი ქვიშა, თიხა, ქვიშა და ხრეში, რომლებიც საჭიროა აგურის დასამზადებლად.
 
[[ბაქო]]-გაზაკის გზატკეცილი, ევლახი-ბელაქანის, ბაქო-[[თბილისი|თბილისის]] სარკინიგზო მაგისტრალი, ბაქო-[[სუფსა (ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი)|სუფსის]] გაზსადენი და [[ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი|ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი]] გადის რაიონის ტერიტორიაზე, რაც მნიშვნელოვანია რაიონის ეკონომიკისათვის. ქალაქ ევლახში ასევე არის შიდა აეროპორტიც.<ref>[http://www.aran-regional.az/en/yevlax.php Yevlakh City]</ref>
 
==რესურსები ინტერნეტში==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ევლახის_რაიონი“-დან