ინგუშეთის ისტორია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 24:
[[რუსეთის 1917 წლის რევოლუცია|რუსეთის 1917 წლის რევოლუციის]] შემდეგ და [[რუსეთის სამოქალაქო ომი|სამოქალაქო ომის]] ([[1917]]-[[1922]]) დროს დაძაბულობა ინგუშეთის მთიელ მოსახლეობასა და კაზაკებს შორის შეიარაღებულ კონფლიქტში გადაიზარდა. მოსახლეობის ერთმა ნაწილმა მხარი დაუჭირა [[1918]] წლის მარტში შექმნილ თერგის საბჭოთა რესპუბლიკას, მეორემ – [[მთიელთა დემოკრატიული რესპუბლიკა|მთიელთა რესპუბლიკას]] (1918 წლის მაისიდან 1919 წლის მაისამდე). [[1920]] წელს ჩრდილოეთ კავკასიის ოპერაციის მსვლელობისას თანამედროვე ინგუშეთის ტერიტორია [[რუსეთის სფსრ|საბჭოთა რუსეთის]] [[წითელი არმია|წითელმა არმიამ]] დაიკავა. [[1921]] წლის [[20 იანვარი|20 იანვარს]] თერგის საბჭოთა რესპუბლიკა გაუქმდა და მისი ტერიტორიის ნაწილი ნაზრანის ოკრუგის ჩათვლით ახლადშექმნილ მთიელთა ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის (ასსრ) შემადგენლობაში შევიდა. [[1924]] წელს მთიელთა ასსრ-ის ტერიტორიაზე ინგუშეთის ავტონომიური ოლქი შეიქმნა, რომელიც იმავე წელს ჩრდილოეთ კავკასიის მხარეში გაერთიანდა. ინგუშეთის ავტონომიური ოლქის, ისევე როგორც მეზობელი ჩრდილოეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი იყო ქალაქი ვლადიკავკაზი, რომელიც განსაკუთრებული ოლქის სტატუსით სარგებლობდა. [[1934]] წელს ინგუშეთისა და ჩეჩნეთის ავტონომიური ოლქები გაერთიანდა და 1936 წელს [[ჩეჩნეთ-ინგუშეთის ასსრ]] ეწოდა (ცენტრი – ქ. [[გროზნო]]).
 
[[II მსოფლიო ომი]]ს დროს, [[1942]] წლის სექტემბერში საბჭოთა ჯარების წარუმატებელი მოზდოკ-მალგობეკის ოპერაციის შემდეგ ჩეჩნეთ-ინგუშეთის ასსრ-ის დასავლეთი ნაწილი (მ. შ. ქ. [[მალგობეკი]]) გერმანიის არმიამ დაიკავა. [[1943]] წლის იანვარში ის ჩრდილოეთ-კავკასიის ოპერაციის დროს გაათავისუფლეს საბჭოთა ჯარებმა. [[1944]] წლის თებერვალში საბჭოთა მთავრობის გადაწყვეტილებით ინგუშები და ჩეჩნები სამშობლოდან [[შუა აზია]]ში გაასახლეს, ხოლო [[7 მარტი|7 მარტს]] მათი ავტონომიური რესპუბლიკა გააუქმეს. ინგუშეთის მიწების უდიდესი ნაწილი ნაზრანის რაიონის სახელით [[ჩრდილოეთ ოსეთის ასსრ]]-ს გადაეცა, პრიგოროდნის რაიონის მთიანი ზონა კი [[საქართველოს სსრ]]-ს მიეკუთვნა. ინგუშებისა და ჩეჩნების რეაბილიტაციის შემდეგ, [[1957]] წელს ჩეჩნეთ-ინგუშეთის ასსრ აღდგა, მაგრამ ინგუშებით ხელახლა დასახლებული პრიგოროდნის რაიონი ჩრდილოეთ ოსეთს დარჩა, რამაც მომავალში ინგუშებსა და ოსებს შორის კონფლიქტს ჩაუყარა საფუძველი.
 
== ინგუშეთის რესპუბლიკა ==