ინგუშეთის ისტორია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 15:
[[1822]] წელს ინგუშეთი შევიდა კავკასიის ოლქის, [[1860]] წლის [[8 თებერვალი|8 თებერვალს]] – თერგის ოლქის, [[1888]] წლის [[24 მარტი|24 მარტს]] – თერგის ოლქის სუნჯის განყოფილების შემადგენლობაში. 1840-იან წლებში მდინარე სუნჯის გაყოლებით [[ვლადიკავკაზი]]სა და [[გროზნო|გროზნაიას]] შემაერთებელი გამაგრებული ხაზის მშენებლობა დაიწყო. დაარსდა თერგის კაზაკთა დასახლებები (სტანიცები) – ტროიცკაია ([[1845]]), კარაბულახსკაია ([[1859]]), სუნჟენსკაია ([[1860]]) და სხვ. ჩრდილოეთ კავკასიის სხვა მთიელი ხალხებისგან განსხვავებით ინგუშების განწყობა რუსეთის მიმართ უფრო ლოიალური იყო.
 
XIX საუკუნის II ნახევრიდან ღალღაის ტომის სახელწოდებად იქცა ინგუშები (აულ ანგუშიდან), რომელიც დაუმკვიდრდა სხვა მონათესავე გვარებსაც. [[1888]] წლიდან ინგუშეთის მთიანეთის მცხოვრებნი კაზაკებთან ერთად საჯარისო [[ატამანი|ატამანს]] ექვემდებარეობდნენ. სუნჟის განყოფილების მოსახლეობა არაერთგვაროვანი იყო; [[1897]] წლის აღწერით ინგუშები 40 %-ს შეადგენდნენ; ცხოვრობდნენ ასევე [[ყაბარდოელები]], [[ოსები]], [[რუსები]] და [[ჩეჩნები]]. [[1905]] წელს ამ ტერიტორიაზე შეიქმნა ნაზრანის ოკრუგი, რომლის ადმინისტრაცია ქალაქ ვლადიკავკაზში იმყოფებოდა. [[1894]] წელს ინგუშეთის ტერიტორიაზე გაიყვანეს ვლადიკავკაზის რკინიგზის ბესლან—ნაზრან—პეტროვსკ-პორტის ხაზი. [[1915]] წელს სოფელ მალღობეკის მახლობლად დაიწყო [[ნავთობი]]ს მოპოვება. XIX საუკუნის II ნახევარში გაჩნდა ეროვნული ინტელიგენცია, რომლის წარმომადგენლებს განათლება ძირითადად სტავროპოლის[[სტავროპოლი]]ს რუსულ გიმნაზიაში ჰქონდათ მიღებული (მ. შ., ჩახრ ახრიევი, ა. ბაზორკინი, ადილ-გირეი დოლგიევი). XX საუკუნის დასაწყისში ინგუშები დაწინაურდნენ რუსეთის არმიის რიგებშიც (მ. შ., გენერალ-მაიორები: სოსლან-ბეკ ბეკბუზაროვი, ახმედ მალსაგოვი, ელბერტ ნალგიევი).
 
== საბჭოთა პერიოდი ==