ალბერტი (საქსონიის მეფე): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 23:
 
== ბიოგრაფია ==
ალბერტი დაიბადა 1828 წლის 23 აპრილს დრეზდენში. იგი იყო საქსონიის უნაყოფო მეფის, [[ანტონი (საქსონიის მეფე)|ანტონის]] ძმისწულ [[იოჰანი (საქსონიის მეფე)|იოჰანისა]] და მისი ცოლის, პრინცესა [[ამალია ავგუსტა ბავარიელი|ამალია ავგუსტა ბავარიელის]] პირველი შვილი და შესაბამისად, ტახტის რიგით მესამე მემკვიდრე მამისა და ბიძის შემდეგ. სხვა გერმანელი პრინცების მსგავსად, ალბერტიც სამხედრო განათლებას იღებდა. მოგვიანებით მან სწავლა [[ბონის უნივერსიტეტი|ბონის უნივერსიტეტში]] გააგრძელა. სულ მალე, 1849 წელს ალბერტი პირველად გავიდა ბრძოლის ველზე პირველი შლეზვიგური ომის დროს, რა დროსაც იგი დანიელების წინააღმდეგ იბრძოდა.
[[ფაილი:Albert of Saxony in 1878 by Alfred Diethe.jpg|მარცხნივ|მინი|284x284პქ|ალბერტი 1878 წელს]]
1854 წელს საქსონიის მეფე მამამისი, იოჰანი ხდება, რის შემდეგაც მას კრონპრინცის წოდება მიენიჭა. ამ პერიოდში იგი საქსონიური არმიის კომანდირი ხდება და 1866 წელს ავსტრია-პრუსიის ომში პრუსიის პრინც ფრიდრიხ კარლის (შემდეგში იმპერატორი [[ფრიდრიხ III (გერმანიის იმპერია)|ფრიდრიხ III]]) წინააღმდეგაც იბრძოდა. მას შემდეგ, რაც გერმანია პრუსიის თაოსნობით გაერთიანდა, საქსონიელები მათ მხარეს გადავიდნენ და უკვე 1870 წელს ალბერტს პრუსიულ არმიაში ვხედავთ, სადაც იგი [[საფრანგეთ-პრუსიის ომი|საფრანგეთ-პრუსიის ომში]] იბრძოდა ფრანგების წინააღმდეგ. იგი მონაწილეობდა [[სედანის ბრძოლა (1870)|სედანის ბრძოლაში]], პარიზის ალყაში და 1871 წელს ესწრებოდა [[ფრანკფურტის ზავი (1871)|ფრანკფურტის ხელშეკრულების]] გაფორმებასაც.
 
1873 წლის 29 ოქტომბერს მამამისი, მეფე იოჰანი გარდაიცვალა, რითაც ალბერტი საქსონიის ახალი მეფე ხდება. როგორც აღმოჩნდა, საქსონიელებს დიდად არ მოსწონდათ მისი გამეფების იდეა, რადგან მას მოღალატედ და პრუსიელთა მომხრედ მიიჩნევდნენ. ამის გამო ქვეყანას საქსონიის პარლამენტი მართავდა, ალბერტი კი მხოლოდ მთავარსარდლის ფუნქციას ასრულებდა. ამის გამო, მისი მმართველობის პერიოდში საქსონიაში კონსტიტუციური მონარქია დამყარდა.
 
1870-იანი წლების დამლევს ალბერტმა დრეზდენის გარეუბნის, ალბერტშტადტის მშენებლობა წამოიწყო. ამასთან, დედაქალაქში მისი სახელი ეწოდა ისეთ შენობებსა და მოედნებს, როგორებიცაა: ალბერტბრიუკე, ალბერტჰაფენი, ალბერტპლაცი და ალბერტინი.
 
1879 წელს მოახდინა [[მაისენის რაიონი|მაისენში]] მდებარე წმინდა აფრას სახელობის სკოლის რესტავრაცია. 1897 წელს პრეტენზია გამოთქვა ლიპეს სამთავროს ტახტზე, თუმცა უშედეგოდ. იგი გარდაიცვალა 1902 წლის 19 ივნისს ვროცლავში, გერმანიის იმპერიაში, თანამედროვე პოლონეთის ტერიტორიაზე, 74 წლის ასაკში.
 
== ქორწინება და მემკვიდრეობა ==