სტეფანე ჭრელაშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 5:
სწავლობდა [[თბილისის სასულიერო სემინარია]]ში, მაგრამ რევოლუციური მოღვაწეობისათვის გარიცხეს. [[1876]] წლიდან პეტერბურგის უნივერსიტეტის მსმენელია. შემდეგ გადავიდა მოსკოვში, მაგრამ დიდად გაიტაცა რევოლუციონერ-ხალხოსანმა იდეებმა და აქტიურად ჩაება მათი წრეების მუშაობაში. აღნიშნულის გამო მას [[1878]] წელს სამი თვით პატიმრობა და მუდმივი ზედამხედველობა მიუსაჯეს. ამავე მიზეზით ორჯერ იყო გაციმბირებულიც.
 
[[1887]] წელს დაბრუნდა სამშობლოში და პუბლიცისტობას მიჰყო ხელი, თანამშრომლობდა „ივერიაში“, „ნოვოე ობოზრენიესა“ და სხვა პერიოდულ გამოცემებში, მუშაობდა თბილისის საქალაქო საბჭოში აგენტად, მდივნად (1894-1908). არჩეული იყო ქალაქის სათათბიროს ხმოსნად. წილად ხვდა ყოფილიყო [[თბილისის ფუნიკულიორი]]ს პირველი დირექტორი.
 
სტეფანე ჭრელაშვილი თავის საინტერესო პუბლიცისტურ წერილებს ქართულ ჟურნალ გაზეთებში „სანოსა“ და „ტატალას“ ფსევდონიმით აქვეყნებდა.