თბილისის არქიტექტურა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
→‎მესამე გენგეგმა: +ილუსტრაცია, ვიკიფიცირება, +თარგი:წყარო
No edit summary
ხაზი 51:
საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ დაიწყო თბილისის გეგმიანი სარეკონსტრუქციო და კეთილმოწყობითი სამუშაოები, რომლებიც განსაკუთრებით ფართო მასშტაბით გაიშალა 30-იანი წლებიდან. გაფართოვდა და კეთილმოეწყო ახლანდელი თამარ მეფის ქუჩის მონაკვეთი რკინიგზის სადგურიდან დ. აღმაშენებლის პროსპექტამდე (ძველად ე. წ. "კროშკა"), ახლანდელი ლესელიძის ქ. (ძველად ე. წ. "შუა ბაზარი"), ფეოდალური თბილისის ვიწრო სავაჭრო რიგი და ახლანდელი [[მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩა]]; მოგვიანებით - ლენინის მოედანი (ახლანდელი [[თავისუფლების მოედანი (თბილისი)|თავისუფლების მოედანი]]), ბარათაშვილის აღმართი, ვაგზლის მოედანი და სხვა, აგრეთვე მუშათა გარეუბნების მთავარი არტერიები; მოეწყო და განაშენიანდა გმირთა მოედანი, აიგო ჩელუსკინელების სახ. ხიდი (ახლანდელი ???? 1935, ინჟ. კ. ზავროვი, ნ. სლავინსკი, არქიტ. ნ. სევეროვი), მთაში გაჭრეს თამარ მეფის ქუჩა (ყოფილი ჩელუსკინელები), გაიყვანეს მტკვრის მარჯვენა სანაპირო ქუჩა (1933-1940) ჩელუსკინელებისს და ბარათაშვილის სახ. ხიდებს შორის; გაშენდა კომკავშირის ხეივანი (ახლანდელი ??? 1935), პარკი მთაწმინდის პლატოზე (1938, არქიტ. ზ. და ნ. ზურდიანები, ე. ციციშვილი, ფართ. 115 ჰა) და სხვა. შედგა ქალაქის ისტორიაში პირველი გენერალური გეგმა (1932-1934; საავტორო კოლექტივი; თბილისიდან არქიტ. გ. გოგავა, ზ. ქურდიანი, ხარკოვის "გიპროგრადიდან" არქიტ. ი. მალოზემოვი, ეკონომისტი გ. შელეიხოვსკი).
 
სოციალური ყოფის გავლენით გაჩნდა თბილისის არქიტექტურაში ახალი სახის ნაგებობები - მუშათა კლუბები, საბავშვო ბაღები და ბაგები, კულტურულ და დასვენების პარკები და სხვა. დაიწყო საცხოვრებელი კვარტლების კომპლექსური დაპროექტება და მშენებლობა. აიგო დიდი საცხოვრებელი სახლები: რუსთაველის პროსპექტის დასაწყისში (1939, არქიტ. მ. მელია, ა. ქურდიანი, ს. ყუბანეიშვილი), ბარათაშვილის ქუჩაზე (1941; არქიტ. [[სერგო დემჩინელი|ს. დემჩინელი]], ა. ქურდიანი, გ. ჯანდიერი), გმირთა მოედანზე 100-ბინიანი საცხოვრებელი სახლი თერთმეტსართულიანი კოშკური ნაწილით (1939, არქიტ. მ. კალაშნიკოვი, პირველად საბჭოთა კავშირში აქ გამოიყენეს მცოცავი ხის ყალიბები) და სხვა.
 
20-30-იან წლებში იყო სერიოზული ცდები ისტორიული არქიტექტურის მოტივების გამოყენებისა: [[საქართველოს სახელმწიფო მუზეუმი]]ს ფასადის რეკონსტრუქცია (1929, არქიტ. ნ. სევეროვი), [[თბილისის ფუნიკულიორი|ფუნიკულიორის]] ზედა სადგური (1938, არქიტ. ზ. და ნ. ქურდიანები, თანაავტორი ა. ვოლობუევი), "დინამოს" სტადიონი (1937, არქიტ. ა. ქურდიანი, კონსულტანტი ა. კალგინი, ამჟამად რეკონსტრუირებულია, არქიტ. ა. და გ. ქურდიანები, კონსტრუქტორი შ. გაზაშვილი).