ესავი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: მინი|261x261პქ|ისააკი, იოსები და ესავი '''ესავი''' -...
 
No edit summary
ხაზი 3:
 
== ესავის კურთხევა ==
სიბერეში ისაკი ცუდად ხედავდა. სიკვდილის წინ მან მოისურვა ეკურთხებინა ესავი. მოიხმო თავისთან იგი და უთხრა, მოემზადებინა მისთვის საჭმელი ნანადირევი ხორცისგან. ამის შემდეგ მამა დაპირდა, რომ აკურთხებდა მას. როცა რებეკამ მათი საუბარი მოისმინა, იაკობს ყველაფერი უთხრა. რევეკას უნდოდა, რომ მამის კურთხევა იაკობს მიეღო, ამიტომაც გადაწყვიტა ისაკის მოტყუება. იაკობმა კერძი აიღო და მამასთა შევიდა. ისაკმა საჭმელი შეჭამა და აკურთხა იაკობი. ასეთი მოტყუებით მიიღო იაკობმა ესავისთვის განკუთვლილი მამის კურთხევა, ამიტომაც შეიძულა ესავმა ძმა<ref>https://www.compellingtruth.org/Esau-in-the-Bible.html</ref>.

როდესაც ესავი დაბრუნდა და ყველაფერი გაიგო (დაბადება 27:38-41) "უთხრა ესავმა მამას: ნუთუ მხოლოდ ერთი კურთხევა გქონდა, მამაჩემო? მეც მაკურთხე, მამაჩემო! ხმამაღლა ატირდა ესავი. მიუგო ისაკმა, მამამისმა, და უთხრა: აჰა, ნოყიერი მიწა გექმნეს სამკვიდრებელად, ცის ცვარი - კურთხევად. შენმა მახვილმა გარჩინოს, ძმას ემორჩილებოდე; დრო მოვა და ქედიდან გადაიგდებ უღელს. გადაემტერა ესავი იაკობს კურთხევის გამო, რომლითაც აკურთხა იგი მამამ; თქვა გულში ესავმა: დადგება მამაჩემზე გლოვის დრო და მოვკლავ კიდეც იაკობს, ჩემს ძმას.<ref>http://www.orthodoxy.ge/tserili/biblia/dabadeba/dabadeba-27.htm</ref>
 
== ესავის და იაკობის შეხვედრა ==
[[ფაილი:Jacob Wrestling with the Angel.jpg|მარცხნივ|მინი|იაკობი ღმერთს ერკინება]]
(დაბადება 32:3-32) იაკობმა გაგზავნა მაცნენი ესავთან, თავის ძმასთან, სეყირის ქვეყანაში, ედომის ველისკენ. დააბარა მათ: უთხარით ჩემს ბატონს, ესავს: ასე ამბობსო შენი მორჩილი იაკობი: ლაბანთან ვმდგმურობდი და დავყოვნდი აქამდე. მყავს ხარები და სახედრები, ცხვრის ფარა და ჩემი ყმები და ყმაქალები. კაცი გამოვუგზავნე ჩემს ბატონს მოსახსენებლად, მადლი მინდა ვპოვო შენს თვალში. მობრუნდნენ მაცნენი იაკობთან და უთხრეს: ვიყავით შენს ძმასთან, ესავთან, და ისიც მოდის ოთხასი კაცით შენს შესახვედრად. იაკობი დიდად შეშინდა და შეშფოთდა. გაჰყო ხალხი, თან რომ ახლდა, ცხვარ-ძროხა და აქლემები, ორ ბანაკად. და თქვა: თუ დაეცემა ესავი ერთ ბანაკს და დაარბევს, მეორე ბანაკი ხომ გადამირჩება. თქვა იაკობმა: ჩემი მამის, ისაკის, ღმერთო! უფალო, რომელმაც მითხარი, შენს ქვეყანაში, შენს სამშობლოში, დაბრუნდი და სიკეთეს გიყოფო. ღირსი არა ვარ ყველა იმ სიკეთისა და წყალობისა, შენს მორჩილს რომ უყავი; მე ხომ ჯოხის ამარამ გადავლახე ეს [[იორდანე]], ახლა კი ორ ბანაკად ვდგავარ. მიხსენი ესავისგან, ჩემი ძმისგან, რადგან მეშინია მისი, არ დამეცეს და დედაწულიანად არ ამომწყვიტოს. აკი მითხარი: სიკეთეს გიყოფ, ზღვის ქვიშასავით აურაცხელს გავხდიო შენს შთამომავლობას! იქ გაათენა ის ღამე. გამოარჩია თავისი ქონებიდან ძღვენი ესავისთვის, თავისი ძმისთვის: ორასი ნეზვი თხა და ოცი ვაცი, ორასი ნერბი და ოცი ვერძი. ოცდაათი მეწველი აქლემი თავის კოზაკებიანად, ორმოცი ფური და ათი ხარი, ოცი ჭაკი ვირი და ათი ჩოჩორი. ჩააბარა თავის მორჩილთ ცალ-ცალკე ჯოგებად და უთხრა: იარეთ ჩემს წინ და ჯოგებს შორის დააგდეთ მანძილი.დააბარა პირველს და უთხრა: თუ შეგხვდა ჩემი ძმა ესავი და გკითხა, ვისი ხარ და საით მიდიხარ, ვისია ეს ჯოგი წინ რომ მოირეკავო.უთხარი: შენი მორჩილის, იაკობის, არის-თქო; ჩემი ბატონის, ესავისთვის, გამოგზავნილი ძღვენია-თქო, აგერ, თავადაც უკან მოგყვება-თქო.დააბარა მეორესაც, მესამესაც და ყველას, ვინც ჯოგებს გააყოლა, ასე უთხარითო ესავს შეხვედრისას. უთხარით: აგერ, შენი მორჩილი იაკობი უკან მოგყვება-თქო. რადგან იფიქრა, გულს მოვუგებ წინ წაძღვანებული ძღვენით; მერე კი სახეზე შევხედავ, იქნება შემიწყალოსო. ჩაიარა მის წინ ამ ძღვენმა, ხოლო თავად ის ღამე ბანაკში გაათია. ადგა ღამით, ხელი მოჰკიდა თავის ორ ცოლს, ორ მხევალს, თავის თერთმეტ შვილს და გავიდა ფონს იაბოკზე. აიყვანა ყველანი და გადაატარა მდინარე, ყველაფერი გადაიტანა, რაც კი ჰქონდა. მარტო დარჩა იაკობი და ერკინებოდა მას ვიღაც კაცი გათენებამდე. როცა შეატყო, რომ ვერ ერეოდა, შეეხო მის თეძოს სახსარს და ეღრძო იაკობს თეძოს სახსარი მასთან შერკინებისას. უთხრა: გამიშვი, უკვე თენდება. უთხრა: არ გაგიშვებ, სანამ არ მაკურთხებ. უთხრა: რა გქვია? მიუგო: იაკობი. უთხრა ამიერიდან აღარ ითქვას შენს სახელად იაკობი, არამედ ისრაელი, რადგან ღმერთს და ადამიანებს შეებრძოლე და სძლიე. ჰკითხა იაკობმა: მითხარი შენი სახელი. უთხრა: რისთვის მეკითხები სახელს? და იქვე აკურთხა. უწოდა იაკობმა იმ ადგილს სახელად [[ფენუელი]], რადგან თქვა: პირისპირ ვიხილე ღმერთი და გადავრჩი. ამოუბრწყინდა მზე, როგორც კი გასცდა ფენუელს; და კოჭლობდა იგი ცალი თეძოთი. ამიტომ არ ჭამენ დღემდე ისრაელიანები მენჯის ძარღვს, თეძოს სახსარზე, რადგან შეეხო ის (უფალი) იაკობის მენჯის ძვალს, თეძოს სახსარზე.<ref>http://holybible.ge/bible/georgian/book-1-1-32-0-m-geo-m-geo--0</ref><ref>http://www.orthodoxy.ge/tserili/biblia/dabadeba/dabadeba-32.htm</ref>
[[ფაილი:Tissot The Meeting of Esau and Jacob.jpg|მინი|344x344პქ|ესავის და იაკობის შეხვედრა]]
(დაბადება 33:1-16) გაიხედა იაკობმა და ხედავს, მოდის ესავი ოთხასი კაცით. გაუთავთავისა იაკობმა ბავშვები [[ლეა|ლეას]], [[რახელი|რახელს]] და ორ მხევალს. წინ დააყენა მხევლები და მათი ბავშვები, მათ უკან ლეა და მისი ბავშვები, ხოლო სულ უკან რახელი და [[იოსები (იაკობის ძე)|იოსები]]. თავად კი მათ წინ გაემართა და, ვიდრე მიუახლოვდებოდა, შვიდგზის მდაბლად თაყვანისცა ძმას. სირბილით შეეგება ესავი, გადაეხვია, ყელზე მოეჭდო, გადაკოცნა, და ატირდნენ ორთავენი. აიხედა ესავმა და დაინახა ქალები და ბავშვები უთხრა: შენი რა არიან ესენი? უთხრა: შვილები ღმერთმა რომ უწყალობა შენს მორჩილს. ახლოს მივიდნენ მხევლები თავიანთი ბავშვებითურ და თაყვანი სცეს. ახლოს მივიდა ლეაც თავისი ბავშვებითურთ და თაყვანისცა. ბოლოს იოსები და რახელი მივიდნენ ახლოს და თაყვანი სცეს. უთხრა ესავმა: რა იყო მთელი ის ბანაკი, წინ რო შემომხვდა? უთხრა: რომ მადლი ვპოვო ჩემი ბატონის თვალში. უთხრა ესავმა: არაფერი მაკლია, ძმაო. შენი შენვე გქონდეს. უთხრა იაკობმა: თუ მადლი მიპოვნია ჩემი ბატონის თვალში, მიიღე ჩემგან ეს ძღვენი. მიიღე შენთვის გამოგზავნილი ეს მოსაკითხი, რადგან ღმერთმა მომხედა და ყველაფერი მაქვს. არ მოეშვა და მანაც მიიღო. უთხრა ესავმა: დავიძრათ და წავიდეთ, მე წინ წაგიძღვები. უთხრა: იცის ჩემმა ბატონმა, რომ სათუთნი არიან ბავშვები, და ცხვარ-ძროხა მაკედა მყავს. წინ რომ გავირეკო, ერთ დღეში გამიწყდება მთელი საქონელი. თავისი მორჩილის წინ იაროს ჩემმა ბატონმა; მე კი ნელ-ნელა, ფეხდაფეხ გავყვები საქონელს და ბავშვებს, ვიდრე ჩემს ბატონთან მივიდოდე სეყირში. უთხრა ესავმა: ვინმეს მაინც მოგიჩენ ჩემი ხალხიდან, თან რომ მახლავს. უთხრა: რა საჭიროა? ოღონდ მადლი ვპოვო ჩემი ბატონის თვალში. იმ დღესვე გაბრუნდა თავისი გზით ესავი სეყირისკენ.<ref>http://holybible.ge/bible/georgian/book-1-1-33-0-m-geo-m-geo--0</ref><ref>http://www.orthodoxy.ge/tserili/biblia/dabadeba/dabadeba-33.htm</ref>
 
== სქოლიო ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ესავი“-დან