ციხედიდის ბრძოლა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 1:
'''ციხედიდის ბრძოლა 1561''', [[ქართლის სამეფო|ქართლის]] მეფის [[სიმონ I|სიმონ I-ის]] ბრძოლა სპარსელთა წინააღმდეგ [[თბილისი]]ს გასათავისუფლებლად [[ციხედიდი|ციხედიდის]] მიდამოებში.
 
გამეფებისთანავე სიმონ I-მა ერთ-ერთ მთავარ ამოცანად დაისახა ყიზილბაშთაგან თბილისის გათავისუფლება. მან დახმარება სთხოვა [[კახეთის სამეფო|კახეთის]] მეფე [[ლევანი (კახეთის მეფე)|ლევანს]], რომელმაც ჯარი მიაშველა უფლისწულ გიორგის მეთაურობით. გაერთიანებული ლაშქარი ციხედიდთან (ძეგვის მიდამოებში) დაბანაკდა. ბანაკს საგანგებო თხრილები შემოავლეს. ყარაბაღის მმართველი შაჰვერდი ზიად-ოღლუ ფარულად შევიდა თბილისის ციხეში, ყიზილბაშთა გარნიზონის დასახმარებლად. [[6 აპრილი|6 აპრილს]], [[აღდგომა|აღდგომის]] დღეს, ადგილ დევის ნამუხლართან<ref>დევის ნამუხლარი, ''დევის-ნამუხლი'' — ადგილი [[მუხათგვერდი]]ს ქვემოთ; კლდე, რომელიც კეტავდა [[თბილისი]]დან [[ძეგვი]]სკენ მიმავალ გზას.</ref> დატოვებული საყარაულო რაზმის უფროსი ფარეშა გერმანოზიშვილი რაზმთან ერთად მუხათგვერდში წირვის მოსასმენად ავიდა. მტერმა ისარგებლა ქართველთა ამ მოდუნებით და მოულოდნელად დაეცა მათ ბანაკს. ხელჩართულ ბრძოლაში, დიდი თავგანწირვის მიუხედავად, ქართველები დამარცხდნენ. ბრძოლაში მოკლეს უფლისწული გიორგი. მიუხედავად ამ მარცხისა, სიმონ I-ს სპარსელთა წინააღმდეგ ბრძოლა არ შეუწყვეტია.
==იხილეთ აგრეთვე==
* [[საქართველოს ბრძოლების სია]]
ხაზი 7:
==ლიტერატურა==
{{ქსე|11|237|ნარსია გ.}}
{{ქე|2|}}
 
==სქოლიო==
{{სქოლიო}}
 
[[კატეგორია:საქართველოს ბრძოლები]]