სპორტი საქართველოში: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 207:
 
==სუმო==
ამ საქმის თაოსნები და მხარდამჭერები იყვნენ [[თენგიზ რუხაძე]], [[ანზორ მარტყოფლიშვილი]], [[თამაზ ჩხართიშვილი]], [[მერაბ ლოსეურაშვილი]], [[ლაშა აბესაძე]], [[ზურაბ რეხვიაშვილი]]. მათ [[1998]] წელს დააფუძნეს [[საქართველოს სუმოს ეროვნული ფედერაცია]], რომელიც იმავე წელს ევროპისა და მსოფლიოს ფედერაციებში გაერთიანდა, ქართველ სპორტსმენებს კი მოყვარულთა ტურნირებში გამოსვლის შესაძლებლობა მიეცათ.
 
პირველივე საერთაშორისო შეჯიბრებაში - ევროპის [[1998]] წლის ჩემპიონატში ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს [[ალექსი დავითაშვილი|ალექსი დავითაშვილმა]], [[გიორგი წმინდაშვილი|გიორგი წმინდაშვილმა]], ლევან ჯაფარიძემ და [[ჯონდო დაბრუნდაშვილი|ჯონდი დაბრუნდაშვილმა]]. მოყვარულთა ტურნირებში ყველაზე დიდ წარმატებას მიაღწია [[ლევან ებანოიძე|ლევან ებანოიძემ]], რომელმაც [[1999]] წელს ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატები მოიგო. ქართველები ხშირად ხვდებიან გუნდური შეჯიბრებების პრიზიორთა შორის, [[2009]] წელს კი ევროპაში საუკეთესო სამოყვარულო გუნდის ტიტული მოიპოვეს.
 
პირველი პროფესიონალი ქართველი სუმოისტია სოხუმელი  [[კოკაი|ლევან ცაგურია]], მეტსახელად  „კოკაი“„<nowiki/>[[კოკაი]]<nowiki/>“  („შავი ზღვა“). ის [[2001]]-[[2012]] წლებში გამოდიოდა უძლიერესთა ტურნირებში და სუმოს ერთ-ერთი საუკეთესო ოსტატად ითვლებოდა. ცაგურია აღმოჩნდა პირველი ევროპელი, რომელმაც ძურიოს (მე-2 უმაღლესი კატეგორია) დივიზიონს მიაღწია. ბოლო წლებში პროფესიონალთა ტურნირებში წარმატებით ასპარეზობენ [[ლევან გორგაძე]] ([[ტოჩინოშინი]]) და [[თეიმურაზ ჯუღელი]] ([[გაგამარუ]]).
 
==წყალბურთი==