ნაპო მესხია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''ნაპო მესხია''' (დ. 1938, ოტობაია, გალის რაიონი, აფხაზეთის ას...
 
No edit summary
ხაზი 3:
==ბიოგრაფია==
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი, შემდეგ მოსკოვის საკავშირო სამედიცინო აკადემიის ნ. ბურდენკოს სახელობის ნეიროქირურგიის ინსტიტუტის კლინიკური ორდინატურა და ასპირანტურა, რომლის დამთავრებამდე დაიცვა დისერტაცია მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატის მოსაპოვებლად. 1979 წელს მისი თაოსნობით აფხაზეთის რესპუბლიკური ფსიქო-ნევროლოგიური საავადმყოფოს ბაზაზე გაიხსნა ნეიროქირურგიული განყოფილება, რომელსაც წლების მანძილზე ხელმძღვანელობდა. მისი ინიციატივით აფხაზეთის რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან აშენდა ნეიროქირურგიული კორპუსი, შეიქმნა აფხაზეთის ჯანდაცვის რესპუბლიკური ნეიროქირურგიული ცენტრი, რომლის დირექტორიც იყო თვითონ. მისი თაოსნობით აფხაზეთში შეიქმნა საზოგადოებრივი-სამედიცინო საქველმოქმედო ასოციაცია „გულმოწყალება“, რომლის პრეზიდენტიც ასევე თვითონ იყო. ავტორია არაერთი გამოგონებისა და სამეცნიერო შრომის.
 
1991 წელს არჩეული იყო აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს დეპუტატად.
 
==ლიტერატურა==
*გაზ. „აფხაზეთის ხმა“, 19 სექტემბერი, 1991 წელი
 
{{DEFAULTSORT:მესხია, ნაპო}}
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ნაპო_მესხია“-დან