იუდაიზმი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 2:
[[ფაილი:Menorah7a.png|thumb|right|250px|შვიდტოტა [[მენორა]] - იუდაიზმის უძველესი სიმბოლო]] '''იუდაიზმი''' ([[ებრ.]] ɳיהדות – იაჰადუთ) — [[ებრაელები|ებრაელი]] ერის რელიგია; ისტორიაში აღნუსხული პირველი [[მონოთეიზმი|მონოთეისტური]] რწმენა და ანტიკური ხანიდან შემორჩენილი ერთ-ერთი რელიგია. იუდაიზმის დოქტრინა და ისტორია მნიშვნელოვანი ნაწილია სხვა მონოთეისტურ, კერძოდ: [[სამარიული სარწმუნოება|სამარიულ]], [[ქრისტიანობა|ქრისტიანულ]] და [[ისლამი|მუსლიმურ]] რელიგიათა საფუძვლებისა.
 
უკანასკნელი დაახლოებით 2000 წლის მანძილზე იუდაიზმის პრაქტიკული მიმდევრობა მონოლითური არ ყოფილა: მას არა ჰყოლია ცენტრალური სულიერი მმართველობა; არა ჰქონია შემბოჭავი დოგმა. მიუხედავად ამისა, ყოველ ვარიაციაში იუდაიზმი მჭიდროდ დაკავშირებული დარჩა რამდენიმე რელიგიურ პრინციპთან, რომელთაგან უმნიშვნელოვანესია ერთადერთი, ყოვლისმცოდნე, ყოვლისშემძლე, ყოვლად მოწყალე და უხილავი (ტრანსცენდენტული) ღმერთის რწმენა; ღმერთისა, რომელმაც სამყარო შექმნა და რომელიც განაგრძობს მის განგებას. ებრაული აზროვნების მიხედვით სამყაროს შემქმნელმა ღმერთმა უძველესი აღთქმით კავშირი დაამყარა ებრაელ ერთან, როდესაც მათ შორის სახით მის მიერ დადგენილი კანონები და მცნებები გაუზიარა. ებრაული ღვთისმსახურება ყველაზე დიდ ადგილს უთმობს ამ კანონებისა და მცნებების შესწავლასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში განხორციელებას ისე, როგორცაა ინტერპრეტირებული რელიგიის კანონიკურ წიგნებსა და [[რაბინული ლიტერატურა|რაბინულ ლიტერატურაში]].
 
== შესავალი ==
ხაზი 8:
 
=== მონოთეიზმი ===
მკვლევარებს უჭირთ მონოთეიზმის აღმოცენების პერიოდის დადგენა. ორთოდოქსული იუდაიზმის მიხედვით, ხალხური მასშტაბით ასეთი რწმენის მიღების სათავე ებრაელებისათვის ათი მცნებისა და თორის (ბიბლიის) გაცემა იყო, - სწორედ ამ საშუალებით უბრძანა ღმერთმა ებრაელებს მხოლოდ და მხოლოდ მისი მსახურება, ხოლო სხვა ღვთაებათა თაყვანისცემა ან მათ ხელოვნურ განსახიერებათა წინაშე ქედის მოხრა აუკრძალა. თორიდან გამომდინარეობს იუდაიზმის ფუძემდებელი პრინციპები: ერთადერთი ღმერთის არსებობა, მარადიულობა, მისი გაუნაწილებელი ავტორობა სამყაროს შემოქმედებაში და მისი გარდაუვალი სურვილის გამოხატულება ისტორიულ მოვლენათა სვლაში. ებრაული თვალსაზრისით, ათი მცნების გამო მათ ეკრძალებათ ყოველი სხვა ღმერთის, [[კერპი]]ს, [[სული]]ს თუ [[ხატი]]ს მსახურება; შესაბამისად, ისინი (მორწმუნენი) თვით ღმერთის ორმნიშვნელოვნად ან სამებად წარმოდგენას თვლიან [[მწვალებლობა]]დ, რომელიც [[პოლითეიზმი|პოლითეიზმს]] ჰგავს. ღმერთის უნიკალურობის იდეა თორის ძირითადი პრინციპია. ამის გამო, მისი კანონით ებრაელებს ეკრძალებათ ყოველი ისეთი საგნის გაკეთება ან ფლობა, რომლის წინაშეც ადამიანს ქედის მოხრა შეუძლია (მაგ. ღმერთის სურათის ან ქანდაკების). ამ გაგებით, რადგან ღმერთი უხილავია, ადამიანმა არ უნდა მოიხაროს ქედი რაიმე არსების ან საგნის წინაშე, რაც თავად არაა ღმერთი.
 
=== პრაქტიკული ღვთისმსახურება და კანონები ===
ძველად ებრაელებსაც ჰქონიათ [[სალოცავი]] და მსხვერლპშესაწირავი ტაძარი [[იერუსალიმი|იერუსალიმში]], სადაც ძირითადად დღესასწაულებისას იკრიბებოდნენ. მიუხედავად ამისა, წლის დანარჩენ დღეებშიც არ წყვეტდნენ [[ქოჰენები]]ს (ქურუმების) ყოველდღიური ყოფის მიბაძვას, როგორც თორის კანონებითაა განსაზღვრული. სხვა რელიგიებთან შედარებით ღვთისმსახურებისადმი უფრო პრაქტიკული მიდგომით, იუდაიზმი დღესაც ცდილობს მორწმუნეთა ყოველდღიური ცხოვრება ძველებრაულ ტაძარში ქურუმების მიერ წარმოებული '''ყოველდღიური''' ღვთისმსახურების დონემდე აამაღლონ. ამ მიზნის მისაღწევად თორაში (ებრაულ ბიბლიაში) 613 '''[[მიცვა]]''' (מצווה), ანუ ღვთის განკარგულებაა მოცემული. მიცვების შემსრულებელი მორწმუნეები თავიანთ ყოველდღიურ ცხოვრებას (ისეთი ტრივიალური ქცევების ჩათვლით, როგორც ხელ-პირის დაბანა და მისთანანი) რიტუალური წესების მიხედვით წარმართავენ. მიცვების შემსრულებლებს იუდაიზმი გან-ედენს ([[სამოთხე|სამოთხის ბაღს]]) ან ოლამ ჰა'ბას (მომავალ სამყაროს, ე.ი. [[მესია|მესიის]] მოსვლისას მკვდრეთით აღდგომას) ჰპირდება. აღსანიშნავია, რომ აქედან იუდაიზმი მხოლოდ მკვდრეთით აღდგომით რწმენას ავალდებულებს ებრაელებს.
 
== იუდაიზმის განვითარების ტრადიციული შეხედულება ==
[[ფაილი:Duraeuropa-1-.gif|thumb|250px|left|სცენა [[ესთერის წიგნი]]დან, [[დურა-ევროპოს სინაგოგა|დურა-ევროპოს სინაგოგის]] დეკორაცია]]
ებრაული ბიბლიის თემაა ისრაელიტთა (იგივე ებრაელთა) ურთიერთობა ღმერთთან, როგორც ეს გამოიხატება მათ ისტორიაში დროის დასაბამიდან მეორე ტაძრის პერიოდამდე (დაახ. [[ძვ. წ. 350]] წლამდე). ეს ურთიერთობა აღწერილია როგორც უწყვეტი ისტორია, რომლის განმავლობაში ებრაელთა სულში ერთმანეთს ეჭიდება ღმერთის რწმენა და სხვა ღმერთებისადმი მიზიდულება. ისეთი მნიშვნელოვანი ებრაელები, როგორც [[აბრამი (ბიბლია)აბრაამი|აბრამი]], [[იაკობი (ბიბლია)|იაკობი]] და [[მოსე (ბიბლია)|მოსე]], ღმერთსაც შეეჭიდნენ თორაში (აბრამი და იაკობი ღმერთს ზოგჯერ გაბედულად შეეპასუხნენ, ხოლო იაკობი სიზმარში ღმერთს ფიზიკურად შეებრძოლა).
 
ორთოდოქსული იუდაიზმისა და მორწნუნე ებრაელთა აზრის მიხედვით ბიბლიური პატრიარქი აბრამი პირველი ებრაელი იყო. რაბინული ლიტერატურის მიხედვით მან კაცობრიობაში პირველმა უარყო [[კერპთაყვანისმცემლობა]] და მონოთეიზმი იქადაგა. შედეგად, მას ღმერთმა ურიცხვი შვილი აღუთქვა ([[დაბადება 15:5]]) "გაიყვანა გარეთ და უთხრა: "ახედე ზეცას და დაითვალე ვარსკვლავები, თუ შეგიძლია მათი დათვლა”. მერე უთხრა: "შენი შთამომავლობაც ამდენი იქნება”.<ref>http://holybible.ge/bible/georgian/book-1-1-15-5-m-geo-m-geo--0</ref> აბრამის პირველი შვილი [[იშმაელი აბრამის ძე|იშმაელი]] იყო, ხოლო მეორე ვაჟი - [[ისაკი აბრამის ძეისააკი|ისაკი]]. ისაკის შეძენისას ღმერთმა თქვა, რომ ის გააგრძელებდა აბრამის სულიერ შრომას, ხოლო მისი შთამომავლობა [[ეგვიპტე]]ში გადახვეწისა და იქიდან გამოხსნის შემდეგ ისრაელის მიწას დაისაკუთრებდა. ღმერთმა ისაკის ძე [[იაკობი]] და მისი შვილები გვალვით აიძულა [[ქანაანი]]დან ეგვიპტეში გადასულიყვნენ, სადაც მრავალი თაობის შემდეგ ებრაელები დაიმონეს. მონობისაგან გამოსახსნელად ღმერთმა ებრაელებს მოსე მოუვლინა, ეგვიპტიდან ისინი თვითონ გამოიყვანა, [[სინის მთა|სინაის მთაზე]] მათ თორა მისცა და საბოლოოდ აღთქმულ მიწაზე მიიყვანა. მთასთან ღმერთმა მოსეს ძმის - [[არონი|არონის]] შთამომავლობა ქოჰენების (ქურუმების) კლასად დაამტკიცა. ისინი საბოლოოდ [[იერუსალიმის ტაძარი|იერუსალიმის ტაძარში]] მსახურებდნენ.
 
მებრძოლ ებრაელთა ისრაელის მიწაზე დასახლების შემდეგ აქამდე მოძრავი ღვთის კარავი (რომელიც ღმერთმა ქურუმობასთან ერთად დააწესა) [[შილო (ისრაელი)|შილოში]] დამკვიდრდა 300 წლით. ამ დროის განმავლობაში ღმერთმა ერს ღირსეული კაცები, ზოგჯერ კი ქალებიც მოუვლინა თავდამსხმელ მტერთა წინააღმდეგ მის ასამხედრებლად. ზოგი მტერი ღვთის გამოგზავნილი იყო ცოდვებისათვის ხალხის დასასჯელად. ეს ამბები აღწერილია ისუ ნავეს ძისა და მსაჯულთა წიგნებში. რაც დრო გადიოდა, ერის სულიერი დონე უფრო და უფრო ქვეითდებოდა, სანამ სამაგიეროს გადასახდელად ღმერთმა [[ფილისტიმელები|ფილისტიმიელებს]] შილოში დადგმული ღვთის კარვის ხელში ჩაგდება შეაძლებინა. მაშინ კი ებრალმა ერმა შეიცნო საკუთარი დაკნინება და [[სამოელ წინასწარმეტყველი|სამუელ წინასწარმეტყველს]] სთხოვა ტომთა ბელადებისა თუ მსაჯულების ნაცვლად მისთვის მუდმივი მეფე ამოერჩია (როგორც მეზობელ ხალხებს ჰყავდათ). სამუელმა უხალისოდ შეასრულა ეს თხოვნა და ღმერთის დასტურით მეფედ აირჩია ბრწყინვალე, მაგრამ თავმდაბალი ადამიანი - [[საული (ბიბლია)|საული]]. როდესაც ხალხის ზეგავლენით მან სამუელის განკარგულება დაარღვია, ღმერთმა წინასწარმეტყველს უბრძანა, რომ მის მაგიერ მეფედ [[დავითი (ბიბლია)|დავითი]] ეკურთხებინა. (ეს მოთხრობილია სამუელის წიგნებში).
 
როგორც კი დავით მეფემ თავისი ძალაუფლება განამტკიცა, მან [[ნათან წინასწარმეტყველი|ნათან წინასწარმეტყველს]] უთხრა, რომ ღვთისთვის მუდმივი ტაძრის აშენება სურს. მისი ღვაწლის სამაგიეროდ ღმერთი შეჰპირდა დავითს, რომ ტაძარს მისი შვილი ააგებდა, ხოლო სამეფო გვირგვინი არასოდეს გამოეცლებოდა მის შთამომავლობას. (თვით დავითმა ვერ მიიღო ტაძრის აშენების ნება, რადგან ბევრ შინა-ომებში მონაწილეობდა და ღმერთს არ უნდოდა ის მშვიდობის სიმბოლოდ ასაგები ტაძრის მშენებლად ეცნო). პირველი მუდმივი ტაძარი ღვთის ნებით მართლაც დავითის ვაჟმა - [[სოლომონ მეფე|სოლომონმა]] ააგო იერუსალიმში, როგორც [[მეფეთა წიგნები|მეფეთა წიგნებშია]] აღწერილი.
 
სოლომონის სიკვდილის შემდეგ მისი სამეფო ორად გაიყო: ისრაელის და იუდეის[[იუდეველთა სამეფო|იუდეველთა]] სამეფოებად. დაახლოებით 200 წლის შემდეგ, კერპთაყვანისმცემლობის გავრცელების გამო, ღმერთმა ისრაელის სამეფო [[ასურეთი|ასურეთს]] დააპყრობინა და მისი ხალხი გადაასახლებინა. სამხრეთში, იუდეის სამეფო, რომლის დედაქალაქ იერუსალიმში ტაძარი იდგა, დავითის დინასტიის სამფლობელოდ დარჩა. როდესაც იუდეაში კერპთაყვანისმცემლობა ისე მომძლავრდა, როგორც ჩრდილოეთში, ღმერთმა ეს სამეფო [[ბაბილონი|ბაბილონს]] დააპყრობინა. დამპყრობლებმა დაანგრიეს ტაძარი, რომელიც 410 წელი იდგა, ხოლო იუდეველები ბაბილონში გადაასახლეს. ხალხს ნუგეშად დარჩა ღვთის აღთქმა, რომ ისინი 70 წლის შემდეგ გამოიხსნებოდნენ. ეს ამბები მოთხრობილია ისაიას[[ესაია წინასწარმეტყველი|ესაიას]] წიგნში და [[იერემია წინასწარმეტყველი|იერემიას]] წიგნში.
 
[[ფაილი:Western wall jerusalem night.jpg|thumb|250px|right|[[დასავლეთის კედელი]] ერთადერთი ფრაგმენტია, რაც [[იერუსალიმის მეორე ტაძარი|იერუსალიმის მეორე ტაძრისგან]] დღემდე შერმორჩა. ტაძრის მთა უწმინდესი ადგილია იუდაიზმში]] 70 წლის შემდეგ ღმერთმა სპარსელებს ებრაელები, ეზრას ხელმძღვანელობით, იუდეაში დააბრუნებინა. რეპატრიანტებმა ტაძარიც აღაგეს. ეს აღწერილია [[ეზრას წიგნი (ძველი აღთქმა)|ეზრას წიგნში]] და [[ნეემიას წიგნი (ძველი აღთქმა)|ნეემიას წიგნში]]. მეორე ტაძარი 420 წელი იდგა, სანამ შინა მტრობისათვის დასასჯელად ღმერთმა იუდეველებს რომაელები არ შეუსია. ტაძარი რომაელმა სარდალმა (შემდეგ იმპერატორმა) [[ტიტუსი (სარდალი)|ტიტუსმა]] დაანგრია. ის დანგრეული უნდა დარჩეს, სანამ ღმერთი მესიად არ მოავლენს დავითის თესლის ადამიანს, რომელიც ისრაელს დაუბრუნებს ძველ დიდებას და იერუსალიმის ტაძარსაც აღაშენებს.
 
სინაის მთაზე მიღებული თორა მოსეს ხუთ წიგნს მოიცავს. მსაჯულთა, მეფეთა, წინასწარმეტყველთა და ჟამთაღმრიცხველთა წიგნებთან ერთად, ხუთწიგნეული ''დაწერილ თორას'' შეადგენს. თორის განკარგულებათა დეტალებს და ინტერპრეტაციას, რომელიც ღმერთმა მოსეს არ დააწერინა მთაზე და მხოლოდ დააზეპირებინა, [[ზეპირი თორა]] (תורה שבעל-פה, ''თორა შე'ბე'ალ-პე'') ეწოდება. მეორე ტაძრის დანგრევამდე, ეს თორა მართლაც ზეპირად გადაეცემოდა თაობიდან თაობას, მაგრამ მხოლოდ სასულიერო წოდების ადამიანებს (ქურუმებს, მსაჯულებს, რაბინებს). ჩვენი წელთაღრიცხვის პირველ საუკუნეებში, როდესაც დიასპორაში ებრაელთა დევნამ იმატა, ზეპირი ტრადიციის გაწყვეტის შიშით, რაბინებმა ამ თორის ჩაწერა დაიწყეს და ასე შეადგინეს '''[[მიშნა]]''' (משנה). მომდევნო საუკუნეებში (მე-7 საუკუნემდე) თვით მიშნის რაბინული ინტერპრეტაცია მიმდინარეობდა; მიშნაში მოცემული ზეპირი თორის რაბინულ ინტერპრეტაციას '''[[თალმუდი]]''' (תלמוד) ეწოდება. ზეპირი თორის რაბინული განხილვა სხვა წმინდა წიგნებშიცაა.
ხაზი 41:
თუმცა იუდაიზმი ყოველთვის იცავდა სარწმუნოების რამდენიმე პრინციპს, მას მაინც არ აქვს ყველა ებრაელისადმი აუცილებლად მისაღები დოგმა. ეს თვისება, რომელიც იუდაიზმს უკვე 2000 წელი ახასიათებს, აძნელებს ყოველგვარ განზოგადოებას ებრაული თეოლოგიის მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ ცალკეულმა რაბინებმა ან ებრაულმა მიმდინარეობებმა მიაღწიეს თანხმობას - მიეღოთ მტკიცე დოგმა, მათ თითქმის არასოდეს არ დაეთახმნენ სხვა რაბინები და ჯგუფები. რადგან იუდაიზმს არავითარი ცენტრალური ავტორიტეტი არ გააჩნია, ებრაული სარწმუნოების პრინციპთა არცერთ ფორმულას არ ძალუძს სხვა ფორმულა დასძლიოს. როდესაც ანტიკური ხანის ისტორიკოსი, [[იოსეფუსი]], ეცადა დაედგინა, თუ ვინ არის ებრაელი, მან ღვთისმსახურების წესებსა და ტრადიციებს გაუსვა ხაზი და არა სარწმუნოების პრინციპებს. მისი აზრით, ებრაელის გადარჯულება ტრადიციულ ჩვეულებათა შეუსრულებლობაში გამოიხატება, ხოლო ებრაელად მორჯულება [[წინადაცვეთა]]სა და ამ ჩვეულებათა მიღებას საჭიროებს.
 
ორთოდოქსული იუდაიზმის მიხედვით, სარწმუნოების პრინციპთა შორის სამი ისეთი მნიშვნელოვანია, რომ ებრაელის მიერ მათი უარყოფა თემიდან მის მოღკვეთასმოკვეთას ([[ექს-კომუნიკაცია]]ს) იმსახურებს, თანაც მესიის მოსვლისას ის მკვდრეთით ვერ აღდგება; ეს სამი პრინციპია:
* ღმერთის არსებობა,
* თორის ღმერთისგან მიღება და
ხაზი 53:
* '' ის ერთია;'' მონოთეიზმის მტკიცე უნიტარული პრინციპი, რომელსაც ემყარება შეხედულება, რომ მარადიული ღმერთი [[მორალი]]ს საწყისია.
* ''მას არ აქვს ტანი და ტანის მსგავსება;'' ღმერთი სავსებით არამატერიალური, უსხეულოა. ყოველი [[ანთრომორფიზმი]] თორაში და რაბინულ ლიტერატურაში უნდა მივიჩნიოთ [[მეტაფორა]]დ, ურომლისოდაც ღმერთზე ვერ ვილაპარაკებდით.
* ''ის დაუსაბამოა;'' სამყაროსთან შედარებით ღმერთი უპირველესია, ოღონდ მისგან განსხვავებით საწყისი არ აქვს დროში, რადგან თვით დრო ღმერთის შექმნილია - ის მის მიერ შექმნილ სამყაროსთან ერთად დაიწყო. ღმერთს არ აქვს [[წარსული]], [[აწმყო]] და [[მომავალი]]. ის მარადიულია არა მხოლოდ მისი არსებობის დროის მიერ შეუზღუდელობით, არამედ იმ გაგებითაც, რომ არავითარი დროის განმავლობაში არ იცვლება.
* ''არ უნდა ემსახურო, თუ არა ღმერთს;'' ღმერთსა და ადამიანს შორის არ არსებობს არავითარი ზებუნებრივი [[მედიატორი]]. ასეთი მედიატორის რწმენა, ტრადიციული შეხედულებით [[მწვალებლობა]]ამწვალებლობაა.
* ''ღმერთმა ადამიანის ფიქრები იცის;'' ის ყოვლისმცოდნეა.
* ''მოსეს ნაწინასწარმეტყველევი სიმართლეა.''
* ''მოსე წინასწარმეტყველთა მთავარია.''
* ''თორა ზეციდანზეცი ბდან მოცემულია.''
* ''თორა არასოდეს არ შეიცვლება.''
* ''ღმერთი სჯის ბოროტთ და საფასურს უხდის კეთილთ.''
ხაზი 82:
ებრაელი, რომელიც წყვეტს ებრაული რჯულის ჩვეულებათა შესრულებას, მაინც ებრაელად ითვლება; ებრაული კანონით, არც ის ებრაელი უნდა გამოაკლდეს ერს, ვინც ებრაული რწმენის პრინციპებს უარყოფს და აგნოსტიკურად, ან ათეისტურადაა განწყობილი. ამავე კანონით, სხვა სარწმუნოების მიმღები ებრაელიც კი ებრაელად ითვლება, თუმცა ასეთ შემთხვევაში ადამიანი კარგავს ყოველგვარ სტატუსს ებრაულ თემში და გადარჯულებულის სახელს იმკვიდრებს. წარსულში, გადარჯულებული ებრაელის ოჯახი და მეგობრები მას ოფიციალურად გლოვობდნენ; ჩვენს დროში ეს ჩვეულება იშვიათია.
 
საკითხი, თუ რა არის მთავარი ებრაელობის დახასიათებაში, მე-20 საუკუნის 50-ან წლებში ხელახლა წამოჭრა [[ისრაელი]]ს მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა, [[დავიდ ბენ-გურიონი|დავიდ ბენ-გურიონმა]], როდესაც მთელი მსოფლიოს ებრაელ სწავლულებსა და რელიგიურ ლიდერებს სთხოვა, აზრი გამოეთქვათ კითხვაზე ''მიჰუ იეჰუდი?'' ([[ვინ არის ებრაელი?]]). ეს საკითხი, რომელიც მალე ვერ გადაიჭრება, მას შემდეგ ისრაელის [[პოლიტიკა]]შიპოლიტიკაში იჩენს ხოლმე თავს.
 
== ებრაული ფილოსოფია ==
 
[[ებრაული ფილოსოფია]] ფილოსოფიური დისციპლინისა და ებრაული თეოლოგიის გადაჯვარედინებას წარმოადგენს. შუა საუკუნეების ებრაელ ფილოსოფოსთა რიცხვს მიეკუთვნებიან [[საადია გაონი]], [[შლომო იბნ გაბიროლი]], [[ჰალევი, იეჰუდა|იეჰუდა ჰალევი]], [[მოშე ბენ მაიმონი]] და [[ლევი ბენ გერშომი]]. ებრაელთა განათლების მოძრაობამ (მე-18 საუკუნის მიწურულიდან მე-19 საუკუნის 80-ან წლებამდე) დიდი ცვლილებები მოახდინა ებრაულ ფილოსოფიაში; ეს ცვლილებები გამოხატეს განათლების მოძრაობის ფილოსოფიურად გამგრძელებელმა, ხოლო მოგვიანებით, თანამედროვე ხანის ისეთმა ფილოსოფოსებმა, როგორც [[მარტინ ბუბერი]], [[ფრანც როზენცვაიგი]], [[მორდეხაი კაპლანი]], [[აბრაჰამ ჯოშუა ჰეშელი]], [[ვილ ჰერბერგი]], [[იმანუელ ლევინასი]], [[რიჩარდ რუბინშტეინი]], [[ემილ ფაკენჰაიმი]] და [[იოსეფ სოლოვეიჩიკი]].
 
== ებრაული მიმდინარეობები ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/იუდაიზმი“-დან