აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
იარლიყები: რედაქტირება მობილურით საიტის რედაქტირება მობილურით
იარლიყები: რედაქტირება მობილურით საიტის რედაქტირება მობილურით
ხაზი 48:
==ისტორია==
{{მთავარი|აჭარა}}
[[1921]] წელს [[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუცია|საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუციით]] აჭარას (სამუსლიმანო საქართველო, ბათუმის მხარე) მიენიჭა ადგილობრივ საქმეებში ავტონომიური მმართველობის უფლება. 1921 წლის 16 მარტს რუსეთსა და თურქეთს შორის ხელმოწერილი მოსკოვის შეთანხმების მე-2 მუხლის მიხედვით თურქეთმა დაუთმო რუსეთს ქალაქი ბათუმი და მიმდებარე ტერიტორიები იმ პირობით, რომ ადგილობრივი მოსახლეობა ისარგებლებდა ავტონომიის უფლებით. 1921 წლის 16 ივლისს ([[საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა|საქართველოს სსრ]]) შემადგენლობაში შეიქმნა [[აჭარის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა]]. 1921 წლის მარტის მოსკოვის ხელშეკრულების პირობები გაიმეორა 1921 წლის 13 ოქტომბერს, ერთის მხრივ, ოსმალეთის მთავრობასა და, მეორეს მხრივ, აზერბაიჯანის, სომხეთისა და საქართველოს სოციალისტური რესპუბლიკების მთავრობებს შორის დადებულმა [[ყარსის ხელშეკრულება]]მ. 1990 წლისწელის ბოლოდან10 დეკემბერს აჭარის ასსრ-ის XI მოწვევის უმაღლესმა საბჭომ რიგგარეშე სხდომაზე განიხილა აჭარის ასსრ-ის კონსტიტუციაში (ძირითადი კანონი) ცვლილებების შეტანა და მხარი დაუჭირა ავტონომიური რესპუბლიკის გერბის შეცვლასა და თვითსახელწოდებას. რესპუბლიკის სახელწოდებიდან ამოღებულ იქნა სიტყვები „საბჭოთა სოციალისტური“. 1995 წლის [[საქართველოს კონსტიტუცია]]მ შეუნარჩუნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსი.
 
[[2000]] წლის 20 აპრილს კონსტიტუციური კანონით [[საქართველოს კონსტიტუცია|საქართველოს კონსტიტუციის]] შესაბამის ნაწილში განისაზღვრა აჭარის სტატუსი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის“ სახით<ref>[https://tsufacultyoflaw.files.wordpress.com/2016/08/konstituciuri-samartali.pdf დემეტრაშვილი ა., კბახიძე ი., კონსტიტუციური სამართალი, გვ. 68, თბ., 2011]</ref>.