სპორტი საქართველოში: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 71:
 
== კალათბურთი ==
'''ქართული კალათბურთის ისტორია XX საუკუნის 20-იანი წლებიდან იწყება.''' [[1922]] წელს [[მოსკოვი|მოსკოვში]] გამართულ ვსევობუჩის (“ვსენაროდნოე ვოენნოე ობუჩენიე”) სპარტაკიადაში მონაწილე თბილისელმა მძლეოსანმა [[ალექსანდრე ჭელიძე|ალექსანდრე ჭელიძემ]] შემთხვევით ნახა ბოძებზე დამაგრებული კალათბურთის ფარები და უცხო თამაში. ჭელიძე საქართველოს მუშფაკის (შემდგომში – ინდუსტრიული ინსტიტუტი) ფიზკულტურულ წრეს ხელმძღვანელობდა და, თბილისში დაბრუნებულმა, მუშფაკის ეზოში (ახლანდ. უშანგი ჩხეიძის ქუჩა) კალათბურთის პირველი მოედანი მოაწყო. [[1923]] წლის მარტში ამ მოედანზე გაიმართა პირველი ოფიციალური მატჩი მუშფაკის ორ გუნდს შორის. პირველ კალათბურთელთა რიგებში იყვნენ გიორგი ეგნატაშვილის ტანვარჯიშული ჯგუფის წევრები – [[მიხეილ ცხვედაძე]], [[გიორგი საყვარელიძე]], [[ბორის გერასიმოვი]], [[ალექსანდრე დავიდოვი]], [[მიხეილ იზაშვილი]] და სხვები. [[1924]] წელს თბილისელ რკინიგზელთა თაოსნობით მოეწყო ტურნირი 6 გუნდის მონაწილეობით, რომელთაგან ერთი – “სინათლე” – იმავე წელს ამხანაგური მატჩების გასამართავად ბაქოში გაემგზავრა. “სინათლის” გამარჯვებით დამთავრდა თბილისის პირველი ჩემპიონატი ([[1925]]). იმავე “სინათლის” კაცთა და ქალთა გუნდებმა მოიგეს [[1927]] წელს [[ქუთაისი|ქუთაისში]] ჩატარებული საქართველოს პირველი ჩემპიონატიც. იმ პერიოდში თბილისში მომრავლდა კალათბურთის მოედნები. გუნდები ჩამოყალიბდა სპორტულ და პროფკავშირულ ორგანიზაციებში, ქართული დივიზიის ნაწილებში, სასწავლო დაწესებულებებში. პარალელურად, კალათბურთი გავრცელდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. ქუთაისში კალათბურთის პირველი ფარი [[1923]] წელს აღიმართა გივი კილაძის თაოსნობით ე.წ. მესამე ლეგიონის ეზოში. [[1926]] წელს მოეწყო პირველი საქალაქო შეჯიბრება. იმავე წელს ქუთაისელი კალათბურთელები ბათუმს ეწვივნენ და ადგილობრივ გუნდებს შეხვდნენ. [[1927]] წელს ფიზკულტურის უმაღლესმა საბჭომ კალათბურთის პოპულარიზაციის მიზნით [[აფხაზეთი|აფხაზეთში]] მიავლინა ალექსანდრე ჭელიძე. შეიქმნა კალათბურთის შემსწავლელი ჯგუფები, მოეწყო შეჯიბრებები, ჩამოყალიბდა აფხაზეთის ნაკრები, რომელიც აქტიურად ჩაება საქართველოს პირველობაში. კალათბურთით განსაკუთრებით დაინტერესდა სტუდენტი ახალგაზრდობა. მარტო თბილისის უნივერსიტეტს ათეულობით გუნდი ჰყავდა, საქალაქო პირველობის სხვადასხვა ჯგუფში კი უნივერსიტეტელთა 12 გუნდი გამოდიოდა. [[1930-იანები|1930]]-იანი წლების დასაწყისში საქართველოში რამდენიმე ძლიერი გუნდი იყო, რომელთა შემადგენლობაში გამოდიოდნენ [[ლევან ფალავანდიშვილი]], ვლადიმერ და რობერტ მდივნები, ვახტანგ ციციშვილი, [[არჩილ წერეთელი]], [[ლეონიდ ძეკონსკი]], [[შალვა ყიასაშვილი]], გიორგი ავალიშვილი, [[შალვა დიასამიძე]], [[სურენ ოგანეზოვი]] და სხვები. [[1934]] წელს ვახტანგ ციციშვილმა შეადგინა კალათბურთის სასწავლო პროგრამა. მანვე სპორტსაზოგადოება “სტროიტელთან” ჩამოაყალიბა კალათბურთის პირველი სკოლა, რომელმაც შემდგომ არაერთი ცნობილი კალათბურთელი აღზარდა.
ქვეყნის ზომის მიუხედავად, მას მრავალი კალათბურთელი ჰყავს  მსოფლიოს საუკეთესო კლუბებსა და ლიგებში, ესენი არიან: [[თორნიკე შენგელია]], ვლადიმერ სტეფანია, [[ნიკოლოზ ცქიტიშვილი]] და განსაკუთრებით [[ზაზა ფაჩულია]]. რომელმაც NBA ორჯერ მოიგო. აღსანიშნავია რომ გუნდს ყოველთვის უდიდესი მხარდაჭერა გააჩნდა, მაგალითად 2011 წელს ევრობასკეტზე, საქართველოს პრეზიდენტი [[მიხეილ სააკაშვილი]] ჩავიდა. ნაკრები მსოფლიო რეიტინგში 2019 წლის სექტემბრამდე 27-ე ადგილს იკავებდა, მაგრამ შემდეგ დაქვეითდა და 36-ე ადგილს იკავებს.
 
ქართული გუნდები [[საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი|სსრკ]] ჩემპიონატებში [[1934]] წლიდან ჩაებნენ. ომამდელ წლებში ყველაზე უკეთ გამოდიოდა თბილისის “ლოკომოტივი”. [[1944]] და 1946 წლებში სსრკ ჩემპიონი იყო თბილისის ოფიცერთა სახლის გუნდი, რომლის შემადგენლობაშიც თამაშობდნენ [[ნოდარ ჯორჯიკია]], [[ლეონიდ ძეკონსკი]], [[ბორის სარქისოვი]], გივი ახვლედიანი, [[მიხეილ ფილიპოვი]], [[ოთარ სულაბერიძე]] და სხვები. შემდეგ ქართულ კალათბურთში ლიდერობდა თბილისის “დინამო”, რომელიც [[1950]], [[1953]], [[1954]] და [[1968]] წლებში სსრკ ჩემპიონი იყო, [[1949]], [[1950]], [[1951]] და [[1969]] წლებში – სსრკ თასის მფლობელი, [[1962]] წელს კი ევროპის ქვეყნების ჩემპიონთა თასი მოიპოვა.
 
ქართველ კალათბურთელებს სსრკ ნაკრების შემადგენლობაში არაერთ საერთაშორისო ტურნირში გაუმარჯვიათ, მათ შორის ოლიმპიურ თამაშებში ([[ზურაბ საკანდელიძე]], [[მიხეილ ქორქია]]), მსოფლიოს ([[ზურაბ საკანდელიძე]], [[ნიკოლოზ დერიუგინი]]) და ევროპის ([[ოთარ ქორქია]], [[ნოდარ ჯორჯიკია]], [[გურამ მინაშვილი]], [[ვლადიმერ უგრეხელიძე]], ზურაბ საკანდელიძე, [[ამირან სხიერელი]], [[სერგეი კოვალენკო]], [[მიხეილ ქორქია]], [[ნიკოლოზ დერიუგინი]]) ჩემპიონატებში. კალათბურთის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის სხვადასხვა დროს სსრკ დამსახურებული მწვრთნელის წოდება მიენიჭათ გიორგი ავალიშვილს, ლეონიდ ძეკონსკის, შალვა დიასამიძეს, მიხეილ კეკელიძეს, გერონტი ბაბახანიდს, გრიგოლ მეუნარგიას, ალექსანდრე მესხს, სულიკო თორთლაძეს და ოთარ ქორქიას. წლების განმავლობაში სხვადასხვა თაობის მწვრთნელთა ნაყოფიერმა მუშაობამ და კალათბურთელთა ოსტატობამ საქართველოს სახელი გაუთქვა კალათბურთის სამყაროში. [[1950-იანები|1950]]-იანი წლებიდან მოყოლებული, ოფიციალური თუ ამხანაგური მატჩების გასამართავად ჩვენში ჩამოდიოდნენ ევროპის წამყვანი საკლუბო და ეროვნული ნაკრები გუნდები. [[1958]]-[[1972]] წლებში თბილისს ოთხჯერ ეწვივნენ აშშ-ის კაცთა და ქალთა სამოყვარულო ნაკრებები.
 
ქალთა პირველი გუნდები საქართველოში [[1930-იანები|1930]]-იან წლებში შეიქმნა. მათგან საუკეთესო იყო თბილისის “ბურევესტნიკი”, რომელმაც სსრკ ჩემპიონატში ზედიზედ ორჯერ ([[1965]]-[[1966]]) დაიკავა მეორე ადგილი, [[1969]] წელს კი თასის გათამაშების ფინალში გავიდა. ამ გუნდში გამოდიოდნენ [[ელზა დურმიშიძე]], [[ლიანა ქველიძე]], [[ნელი ჯაფარიძე]], [[ციალა ჯანელიძე]], [[მედეა სურგულაძე]], [[ალექსანდრა კოვზირიძე-რუსკინა]] და სხვები. ქართველ კალათბურთელ ქალთაგან ყველაზე ტიტულიანია [[ალისა ასიტაშვილი]]. მან სსრკ ნაკრებთან ერთად ორჯერ გაიმარჯვა ევროპის ჩემპიონატში ([[1954]], [[1956]]).
 
[[1991]] წლიდან ქართული კალათბურთი დამოუკიდებლად ვითარდება, [[1994]] წელს შეიქმნა საქართველოს კაცთა და ქალთა ეროვნული გუნდები, რომლებიც ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირებში მონაწილეობენ. რამდენიმე ქართველი კალათბურთელი ევროპის ცნობილ კლუბებში თამაშობს, [[ვლადიმერ სტეფანია]], [[ნიკოლოზ ცქიტიშვილი]] და [[ზაზა ფაჩულია]] კი [[ამერიკის შეერთებული შტატების კალათბურთის ეროვნული ასოციაცია|აშშ-ის კალათბურთის ეროვნული ასოციაციის]] გუნდებში გამოდიან.
 
''''''[[საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია|საქართველოს კალათბურთის ფედერაცია]].'''''' დაფუძნდა [[1991]] წლის [[4 ივნისი|4 ივნისს]]. [[1992]] წლის 10 ივლისიდან [[კალათბურთის საერთაშორისო ფედერაცია|კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციისა]] (FIBA) და ევროპის კალათბურთის კონფერენციის, ხოლო [[2003]] წლიდან ფიბა-ევროპის ფედერაციის წევრია. პრეზიდენტები: ალექსანდრე ჩხეიძე ([[1991]]-[[1995]]), [[ავთანდილ საყვარელიძე (მრავალმნიშვნელოვანი)|ავთანდილ საყვარელიძე]] ([[1995]]-[[1997]]), [[გიორგი ქათამაძე]] ([[1998]]-[[2001]]), [[ბესიკ ლიპარტელიანი]] ([[2001]]-[[2013]]), [[მიხეილ გაბრიჩიძე]] ([[2013]]-დღემდე).<ref>http://sport.gov.ge/?pg=sporttypes&sportid=15</ref>
 
== ლელობურთი ==