სპირიდონ ჭავჭავაძე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 26:
დაამთავრა თბილისის კადეტთა კორპუსი, შემდეგ ელისავეტგრადის საკავალერიო სასწავლებელი (1-ლი თანრიგით) და ოფიცერთა საკავალერიო სკოლა (1 თანრიგით, [[1913]]). სამხედრო სამსახურში იყო [[1898]] წლიდან. მონაწილეობდა [[რუსეთ-იაპონიის ომი|რუსეთ-იაპონიის 1904-1905 წლების ომში]] გენერალ-ადიუტანტ მიშჩენკოს კორპუსის შემადგენლობაში. [[I მსოფლიო ომი]]ს ([[1914]]-[[1918]]) დროს იბრძოდა დასავლეთის ფრონტზე ვლადიმირის ულანთა მე-13 პოლკის შემადგენლობაში. [[1916]] წელს მიიღო პოლკოვნიკის წოდება და მომდევნო წელს დაინიშნა იმავე პოლკის მეთაურად. განსაკუთრებით გამოიჩინა თავი სოფ. ოლონეცთან ბრძოლაში [[1915]] წლის 19 სექტემბრის ბრძოლაში, როდესაც როტმისტრის ჩინით მეთაურობდა ესკადრონის კონტრიერიშს გერმანელთა ქვეით ნაწილებზე. ამისთვის [[წმინდა გიორგის ორდენი|წმ. გიორგის IV ხარისხის ორდენი]] მიიღო (1916). დაჯილდოებული იყო ასევე წმ. ანას IV ([[1906]]), III ([[1912]], ხმლებითა და ბაბთით [[1914]]), II (1914), წმ. სტანისლავის III (1906), II (1914) ხარისხის ორდენებით, გიორგის იარაღით (1916).
 
[[1918]]-[[1921]] წლებში მსახურობდა [[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა|საქართველოს]] შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში (სარემონტო სექციის უფროსი). [[1924]] წელს დაინიშნა[[საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტი|საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტმა]] დანიშნა [[1924 წლის აგვისტოს აჯანყება|ანტისაბჭოთა აჯანყების]] მთავარსარდლად. აჯანყების მარცხის შემდეგ [[ქაქუცა ჩოლოყაშვილი|ქაქუცა ჩოლოყაშვილთან]] ერთად წავიდა [[ემიგრაცია|ემიგრაციაში]]. 1930-იან წლებში იყო [[პარიზი|პარიზში]] „ქართული ეროვნული კომიტეტის“ თავმჯდომარე (ამ პოზიციაზე შეცვალა [[ალექსანდრე ასათიანი]]). [[1947]] წელს დაბრუნდა საქართველოში. [[1951]] წელს საბჭოთა ხელისუფლებამ დააპატიმრა და მიუსაჯა 25-წლიანი პატიმრობა. გარდაიცვალა ციხეში.
 
==ლიტერატურა==