ედუარ მანე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 36:
1866 წლიდან ედუარ მანე რეგულარულად სტუმრობდა კაფე „გერბუას“,<ref>'''კაფე გერბუა''' ({{lang-fr|Café Guerbois}}) — კაფე მონმარტრზე, ფრანგული ბოჰემის — მათ შორის, მხატვრების, მწერლებისა და ხელოვნების მოყვარულთა თავშეყრის ცნობილი ადგილი XIX საუკუნის ბოლოს.</ref> სადაც მუდმივად იკრიბებოდა მომავალ იმპრესიონისტთა საზოგადოება. ვერაგი ხალხი მათ ჯგუფს „მანეს ბანდას“ უწოდებდა. მხატვართა ამ ჯგუფის თანამეგობრობის საუკეთესო გამოხატულებას წარმოადგენდა ფანტელ ლა ტურის სურათი „ბატილიონის სკოლა“ (იგივე „სახელოსნო ბატილიონში“). თავის მხრივ მანესაც ბევრი რამ ჰქონდა საერთო ახალგაზრდა მხატვრებთან. იგი ადრე საკმაოდ დიდხანს წერდა სურათებს სახელოსნოში, ხოლო მათთან დაახლოების შემდეგ კი [[პეიზაჟი]] განსაკუთრებულ ადგილს იკავებს მანეს შემოქმედებაში („ქალი სენის სანაპიროზე“, „არჟანტე“, „ნავში“, „ბაღში“), მაგრამ მანე მაინც ნატურმორტებზე, ფიგურულ კომპოზიციებზე და პორტრეტებზე მუშაობას ამჯობინებდა. 1875 წლიდან, განსაკუთრებით სიცოცხლის უკანასკნელ წლებში, მანე იმპრესიონისტული მანერით ყვავილების მრავალფეროვან სერიას ქმნის.
 
სალონის ოფიციალური აღიარება მანემ მიიღო ცხოვრების უკანასკნელ ორ წელიწადში მიიღო. 1876 წელს მან სალონში გამოფინა კომუნარების ლიდერის, ანრი როშერის პორტრეტი დაგამოფინა დაიმსახურადა სალონის მეორე ხარისხის მედალი დაიმსახურა. მაგრამ ჟიურის არ შეეძლო კომუნარის პორტრეტის შემფასებელი ყოფილიყო და ოფიციალურად ჟიურიმ იმავე სალონში გამოფენილ მანეს მეორე სურათს, — „ლომებზე მონადირის პორტრეტს“ მიანიჭა ეს ჯილდო.
 
აღსანიშნავია ედუარ მანეს ბოლო წლების შედევრი „ბარი ფოლი-ბერჟესი“(1881-821881–82). ეს სურათი შეიძლება ჩაითვალოს შედევრად, ვინაიდან ის გამოხატავს ნატურმორტს, პორტრეტს, სინათლის ეფექტებსა და ხალხის მოძრაობას. ოფიციალური აღიარება მანემ მიიღო 1882 წელს, როცა ის დააჯილდოვეს დამსახურებული ლეგიონის ორდერით (საფრანგეთის მთავარი ჯილდო).
 
ედუარ მანეს აწუხებდა სისხლძარღვთა შევიწროვება და სიფილისი, რის შდეგადაც ის 1883 წლის 30 აპრილს გარდაიცვალა. მანეს სიკვდილის შემდეგ მოეწყო მისი სურათების რეტროსპექტიული გამოფენა, ხოლო „ოლიმპია“, მანეს ცოლთან დიდი ხნის მოლაპარაკების შემდეგ, შეისყიდა ლუვრმა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ედუარ_მანე“-დან