ედუარ მანე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 26:
ედუარ მანე ცნობილი ჩინოვნიკის ოჯახში დაიბადა. მხატვრობით ბავშვობიდანვე იყო გატაცებული, თუმცა მამამისი მის იურიდიულ კარიერაზე ოცნებობდა. სამხედრო სამსახური 1848 წელს მან ფლოტში გაიარა. ერთი წლის შემდეგ იგი უმაღლეს სამხედრო სასწავლებელში გამოცდაზე ჩაიჭრა და მშობლებისგან მხოლოდ მაშინ მიიღო თანხმობა სერიოზულად შეესწავლა [[ფერწერა]]. ხელოვნების სკოლაში ის 6 წელიწადს სწავლობდა, ტომა კუტიურის<ref>[https://www.youtube.com/watch?v=PxF8O8GG6T8&feature=youtu.be&t=15 Who is Thomas Couture? (with Chief Curator Paul Lang)]</ref> ({{lang-fr|Thomas Couture}}) სახელოსნოში. მის ადრეულ შემოქმედებაზე მისმა პედაგოგმა დიდი გავლენა მოახდინა. ამ პერიოდში მანე ოფიციალურ სალონში ეძებდა აღიარებას, მაგრამ მისთვისვე მოულოდნელად პარიზელი ავანგარდისტების სათავეში მოექცა.
 
მისი ნაწარმოები „საუზმე ბუნების წიაღში“ (იგივე „წახემსება მინდორზე“) „განკიცხულთა სალონში“ იყო გამოფენილი. ეს სურათი საიმპერატორო სასახლემ საზოგადოების მორალის შეურაცმყოფელ ნახატად გამოაცხადა. მხატვარს მსგავსი მწარე გამოცდილება ადრეც ჰქონდა მიღებული, [[1863]] წელს ლუი-მარტინეს გალერეაში გამოფენილ 14 სურათიდან ერთ-ერთი პირველი დიდი ტილო „მუსიკა ტიურილიისტიუილრის ბაღში“ (1862) აღშფოთებულმა [[ბურჟუაზია]]მ კინაღამ ხელჯოხებითა და ქოლგებით გაანადგურა. და ეს მხოლოდ იმიტომ, რომ მათთვის სრულიად უჩვეულო და გაუგებარი ფერწერის ახალი მანერა არ მოეწონათ, რომელიც სურათის სწორად აღსაქმელად განსაზღვრულ მანძილს საჭიროებდა. ამავე გამოფენაზე მანეს მეორე ტილოც — „ქუჩის მომღერალი ქალი“ დაგმეს, რომლის მოდელად მხატვარმა ისევ ვიქტორინა მორანი გამოიყენა.
 
მალე მხატვარი შეუდგა ახალ ტილოზე მუშაობას და მას „ოლიმპია“ უწოდა, სახელი ქალისა, რომლის შექმნაც მას შთააგონა ზაქარი აისტრიუკის პოემამ „კუნძულთა ასული“.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ედუარ_მანე“-დან